ამ ჭეშმარიტად ამოუწურავ თემას ვხსნი ნჲუ საჲენტისტის სტატიით
Curious liaisons: Nature's weirdest sex livesადრე კი შემხვედრია უცნაური ფაქტები - სექსის მერე მდედრის მიერ მამრის შეჭმის შესახებ მაგალითად, ან ქალწულებრივი ჩასახვები, ან საჭიროებისამებრ სქესის შეცვლები რომ ცხოველებში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამ სტატიაში რამდენიმე ახალი საოცრება აღმოვაჩინე.
იმედი მაქვს, ვისაც მსგავსი საინტერესო მასალები შეგხვდებათ, არ დაიზარებთ და გაგვიზიარებთ ამ თემაში.
მაშ ასე, აი რამდენიმე ამონარიდი, რომლებმაც შემძრა

ჭეშმარიტად შოკისმომგვრელია აი ამის

მდედრის ყოფაქცევა სექსის დროს. მამრის ნერვული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ სქესობრივი აქტის წარმართვას მუცლის ღრუში მოთავსებული ნერვული კვანძები აკონტროლებენ, ხოლო სექსის დასრულებას და ორგაზმზე გადასვლას - თავში მოთავსებული ნერვები. მდედრი ამით სარგებლობს და სექსი რო კარგად დაიქოქება, მამრს თავს მოაჭამს ხოლმე, რის შემდეგაც უთავო პარტნჲორისგან გახანგრძლივებული სექსუალური აქტით ტკბება, სანამ საბრალო სულს არ განუტევებს.
აი ამის

მდედრი მაგალითად, მამრმა თუ საშუალება მისცა, მისი სპერმით თავის კვერცხუჯრედებს კი არ გაანაყოფიერებს, არამედ აუცილებლად დალევს მას.
არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის მწვერვალს აღწევს აი ამის
_PC301461.JPG/800px-Bonélie_(Bonellia_viridis)_PC301461.JPG)
მდედრი. ნორმალურ ვითარებაში კვერცხიდან გამოჩეკილი მატლი წლების განმავლობაში ვითარდება და ბოლოს ათამდე სანტიმეტრის სიგრძეს აღწევს. მაგრამ ასეთი მატლი თუ მდედრს ხელში ჩაუვარდა, ის მას სპეციალური ქიმიური ნაერთის საშუალებად აქცევს მიკროსკოპულ მამრად, რომელსაც ყლაპავს. შედეგად მამრი რაღაცნაირად მისი საშვილოსნოსკენ პოულობს გზას, სადაც სიკვდილამდე რჩება მდედრის კვერცხუჯრედების განაყოფიერებით დაკავებული. ერთ მდედრს შეიძლება ასეთნაირად საშვილოსნოში დატყვევებული ოცამდე მამრისგან შემდგარი ჰარამხანა ჰქონდეს.
აი ამ სახეობის
.jpg)
მდედრები გამოირჩევიან ვენერიული დაავადებებისადმი ლტოლვით. გამრავლება მათ სექსის გარეშეც შეუძლიათ და 99% შემთხვევებში ასეც აკეთებენ. სექსი მათ დაავადებული მამრისგან ბაქტერიების ასაკიდებლად ჭირდებათ. ეს ბაქტერიები მათ სხეულში პარაზიტებს ებრძვიან და საჭმლის მონელებაში ეხმარებიან.
ერთობ ჩახლართული ინცესტური ჩვევები გააჩნია აი ამ ერთი შეხედვით უსიმპატიურეს ცხოველს:

საქმე იმაშია, რომ დაბადებამდე, დედის საშვილოსნოში ტყუპი და-ძმები საერთო პლაცენტაში ვითარდებიან, რის შედეგადაც მათ სხეულებში ხშირად ერთმანეთის უჯრედების ურთიერთშეღწევა ხდება. ამის შედეგად, მამრს შეიძლება საკუთარ სპერმაში თავისი ძმის სპერმატოზოიდების საგრძნობი რაოდენობა ერიოს, ხოლო მდედრს თავისი დის კვერცხუჯრედები აღმოაჩნდეს საკვერცხეებში. ასე რომ ცოლი რომ 100% ერთგული ყავდეს, მამრმა მაინც არასდროს იცის, ოჯახში შვილი ეზრდება თუ ძმიშვილი.
აი ამ სახეობის

წარმომადგენლებს ერთმანეთში სექსი არასდროს არა აქვთ. სამაგიეროდ მათი გენომი გაძეძგილია ათასნაირი ბაქტერიების, სოკოებისა და მცენარეების გენეტიკური მასალით, რაც ააშკარავებს მათს პათოლოგიურ მიდრეკილებას სხვა სახეობის არსებებისადმი.
This post has been edited by ეგრი on 8 Jul 2010, 11:27