შრომამ შექმნა ადამიანი
იმედია ამ ცნების შესახებ უმეტეს თქვენგანს ჰსმენია მაინც : )
......
პირველივე წინადადებაში ერთობ მძიმე სიტყვა"შრომა" ურევია და ბევრს თემიდან გაქცევა მოუნდება თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა,რომ სათაურში გამოყენებული ასევე მძიმე მაგრამ მომხიბვლელი სიტყვა ყველა თქვენგანს დატოვებს თემაში. : )
არიქა! მიშას ბური ფერმერები ჩამოჰყავს 75 გვერდია უკვე. 1127 პოსტი.ხალხი სიხარულისგან ყირაზე დგება.ხუმრობა ხომ არ არსი 12 ათასი ბური ჩამოჰყავთ.12 ათასი საძაგელი მუშა,რომელიც ჩვენს მაგივრად იშრომებს.
გადავრჩით!ტრაკის განძრევა აღარ მოგვიწევს და იმედია არც არასდროს დადგება ეგ დღე.
ღმერთო ჩემო,რა სასიამოვნოა ამ სიტყვების მოსმენა.მთელი 2 საუკუნე ნეტარებაში გავატარეთ,37 მანეთიან სამოთხეში ...შემდეგ იყო ავბედითი 20 წელი...და დღეს ისევ ის ნანატრი დღე დაგვიდგა.გილოცავთ!
გადაზიპინებული გზები,ათასფრად მოცეკვავე შადრევნები,უამრავი შენობა-ნაგებობები...
უფ... რა ჩამოთვლის რამდენი ლამაზი რამეა გაკეთებული და რაც მთავარია, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
...
გაკეთებული?ასეიგი ვიღაცამ იმუშავა?იშრომა?!
ვინ?
ჩვენ ნამდვილად არ გვიშრომია!
ანდა რა ჩვენი ბრალია, როგორ იმუშავებდით?მუშად დადგომა ოდითგანვე ქართველის სირცხვილი იყო და დღეს ხო არ დავარღვევდით ამ ძირძველ ტრადიციას?ყველა ჩვენგანს სკოლის და უნივერსიტეტის წითელი დიპლომი აქვს ,მაგრამ ეს დიპლომები კუპონზეა ნაყიდი და... აბა როგორ?
ბიუჯეტი 26-ჯერ გაიზარდა ბოლო 7 წლის განმავლობაში.საამაყოა!ნამდვილად საამაყო!თუმცა საინტერესოც.. უკვე ვთქვით რომ ჩვენ შრომა არ შეგვიძლია .ეს ფული საიდან გაჩნდა?ააა..გამახსენდა .ხალხის ფულებით გამდიდრებული ედიკას მინისტრბი დავიჭირეთ და დავიბრუნეთ ჩვენ ფული ,მერე საგარეო ვალები ავიღეთ და ასე წვალებ-წვალებით შევაკოწიწეთ ჩვენი სარჩო.ღრუსებმა ჩვენი წინსვლა რომ დაინახეს,ჯერ ეკონომიკური,შემდეგ კი ნამდვილი ომი გამოგვიცხადეს .
ჰო,ომი..
ომი, საიდანაც მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, 300 დაღუპული, 2000 ხეიბარი/დაჭრილი, 50 000 ლტოლვილი და
4,5 მილიარდი ნამდვილი ამერიკული დოლარი...
ამოცანა ამოხსნილია
ეს ის ფულია ,რომლითაც ჩამოვიყვანთ 12 000 მუშას,10 000 სამაგალითო მსახურს ...
ხალხს რომელიც ჩვენს მაგივრად იმუშავებს
ალბათ ძალიან მოგაბეზრეთ თავი ,მაგრამ ერთი შეკითხვაც მაწუხებს და ბარემ ვიკითხავ
ეს ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარი რა ფულია?
კეთილი ძიების მიერ გაღებული მოწყალება თუ ისეთი ფული ვერცხლად რომ ითვლიან?
მუქთახორობის ხარისხში ჩვენ ვერავინ შეგვეცილება მაგრამ მათხოვრებიც ვართ?იქნებ გამყიდველებიც?
მოდი ისევ მუქთახორობას და მათხოვრობას მივაწვეთ..და აქვე შევთანხმდეთ რომ ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი რომელიც თავის სარჩენად მათხოვრობს,მათხოვართან ერთად არის მუქთახორა.
ყველაფერს მუქთას ერთი საერთო თვისება აქვს,ადვილად დაკარგვადია,იმიტომ რომ შენად ვერ აღიქვამ ვერაფერს, რის მისაღებად ერთი გრამი ოფლიც კი არ გაქვს გაღებული.
ამიტომ გეუბნებით, რომ ეს ქვეყანა ,რომელსაც თქვენ არ აშენებთ თქვენი არაა.
ხვალ მუქთა ფული გამოილევა,ზეგ თქვენივე ხელით დაშლით შადრევნებს,300 ტონიან ბრინჯაოს ძეგლს მოხსნით სააკაძის მოედნიდან და ისე ღრუსეთში და თურქეთში ირბენთ ჯართის და სხვა ათასი წვრილმანისა თუ მსხვილმანის ჩასაბარებლად ,ხოლო მომდევნო დღე ძალიან დაემსგავსება გუშინდელ დღეს.
მუქთა არამია!
პატივისცემით
:ნახირი ერის ამაყი შვილი:
This post has been edited by kaatinga on 19 Oct 2010, 01:09