მოგესალმებით,
გვინდა მოკლე წარმოდგენა შეგიქმნათ პირველ ქართულ ფრილანს-პორტალზე -
freelancers.ge - რომელიც 2 დღის წინ გაიხსნა.
ფრილანსი (ინგ. სიტყვა "freelance" - თავისუფალი მომუშავე) - მუშაობა კონტრაქტის გარეშე. ითვალისწინებს შეკვეთების ძიებას გლობალური ქსელით, მათ შესრულებას და ანაზღაურების მიღებას.
საიტზე ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ მოიძიონ მათთვის სასურველი შეკვეთები, ხოლო დამკვეთებს - სასურველი ფრილანსერი.
მიუხედავად იმისა, რომ პორტალი ახალი გახსნილია, უკვე არის შეკვეთების გარკვეული რაოდენობა. ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ გამოეხმაურონ ამ პროექტებზე.
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაამატონ დამკვეთებმა თავიანთი პროექტი ფრილანს-პორტალზე:1. ფრილანს-პორტალი თავისთავად ფრილანსერების თავშეყრის ადგილია. აქ დარეგისტრირებულნი არიან სხვადასხვა სპეციალობის შემსრულებლები, რომლებიც ეძებენ შეკვეთებს.
ამგვარად, თქვენი პროექტი გახსნისთანავე მიიქცევს თემატურად დაინტერესებული ფრილანსერების ყურადღებას.2. თქვენ საშუალება გაქვთ რეიტინგის სისტემით აკონტროლოთ
ფრილანსერის სანდოობა, იხილოთ სხვადასხვა დამკვეთების აზრი ამათუიმ შემსრულებელზე.
3. ასევე თქვენც გეძლევათ საშუალება
შეაფასოთ ფრილანსერი თქვენთან თანამშრომლობისას, რათა მომავალში ეს სხვა დამკვეთებმაც გაითვალისწინონ.
4. თქვენ შეგიძლიათ დეტალურად მიუთითოთ თქვენი პროექტის პირობები, როგორიცაა:
ბიუჯეტი, ინფორმაცია, სამუშაოს ტიპი და ა.შ. რაც ნაკლებად იწვევს ფრილანსერებში პროექტის გარშემო სხვადასხვა კითხვების დაბადებას.5. უმეტეს შემთხვევაში,
ფრილანსერებთან გაცილებით იაფი ჯდება ამათუიმ პროექტის შესრულება.ჩვენი აზრით, ეს თემა სრულ კავშირშია პორტალთან. თუკი მოდერატორები სხვა აზრისა იქნებიან, თემა დახურონ.
პატივისცემით,
freelancers.ge ადმინისტრაცია