ნაკვეთს აქვს მცირე დახრა, სანამ რამე დამიწყია, ვფიქრობ გავაკეთო ტერასა.
მიმდებარედ მოყვანილი გლეხები მთავაზობენ "პაკრეშკებს", ბეტონი ცხადია განიხილება, კიდევ რა მასალით შეიძლება გაკეთდეს მაქს. 1 მ სიმაღლის მიწის შემაკავებელი ჯებირი? რაც შეიძლება ბუნებრივი მასალა მინდა, ცემენტი, მაზუთი და ქიმია რომ ნაკლები იყოს. ასევე 1 მ კედელის არ მინდა ვუყურო, ამიტომ 2 ცალ 30 სმ საფეხურიან ტერასას ვფიქრობ.
T დონესა და F დონეს შორის სიმაღლეთა სხვაობა იქნება დაახლოებით 1 მეტრი. მაინტერესებს, ნაცრისფერი ჯებირები რა მასალისგან გავაკეთო?
ასევე, თუ ვინმეს გამოცდილება გაქვთ, საიდან იწყება თხრა? 1-ლი საფეხურის ძირიდან, A წერტილიდან თუ მე-3 საფეხურის ძირიდან C წერტილიდან? კედელი C წერტილიდან 1 მ უნდა ჩავიდეს თუ 30სმ+ცოტა საძირკველი?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)