გახსოვთ აქ დიდი ხნის მანძილზე განიხილებოდა თემა, საქართველოს პატრიარქის ქადაგებების ციკლისა ემიგრაციაში მყოფ ქართველებსა, მათ დაბრუნებასა და ასევე სასწავლებლად ახალგაზროდიბის წასვლის შესახებ. ასევე იმაზედ, რომ საქართველოში დაბრუნებულ ქართველს უფრო მეტი მადლი და კურთხევა ექნება ღვთისმშობლისაგან და ა.შ.
საზოგადოების ნაწილმა ეს პოზიცია გააკრიტიკა, ვინაიდან ასეთი რამ არ ემყარება არც ქრისტიანულ მსოფლმხედველობას და არც სახარებას არის დაფუძნებული, ეს უფრო ნაციონალურ-ხალხური მოწოდებაა, გარკვეულწილად გამართლებულიც კი, თუმცაღა არა ეკლესიის მეთაურის პირით წარმოთქმული.
ახლა მე გთავაზოვთ განსხვავებულ პოზიციას ემიგრაციაზედ, მეტად საინტერესოს და საყურადღებოს.
რომი, 26 ოქტომბერი 2010 ქ.შ.
დღეს ემიგრანტთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ მიმართა ქრისტიან მორწმუნეებს. “ყველა ადამიანს აქვს უფლება გახდეს ემიგრანტი და დატოვოს თავისი ქვეყანა” – განაცხადა ბენედიქტე XVI-მ და დასძინა, რომ ადამიანები ერთ დიდ ოჯახს წარმოადგნენ. ამასთანავე ემიგრანტებმა პატივი უნდა სცენ ქვეყანას, სადაც ჩადიან და დაიცვან იქაური წესები, ხოლო მასპინძელ ქვეყანას აქვს უფლება “ემიგრანტთა ტალღების რეგულირება გააკეთოს და მოაწესრიგოს, დაიცვას რა საკუთარი საზღვრები.”
პაპმა ბენედიქტემ აგრეთვე განაცხადა: “ილოცეთ, რათა გულები გაიხსნან სტუმრის ქრისტიანული მიღებისათვის და ისეთი ქმედებისათვის, რომ სიყვარულმა და სამართლიანობამ იმძლავროს მსოფლიოში.”წყარო:
http://www.geocatholics.com/index.php?opti...-09-29-17-04-21