პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია
არჩევის ფორმა: პარტიული სიით
საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის"
საქმიანობა პარლამენტში:
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-ს წევრი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი
პირადი ინფორმაცია
დაბადების თარიღი: 2 ივნისი 1959
დაბადების ადგილი: შუახევი
ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი
განათლება:
განათლება: უმაღლესი
სასწავლებელი: ბათუმის პედაგოგოური ინსტიტუტი
სპეციალობა: ისტორია–გერმანული ენა
კვალიფიკაცია: ისტორია–გერმანული ენის მასწავლებელი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0118, რუსთაველის გამზირი № 8, საქართველოს პარლამენტი
ოთახი: N327
ტელ: (995 32) 28-12-75
ვებ გვერდი:
http://www.rrc.geშრომითი საქმიანობა:
1981 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორია-გერმანული ენის სპეციალობით.
1981-1983 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის სამხედრო-საჰაერო ძალებში, რიგითად.
1984-1985 წლებში ხელშეკრულებით მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად.
1985-1986 წლებში, სხვადასხვა დროს იყო: განსაკუთრებულ საქმეთა რესტავრატორი აჭარის საარქივო სამმართველოში, მეთვალყურე აჭარის არქიტექტურის სამეცნიერო-კვლევით მუზეუმში, მეცნიერ–თანამშრომელი სახელმწიფო მუზეუმში.
1989 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დასწრებული ასპირანტურა.
ამავე პერიოდში ამთავრებს თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენების ორწლიანი კურსებს ინგლისურ ენაში.
1989-1995 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში საქმიანობდა ჯერ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ - მეცნიერ-მუშაკად.
1990 წლის ოქტომბერში ბათუმის საარჩევნო ოლქიდან აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად, სადაც საქმიანობდა 1992 წლის იანვრის სახელმწიფო გადატრიალებამდე. 1992 წლის მაისიდან ოქტომბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.
1991 წლის ივნისში ბათუმის N11 საარჩევნო ოლქიდან აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად. აქ იგი იყო ფრაქციის "აჭარა” თავმჯდომარე. ამ წარმომადგენლობით ორგანოში აქტიურად მოღვაწეობდა მხოლოდ 1992 წლის მაისამდე, მისი შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში უმოქმედობის გამო.
1992 წლის შემოდგომაზე აჭარის მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან საარჩევნო ბლოკის "11 ოქტომბერი” სიით აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად, სადაც მოღვაწეობდა 1995 წლამდე.
1993-1995 წლებში გამოსცემდა და რედაქტორობდა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთებს: "საქართველოს კარიბჭე” და "თავისუფალი სიტყვა”.
1996 წლის ბოლოდან 2000 წლის დასაწყისამდე იყო "განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრის” რეგიონული კვლევების პროგრამის ხელმძღვანელი. 2000-2004 წლებში ხელმძღვანელობდა კავშირს – "რეგიონალიზმის კვლევის ცენტრი”.
2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის მაისამდე, სახალხო მოძრაობის "ჩვენი აჭარა” ეგიდით აჭარაში ხელმძღვანელობდა მოსახლეობის წარმატებულ მასობრივ კამპანიას რეგიონული ავტორიტარული და სეპარატისტული რეჟიმის შესაცვლელად.
2004 წლის მაისში იყო აჭარის ა. რ. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი, საკანონმდებლო რეფორმების კომისიის თავმჯდომარე.
2004 წლის მარტიდან არჩეულია საქართველოს პარლამენტის წევრად საარჩევნო ბლოკ "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების" სიით.
06/2008 - საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.
დამატებითი ინფო: ავტორია რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და საქართველოში რეგიონული კონფლიქტების შესახებ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, 2002-2005 წლებში, გამოცემული 6 წიგნისა. (იხ. www.rrc.ge)
http://www.parliament.ge/index.php?lang_id...2&cevri_id=1695
მიმაგრებული სურათი