"ორ ქართველ ქალბატონს სიკვდილით დასჯა ემუქრება. საქართველოს მოქალაქეები მალაიზიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკის გადატანისთვის დააკავეს.
საქართველოს საგარეო უწყება დაკავებულთა ვინაობის დადგენას ცდილობს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ მათი ასაკი – ერთი 26 წლისაა, ხოლო მეორე 37–ის.
სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულები მალაიზიიდან ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელებას მეზობელ ქვეყნებშიც გეგმავდნენ.
მალაიზიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანს მეტაფიტამინი სურათის ჩარჩოებში ჰქონდა გადამალული.
ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დანაშაული უკვე აღიარა და ის პირიც დაასახელა, ვისგანაც მეტაფიტამინი შეისყიდა.
ადგილობრივ მედიაში საერთაშორისო სინდიკატზე საუბრობენ, რომლის წევრებიც, შესაძლოა, საქართველოს დაკავებული მოქალაქეებიც იყვნენ.
მალაიზიაში ნარკოვაჭრობა სიკვდილით ისჯება. ამ დანაშაულის ჩადენისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასიკვდილო განაჩენი 50-მდე ადამიანს გამოუტანეს."
პ.ს. ვინმემ არ იცით რამე გლობალური სტატისტიკა ნარკომანების შესახებ? ან მალაიზიაში რამდენი ნარკომანია? პრინციპში თუ სიკვდილით დასჯა ამართლებს და მართლაც ძალიან ცოტა ნარკომანები არიან მალაიზიაში საქართველოშიც მივესალმებოდი ასეთი კანონის მიღებას
თქვენ არ იცით რა აქვს ჩაფიქრებული ბატონ ბიძინას, მას 5 სვლა აქვს გათვლილი წინასწარ, მახეს უგებს თურქებს, ანაკონდაა