გააუქმეგთ , თუ არ გინდათ ბანკის ვალი
იდიოტები

ან მარტო მე არ ვიცოდი
თურმე რა ყოფილა
ადრე მქონდა საქართველოს ბანკის ბარათი, აკადემიაში სტიპენდია მერიცხებოდა ზედ. ნუ მერე ამ ბარათს ვადა გაუვიდა და სულ აღარ გამხსენებია
დღეს სტუდენტურის ასაღებად მივედი და მეუბნება გოგო, დავალიანება გაქვსო 23 ლარიო

ძალიან რომ გამიკვირდა ამიხსნა რომ ის შენი ვადაგასული ბარათი უნდა გაგეუქმებინაო, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ თვე ლარი ერიცხება დავალიანებად, და თუ ვინიცობაა და სტუდენტურზე თანხას შეიტან უცებ ჩამოგეჭრება ეს თანხა. ან ისე უნდა გადაიხადო
ჯანდაბა მაგათ არ უნდა დაერეკათ და არ უნდა ეთქვათ?!
და თქვენ თუ იცით რო ეგეთი რამე ყოფილა და სხვა ბანკის ვადაგასულ ბარათებზედაც თუ ეგრეა ეგეც ხომ არ იცით? სადრაც უნდა მეგდოს კიდევ ერთი ორი