ხელში ჩამივარდა რა,ვიყიდე ინტელექტის გამოცემული წიგნი(სერიიდან 100 ლექსი) ,ცისფერყანწელებზე ,სადაც არის მოკლე მიმოხილვა ამ კარგ ხალხზე(ძირითადად ლიტერატურული კუთხით და ბევრი ვერაერი გავიგე

) და ცოტაც ლექსები .
ფორუმზე არაა თემა,არადა საჭიროა და ვხსნი,ბევრი არაფერი ვიცი მე და იმედია ვინც იცით შემოამატებთ,დაწერთ სხავდასხვა ამბებს და ლექსებს

დავიწყოთ

ეს ამბავი იწყება 1916 წლიდან,ქუთაისიდან

ცისფერყანწელები
1)გრიგოლ რობაქიძე (
გრიგოლ რობაქიძე )
2)პაოლო იაშვილი (
პაოლო იაშვილი (ელენე დარიანი) და აუცილებლად ეს ძალიან კარგი თემა
ელენე დარიანი3)ტიციან ტაბიძე (
ტიციან ტაბიძე )
4)ვალერიან გაფრინდაშვილი
5)სანდრო ცირეკიძე
6)ნიკო მიწიშვილი
7)კოლაუ ნადირაძე (
კოლაუ ნადირაძე )
8)გიორგი ლეონიძე
9)სერგო კლდიაშვილი
10)შალვა აფხაიძე
11)შალვა კარმელი
12)რაჟდენ გვეტაძე
13)ლელი ჯაფარიძე
ქართული ბოჰემა,რომელიც ეთაყვანებოდა არტურ რემბოს,შარლ ბოდლერს,სტეფან მალარმეს,პოლ ვერლენს .....
გასათვალისწინებელია პერიოდი რომელშიც უწევდათ ამ ხალხს მოღვაწეობა,ომები,დამოუკიდებლობა,ისევ რუსები,დახვრეტა,სიკვდილი უბედურებაა......
ლექსები ......
რიგოლ რობაქიძე: "მიწის სჯული"
ხორალი მისტერიიდან "ჯვარი ვაზის"
ღმერთმა მიაყარა მადლი საქართველოს.
მკერდი არ უშრება მიწას უსთვალოსა..
უხვი მზე გამოდის ხალისით სართველოს:
ბუღრაობს მწვანეზე და მართავს კალოსა.
მუხას გადაგრაგნილს და მაგარ წვივიანს
სურო ეგრიხება ლურჯი არტახებით.
გადათქვირებული რკოები ცვივიან
და ეშვებს ლესავენ ველური ტახები.
ღელავენ ჯავარი ტალღები სიმინდის.
სული ეხუთებათ ხულებს და თაროებს.
დალოცოს უფალმა ნაყოფის სიწნმინდე:
ლამაზი ქალები ქურჩავენ ტაროებს,
და პირგაგუდული დიდ საწნახელი -
ყურძნით გალეშილი ლუში გველეშაპი.
რომელმა გიორგიმ არ ჩასცეს მახვილი,
მტევების ტბორები რო ხვრიპოს პეშვებით.
რკო მრუში. მტევანი. ტარო დაყურსული.
ალო ატეხილი და თესლი ხურვალი.
ვერვინ დაიურვოს ხარი გალურსული,
მთელ წყაროს ამოცლის, რომ არის წყურვალი.
ჯოგების ურდოებს მორეკავს მეზვარე:
წინ ხარი წიქარა, და ძროხა ბელეშა,
იქ აედევნება უშობელს მოზვერი
და განზე უეცრად დაიყეფს ქელეშა.
ყუჟდება ფარეხი და თანაც ბნელდება.
ჩუმად იბუდრებენ მსუქანი დედლები.
ჩვენც, დასიცხულები, მათთან დავნელდებით:
სასვენად გველიან ძელური კედლები.
ვაჟები. ქალები. შვილები. მამები.
დედავ: ჩაგეხვევით უბეში კვართული.
და ძილში მალულად ფიქრი გვეამება,
რომ არ გაგვიმეტებს, ჩვენ მიწა ქართული.
ვტომადალიონი
პასუხად პაოლოს
ჩემი ღერბია დიონისოს მედალიონი.
ცეცხლით სწერია: მოხარული საშურო ხმალზე.
ჩემთვის ხალისობს სიხალისით თვით ალიონი
და მელის მუდამ მზიურ საქმროდ მე სილამაზე.
დღეს დაღვენთილი, დათენთილი მე ვფიქრობ სხვაზე,
დღეს თუ არ ლაღობს ჩემთვის თეთრი ნელი სიონი:
იცოდე მისთვის: რომ ავლესო სანატრიონი
და ქვეყნის ბედი გადავტეხო ჩემს ხერხემალზე.
ჰელადის შვილი ვარ ერთგული მე ”ამორ ფატის”,
სავნებო სხვერპლად გამზადილი, ვით სავსე თასი.
და თუნდ რაინდი ცხოველი მზე სულ დაიფუტოს:
თასზე თასს ვამსხვრევ, რომ ავმართო კიდევ ათასი.
თავაღებული: მე სარკე ვარ ყველა თვალების
და მასკა ჩემი ქერქი არის მხოლოდ ცვალების.
1917 ენკენისთვე
კაფე ”ინტერნაციონალი”
შეიძლება ითქვას ცისფერყანწელთა სიმბოლო,გამორჩეული ლექსი
პაოლოს წერილი დედას
წერილი დედას
დავტოვე სოფელი -
მყუდრო სამყოფელი,
ქვითკირის მარნები
და კატის კნუტები,
სიმინდის ყანა!
ჰა კინტოს პროფილი,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე - სალახანა.
ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
ბზის განიავება, კალო და კევრი,
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.
იქნებ ჩვენ თბილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მეჭრებოდა პირველი კბილი,
როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი,
და ვაზის ფურცლებზე ისე დალურჯდა იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე, როცა არ მახურავს ღამეში საბანი.
დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათიე,
ღმერთო! აპატიე, -
მე თუ ვერ მიშველი -
დედა, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.
პავლე ინგოროყვას
გადამეტებით,ტანჯულ დღეებით
წარსული ჰკივის უკუღმართული;
ჩვენ კი უტკბილეს სამოთხეებით
გვინდა გავმართოთ მხარე ქართული.
საუკუნენი ცხელ თავანებით
ჩვენი სამშობლოს მზეში დნებიან;
მაგრამ ჯერ კიდევ ქარავანები
სცლიან ოქროებს ძველ მადნებიდან
მიწა მსუქანი სისხლის დალევით
შენ შეგვათვისე-იმედიანი
და გულში გივლის მკივან ალივით
შენ რუსთაველის მერიდიანი.
ძმა ინგორუყო!ჩვენება არი
და ტკბილის ტანჯვით მოსაგონები:
მწველ ინდოსტანში ქართული ჯარი
და ტრაპეზონდში გარნიზონები.
და გვიბრუნდება ის ნეტარება
ამაყ დღეების გადაჩვეულებს;
თუ პოეზია შეედრება
ჯვარზე გასალტულ წმინდა აჩრდილებს
ძმა ინგორუყო! პოეტო ადრე
და მერე დარდო წრსულ დიდებს
გულს პოეზია იჭვებით ანგრევს
და სისხლს დაპყრობა პირამიდების.
პირამიდები,ელენე დარიანი
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე.....
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თველებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი როგორც დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს,
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
ასევე ძალიან მაგარი ლექსი,შეიძლება ითქვას ცისფერყანწელტა სულის გამომხატველი
ტიციან ტაბიძე,ნინა მაყაშვილს
შენს წითელ კაბას... ბალაგანის ჯვრის გარდამოხსნას,
შენს ტუბერკულოზს და სინაზით ავად გამხდარ ხმას!
ძველი სონეტის მხოლოდ დარჩა... ერთი ტერცინა.
შაითან ბაზრის დაიხურა ყველა დუქანი.
ამოდის მთვარე - თავისმკვლელთა ლეშით მსუქანი.
ვანქის ტაძარში „Sabachtan” - ით შენ გაგეცინა.
მუხრანის ხიდზე დასახრჩობად კიდევ დავდგებით,
საქართველოში ცხოვრობდა ხომ – თვითმკვლელობაა.
ამიტომ გვიყვარს საქართველო ჩვენ თავდადებით,
ამიტომ მოგვწოვს და შეგვიდნობს ჩვენ ეს ობობა.
ძველი ორდენი თავისმკვლელთა: ილო, ზენონი.
ჩვენი ორდენი პოეტების შხამის ყანწებით.
თავისმკვლელობის თავზე დაგვფრენს იგივ დემონი:
მე ვხედავ იმ მორგს, მოწამლული, სადაც დავწვებით.
ღმერთს , პოეზიას, შენს სიყვარულს მე დავაფიცე:
წამებულებზე მოცულობდეს ტანიტ ტაბიძე!
ცხენი ანგელოსით,ტიციან ტაბიძე
1
აკოპალიპსის თეთრი იმედი.
გზა შორეული
ქიმერია, ქალდეა, ჟღალი კავკასი,
საქართველოს ბედს
მხოლოდ ცხენით თუ დაეწევი,
მორბიხართ თეთრი-მარტო იმედი
ცხენი ანგელოსით.
გზას შორეულს, რა გადაიარა?..
ერს ამორჩეულს ჩამორჩებოდი,
რომ ცხენით არა...
ჩვენ პოეტებიც თუ ვართ დღემდე,
შენი პოეტებიც თუ ვართ დღემდე,
შენი ამარა.
რა გაიარდა ამ ჭაობებს?..
ორპირში ყანჩაც ეფლობოდა.
სდგას მარტო ეკლესია
თეთრი გიორგის.
და მამის გულზე
აბჯენია მაგარი მუხლი
გაფრენილ ცხენის.
ყოველი ღამე მატირებდა
ქალდეას ზეცა.
ჭაობის სვეტად
დადგებოდა მალარია.
მე სამუდამოდ გავაღმერთე
ერთი არია,
დაიმახსოვრებს ამ სიმღერას
ჩემი სამშობლო.
მე აქ ვიხილე პირვლად ყრმამ
ყრმა უკვდავი,
აპოკალიპსის თეთრი იმედი,
ცხენი ანგელოსით...
მეწამული ზღვა,
მთვრალი ხომალდები.
სიდონის მატროსები,
ზღვა ქარავნების,
ქალდეას ოქრო,
ოქროს ვერძი.
მაკოდენელი,
ოლოფერნი,
სარდანაპალი.
მაჰმადის ხმალი,
ჯალალ-ედინ,
საჭურისა და დამპალი
აღამაჰმად-ხან.
დაშლილი ველი საქართველოს
აზიის სარკე,
ყვითელი ურდო
ვიწრო თვალებით.
ჰარამხანებში თესლის სუნი
და გამწევი გრძელი ორგია.
ცეცხლის გრიგალში იკარგება ეს მოგონება__
ყრმა უკვდავი,
ცხენი ანგელოსითა.
3
მე ნაბოლარა
დიდ პოეტების,
თავდაჭერილ მეფეების,
სააკაძის გამტყდარ ხმლის,
რომელმაც იცის ყველა სტატისტიკა,
გარდა ქართველ გმირების.
ძუძუები მარწუხებში,
წიწამური და კრწანისი.
მეტეხი მედიდური,
ტაიგა, ციმბირი,
რევოლუცია და დაცემა.
პოეზია მორიელის,
მალდორორი,
ლაფორგის ჭლექი,
კარამაზოვის სისხლი
და სიფილისი დეზისენტის.
უნაზესი ქალები ივერიის-
თამარ, რუსუდან,
ყველა ნინაში, ერთი ნინა,
მადონნა;მერი.
მელიტა, მარტა.
ევა ულეღვოდ და ჰეტერების სავსე ქალდეა.
ყველანი წავლენ,
დარჩება მხოლოდ
აპოკალიპსის თეთრი იმედი,
ყრმა უკვდავი, ცხენი ანგელოსით.
4
გადმოფრენილი
ჰოლანდიელი,
თუჯის მხედარი,
ხინა პეტერბურგის.
შაბიამანში გატყდება ცხენი
და როგორც რუმბი,
გასივდება თუჯის მხედარი.
ახალ ევგენის წინ გაიგდებს ცხენი ანგელოსით.
შორი გზა არ ღლის,
ვეშაპი ვერ მოჰკლავს,
დევნი უფრთხიან.
თეთრი ტრედები
თეთრ ღრუბლებში,
თეთრი გიოირგი,
ცხენი ანგელოსით,
ესხატალოგია.
_ჩემს გზას შორეულს, პოეტს ჩამორჩენილს
საქართველოს ტრიალს სარკეში გზა დამებნდა:
გრძელი ულვაშებით ქონდრის კაცები
სიონში მღერიან „არშინ მალალან“.
-აქ რომ სტიროდა ამირანი, ვინ გააპარა?
-აქ რომ სტიროდა რუსთაველი, ვინ გააპარა?
-აქ რომ იბრძოდა სააკაძე, ვინ დააკავა?
სწორი ხერხემალი_დროშის ტარი ქიმერიელთა.
სწორი ხერხემალი_დროშის ტარი თეთრი გიორგის ვინ გადატეხა?
ბებრი თესლი_სურელება ჰერეთის ღვინის,
ბებრი თელსი_ჭა უძირო და დაუშრეტი ვინ ამოსწურა?
ხრინწიანი ხმით ქამარგახსნილ შარვალს განიერს.
სიონში მღერიან „არშილ მალალან“...
ვალერიან გაფრინდაშვილი,ბოჰემის მონოლოგი
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა თვითმკველობის.
არა მსურს ვიყო ვიკტორ ჰიუგო ან აკაკი
მე მირჩევნია დავიღუპო როგორც ბოჰემა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა სიგიჟის.
არა მსურ ვიყო ბედნიერი როგოც გოეთე
მე მირჩევნია დავიღუპო როგორც როლლინა
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა ჭლექისა!
დღერგრძელ მალარმეს მირჩევნია ისევ ლაფორგი.
პოეტისათვუს მე ვიწამე ეს კარიერა;
სიგიჟ,ჭლექი და თვითმკვლელობა
სალამაი შენ-ტროტუარის პოეტო!
შენ ეკუთვნი თვითმკვლელების დინასტიას
და გვარი შენი რაინდული არის -ლოზინსკი.
სამარცხვინოა პოეტისთვის დიდი წიგნები,
დიდი სიცოხლე!
უთუოდ ქონდა ბუასილი ”ფაუსტის” ავტორტსს.
მე ვესალმები დღეაკლულ პოეტებს.
და მინდა კიდევ ჩამოვთვალო ეს სახელები:
ჟერარ დე-ნერვალ,მორის როლლინა,ტომას ჩატერტონ,
ჟიულ ლაფორგ,ლოტრეამონ,კრისტოფორ მარლო
გრიშა აბაშიძე!
კარიერა მარტოობის და ლოთობის;
გიჟი ედგარი ნახეს ქუჩაში
მთვრალი და მომაკვდავი
და ესეც იყო -ხარაკირი
მე მეჯავრება პოეტისთვის რამე ხელობა.
მისთვის ვიწამე სამუდამოთ ეს კარიერა
სიგიჟე,ჭლექი,ალკოგოლი და თვითმკვლელობა!
სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად!
ჩვენ - "ცისფერი ყანწები"
მარად ლექსები. პოეზია. გადაქანება.
საქართველოს კი დაუბერა ციებამ, სურდომ,
ჩვენ პოეზიამ თავი მაინც ვერ დაგვანება
და ვერ გაგვტეხა შემოსეულ სიკვდილთა ურდომ.
სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები,
ფეხზე ვიკიდებთ ჰენიოსთა დაფნის გვირგვინებს
და როცა ქვეყნის აღსასრული ჩამოიგრგვინებს,
ჩვენ გავიცინებთ თეთრ ფერებში გადაცმულები.
ჩვენ ლექსებს დავწერთ, ავტირდებით და ავატირებთ,
ჩვენი დარტყმული ამ ქვეყანას დარჩება ლარი,
თვალწამოვარდნილ საქართველოს გადვინადირებთ
და ჩვენს ძეგლებზე აინთება ლოცვის ოლარი.
ნიკოლო მიწიშვილი
პეიზაჟი,სანდრო ცირეკიძე
კოლაუ ნადირაზეს
ქვაზე ჩამოსხდნენ.
ვაჟის ყელსხვევი გაცრეცილია.
-მზე ჩადის
-ხვალ ქარი იქნება:ცა წითელია
-გახუნებული აბრეშუმის ფერია.
მზე დაღლილი თვალებით ისვენებს ქალაქის ღარიბ სახურავებზე.
-ჩვენს ბაღში ვარდები აღარაა
-ზაფხული გათავდა
-დაიწყება წვიმები და ტალახი
-დაზამთრდება,კერიასთან ზღაპრებს მოყვებიან.
-ბავშვებს დაესიზმრებათ მეფეები.
-და დედოფლები.
მწუხრისას რეკენ.ქალმა დაამთქნარა.
-ღამდება.
-რა ნელა ღამდება.
არღნის უიმედო ხმა მოიტანა ქარმა.
-სცივათ,
* * *
კოლაუ ნადირაძე ავზნიანი ქალაქი
მე ხშირად მიყვარს ეს ქალაქი მრუში და მყრალი,
ატალახებულ ქუჩებს მივყვები,ვუცქერ უკბილოდ
დაღრეჯილ სახლებს.
ხარბად დავეძებ მახინჯ სახეებს,
მკლავებში მახრჩობს მე ვიწრო კვალი,ავზნიანი და
ცოდვებით მთვრალი
ავადმყოფ სახლებს,ათაშანგით პირდაჭმულ ქუჩებს,
აკმევებს სურნელს სამიკინტო ღვინით და ხაშით,
გიჟდება ღამე არღნის რწყევით,ზურნით და ტაშით.
და ცა ლოტბარი შავად მორთული,ქურდებს და
მკვლელებს
გამოსვლას ურჩევს.
ძველ სასტუმროდან გამორბიან წითლად ქალები,
როგორც რომ ჯარი დამარცხებული,მათხოვართ გუნდი
ბრუნდება სახლში,
გამეფდა ვნება ავადმყოფ სახლში,
ბალღამს აქცევენ რუხ ქვაფენილებს ქუჩის მნათობთა
თეთრი თვალები.
და მეც ქალაქში დავსეირნობ გიჟთა მხედარი,
ჩემს წინ ქვეშერდომთ გაუმართავთ უცხო პარადი.
ბოროტი განცდა სნეულ ფიქრის ხდება მარადი
მე მსურს ყოველთვის ღამე იყოს ასე ნეტარი.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
ოცნება საქართველოზე
სანდრო ცირეკიძეს
დავიწყებული ძველი ფონები
და ნანგრევები დიდ ციხეების:
ჩვენი დიდება მოსაგონები,
ფართო ჩრდილები ცაცხვის ხეების.
შედიხარ ჩუმად,გრილი ტაძარი....
მოთაფლისფერო სახე მამების;
და საცეცხლურში ცოტა ნაცარი
და შავი ხატი წმინდა სამების.
ნიშანი ბედის-კარზე ნალები
სახურავები დახავსებულ
და ღვთისმშობელის მოგრძო თვალები
უმანკო სევდით ამოვსებული
კოლაუ ნადირაძე
გიორგი ლეონიძე
”ნინო ჭავჭავაძეს”
თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება...
შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება!
შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!
შენს სილამაზის იქით _ ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარედი;
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.
ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გასძლებს შენი მშვენება;
შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.
გიორგი ლეონიძე
”ძველი საქართველო”
ეს ეკლესია
ერეკლესია! _
ამბობს წარწერა ზედ ამოჭრილი.
არ ჩანს არავინ ეკლესიაში,
არც დაჩოქილი მოჩანს მორჩილი...
გადაპობილა თაღი შუაზე
და ხავსს კედელზე გააქვს ბიბინი...
შუაღამისას ისმის უეცრივ
ტანაბჯრიანი კაცის ქვითინი...
http://testa.at.ua/forum/9-156-1ეს ვიპოვე,საინტერესოა

მოკლედ ვინც იცით ცისფერყანწელებზე იქნებ დაწეროთ,დადოთ ლექსები,სურათები.....
This post has been edited by lars von trier on 30 Oct 2010, 11:46
სინამდვილეში საზიზღარი ადამიანი ვარ-თქვა ბარნოველმა ლევიკომ.