forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული წელთაღრიცხვა, თანამედროვე ქართული და წარმართული კალენდრის
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5792
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

  გამოგზავნილია: 31 Oct 2010, 10:04  #22295462      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იტორიის შსახებ


გადავხედე ჩვენს ფორუმს და ვერსათ ვერ ვნახე ეს თემა, არადა ძალიან საინტერესოა.მოდერთან თხოვნა თუ არის ესეთი თემა გავაერთიანოთ.

ქრისტიანულ საქართველოში მიღებული იყო წელთაღრიცხვის სამი სისტემა ანუ სამი ერა:
წელთაღრიცხვა ქრისტეთი,
წელთაღრიცხვა ქრონიკონით.
წელთაღრიცხვა დასაბამითგან
წელთაღრიცხვა ქრიტეთი ერთნაირია მთელს მსოფლიოში, რაც შეეხება ქართულ დასაბამითგანსა და ქართულ ქრონიკონს იგი განსხვავდება ქრისტიანულ სამყაროში მიღებული წელთაღრიცხვისაგან.

საქართველოში ამჟამათ დასაბამიდან არის----- 7614 წელი-----
შარშან იყო 7613წ ხოლო ორი თვის შემდეგ იქნება 7615წელი.....................
ქრისტეთი ამჟამათ არის 2010წ ყველა ქრისტიანული ხალხისათვის საყოველთაო და ერთნაირია.


წელთაღრისხვა“ ქრონიკონით“ 532წლიანი ციკლით ხდებოდა. 532წლიანი მოქცევა ცნობილია ასევე სახელით „ალფა“,ეს იმიტომ რომ ამ სიტყვის ასო-ნიშნების ჯამი როგორც ბერძნულად ისე ქრთულა შეადგენს
----------------(1+30+500+1=532)---------------------
532-წლიანი მოქცევა არის მზის 28-წლიანი ციკლისა და მთვარის 19-წლიანი ციკლის
ნამრავლი-----------28 x 19=532.
ქრონიკონული წელთაღრიცხვა ყველა ქრისტიანულქვეყანაში მიღებული არ იყო, მაგრამ 532-წლიანი ციკლი, ე,წ, „დიდი ინდიქტონი“. ყველა ქვეყანიში მიღებული იყო როგორც ე,წ, „პასქალური სისტება“.............მოგვიანებით განვიხილავთ უფრო დეტალურათ.

ხოლო რაც შეეხება მესამე სისტემას „დასაბამითგანს“ შსახებ , ეს წელთაღრიცხვა აგრეთვე ქრისტიანულია ეს ერა ანგარიშობს დროს ქვეყნის გაჩენიდან, ანუ „ადამთაგან“, ქრისტე შობამდე, ერა დასაბამთაგან ქრიტეს დაბადებამდე სხვადასხვა სახისაა, რაკი ამ ერას სხვადასხვა დროის პერიოდით განსაზღვრავენ, ძირითადად ცნობილია დასაბამითგან შემდეგი ვრიაციეები:
1) 5198 წელი---ევსევი კესარიელისა:
2) 5492 წელი---პანოდორე ალექსანდრიელისა;
3) 5500 წელი---ანიანე ალექსანდრიელისა;
4) 55ო8 წელი---ბიზანტიელებისა (ბიზანტიური ერა)
ქართველებს კი საკუთარი ‘დასაბამითგანი „ ყველასაგან განსხვავებული ერა აქვთ
ქართული „დასაბამითგანი“ ქვეყნის გაჩენიდან ქრისტემდე 5604 წელს ანგარიშობს
რა არის ამის მიზეზი ? ამას მოგვინრბით განვიხილავთ დეტალურათ.
ისე ქრთულ „დასაბამითგანს“ თუ მივუმათებს ქრისტეს ასაკს მივიღებთ
5604+2010=7614 წელს თავში გახსოვთ ხომ:
დასაბამითგან ეხლა არის 7614 წელი
ქრისტეთი 2010 წელი
ხოლო ქრიტემდე განვლილია 5604 წელი.
გაგრძელება იქნება.........................................................ო.კ



--------------------
"ალბათ ქართველებზე ცუდათ არავინ იცი საკუთარი ქვეყნის ისტორია" - პავლე ინგოროყვა

გრიგოლ რობაქიძე - მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას:
"ენდეთ თქვენს ფესვებს !!! და ვერ დაგამარცხებთ ბოლშევიზმის დემონური ძალაც კი "
http://www.link.ge/file/323931/Revaz–Gabasvili.rar.html
tujji
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 728
წევრი No.: 84248
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 31 Oct 2010, 12:50  #22296868      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გახსოვთ ალბათ ინტერვიუ გურამ გაბიძაშვილთან სადაც იყვება როცა ხვამლის ერთ ერთ დარბაზში ავიდნენ. იქ მათ ნახეს პიქტოგრამები კედელზე დახატული ნახატები
– აშკარაა, რომ ეს ყველაფერი კოსმიურ სფეროს ეხება. ფიგურები ზოდიაქოს ნიშნებს გამოსახავენ და ესენია: „მერწყული“, „თხის რქა“, ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა, იგივე ისიდა და ოსირისი, „მშვილდოსანი“, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი, მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები, რომელიც ანკის გასაღებს – ოსირისისა და ისიდას ყველაზე წმიდა სიმბოლოს ჰგავს. სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღვადგინეთ ვარსკვლავიანი ცის სურათი ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის. საოცარია, მაგრამ ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის ქვაბულში დახატულ პიქტოგრამათა სქემას. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს კომბინაცია არც ერთ სხვა წელს არ მეორდება. აღნიშნული წელი კი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელი წარღვნის თარიღს – 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით. თანამედროვე გადათვლით სწორედ 5604 წელია შუმერების და ასევე ქართველების წელთაღრიცხვის საწყისი დასაბამიდან აქამომდე, ანუ ქრისტეს დაბადებამდე. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ამ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი წელთაღრიცხვის ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული.
---------------ძალიან საინტერესოა: ინტერვიუში ის ამბობს 5603 ან 5605 კიარა არამედ 5604წელიო. იმტომ რომ ქვაბულის კედლის ნახატები შეესაბამება წარღვნის პერიოდს 5604წელს ქრიტემდე ე.ი. ეს წარღვნამსელი ხალხის მიერ არის დაფიქსირებული.
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5792
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

გამოგზავნილია: 1 Nov 2010, 09:11  #22309527      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
იქ მათ ნახეს პიქტოგრამები კედელზე დახატული ნახატები

იქნებ ავთვიღთოთ ეს სურათები???

QUOTE
ფიგურები ზოდიაქოს ნიშნებს გამოსახავენ და ესენია: „მერწყული“, „თხის რქა“, ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა, იგივე ისიდა და ოსირისი, „მშვილდოსანი“, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი, მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები, რომელიც ანკის გასაღებს – ოსირისისა და ისიდას ყველაზე წმიდა სიმბოლოს ჰგავს.

QUOTE
სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღვადგინეთ ვარსკვლავიანი ცის სურათი ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის

QUOTE
რომ ამ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი წელთაღრიცხვის ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული.


ეს ყველაფერ ძალია ნაინტერესოა.........................................................................................ო.კ
LENUS
A toolmaking animal 大大尺


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3933
წევრი No.: 18186
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 1 Nov 2010, 10:15  #22309818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Led_Zeppelin
QUOTE
წელთაღრიცხვა ქრონიკონით


და

QUOTE
წელთაღრიცხვა დასაბამითგან


ერთიდაიგივეა, თუ საუბარია ბერძნულ ქორონიკონზე. ქართული ქორონიკონი განსხვავებული ათვლის წერტილითაა გამორჩეული. თუ არ ვცდები, ესაა ე.წ. პონტოს ერა სადღაც მე-3 საუკუნე ჩვენი წელთაღრიცხვით.




--------------------
People with no morals often considered themselves more free, but mostly they lacked the ability to feel or love - Charlez Bukowski
tatia*
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 123184
რეგისტრ.: 1-November 10

გამოგზავნილია: 3 Nov 2010, 22:08  #22348225      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ხო არ იცით XII მოქცევა 248 თუ 780 წელს დაიწყო? ვერ გამიგია ეს საკითხი.
* * *
ანუ XII მოქცევა 780 წელს დაიწყო თუ დამთავრდა? (მე დამთავრდას ვფიქრობ)


--------------------
Cause all you people are vampires,
And all your stories are stale.
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5792
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

გამოგზავნილია: 4 Nov 2010, 11:36  #22354941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
780წელს დამათავღდა XII მოქცევა და დაიწუო XIII ტე
12 მოქცევა სდაიწუო 248 წელს ..............................................ჯერჯერობით დრო არა მაქვს რომ თემა გავაგრძელო თქვენც იაქტიურეთ. თუ ნახეთ თუჯიმ რა საინტერესი რამ მოგავაწოდა ...................... yes.gif
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5792
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

  გამოგზავნილია: 5 Nov 2010, 20:48  #22377444      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძველი ქართული კალენდრის შესწავლის საფუძველზე პავლე ინგოროყვამ გაარკვია რომ გამოსავალი თრიღი ძველი ქართული ქრონიკონული წელთაღრიცხვისა არის 284 წელი .
როგორც ცნობილია ახ.წ.780წელს დასრულდა 12 მოქცევა ხოლო 1312 წელს მე-13 მოქცევა (780+532=1312) შესაბამისად 11 მოქცევა უნდა დასრულებულიყო (780-532=248 წელს) ახალი წელთაღრიცხვით. ხოლო 10 მოქცევა 284-532=284წელს ძველი წელთაღრიცხვით. უნდა დავასკვნათ რომ284წელს ძველი წელთაღრიცხვით დასრულდა 10-თი 532 წლიანი მოქცევა
და დაიწყო 11 -ტე 532 წლიანი ციკლი.ე.ი. ქართული ქრონიკონული წელთაღრიცხვის ძირითადი თარიღი ყოფილა
284 წელი ძველი წ.აღრიცხვისა. 284 წელი ძ.წ. არღრიცხვისა დასაბამ კლენდრულ --თარიღად მიაჩნდათ დავით ჩუბინიშვილს, ალექსანდრე სვანიძეს , პავლე ინგოროყვას....................................................ო.კ

tatia*
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 123184
რეგისტრ.: 1-November 10

გამოგზავნილია: 6 Nov 2010, 13:22  #22385790      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დიდი მადლობა. ე.ი 12 მოქცევა 780 წელს დამთავრდა,შესაბამისად 12 მოქცევა 248 წელს დაიწყო( 780-532) და 780 წელს დაიწტო 13 მოქცევა, იგი 1312 წელს დამთავრდა და დაიწყო 14 მოქცევა. როგორც ვიცი, ჩვენ 15 მოქცევაში უნდა ვიყოთ
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5792
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

  გამოგზავნილია: 7 Nov 2010, 10:47  #22399385      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეგვიპტელი ქურუმები ამბობდნენ, რომ რამოდენიმე წარღვნა მოხდა, რომელმაც ძველი ცივილიზაციები შეიწირა. მაინც როდის მოხდა ბოლო წარღვნა ? 1998წელს William Ryan-----Walter C. Pitman, III კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგებმა , გამოაქვეყნეს მტკიცებანი , წყლის მასიური მოვარდნის მანიშნებელ ფაქთებზე ბოსფორის შრუტეში , რომელიც ძ,.წ. აღრიცხვის 5600 წელს უნდა მომხდარიყო.
ძ.წ. აღრიცხვი 8 ათასი წლიდან კავკასიონის და კარპატრბის მთების ყინულის დნობამ, შავი და კასპიის ზღვები, მტკნარი წყლის უზარმაზარ ტბებათ აქცია .
user posted image
შემდეგ ძ.წ. აღრიცხვის 5600 წლისთვის, მსოფლიო ოკეანის საერთო დონე გაიზარდა და როგორც რაიანი და პიტმანი ვარაუდობენ , აწეულმა ხმელთა შუა ზღვამ საბოლოოთ გაარღვია ბოსფორს კლდოვანი ბარიერი და წარმოუდგენელი სისწრაფით შავ ზღვაში ჩაიღვარა. ამ მოვლენამ 155000 კვ კილომერტი მიწა დატბორა.
user posted image
და მნიშვნელოვნათ გააფართოვა შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჩრდილოეთით და დასავლეთით .
პიტმან რაიანის დასახელებული წარღვნის თარიღი, საოცრათ ემთხვევა შუმერთა წელთაღრიცხვის დასაწყისს, თანამედროვე გადათვლით ეს ძ.წ. აღრიცხვის 5604 წელია , ამასვე ემთხვევა ქართული წელთაღრიცხვაც , დასაბამიდან ანუ აქმომდე ქრისტემდე 5604 წელს ანგარიშობენ. .........................................ო.კ
tujji
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 728
წევრი No.: 84248
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 8 Nov 2010, 16:26  #22419962      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქართული ასომთავრული ანბანი შეიცავს ენციკლოპედიური ხასიათის ასტრონომიულ-კალენდარულ და მათემატიკურ მონაცემებს. 37 ასოიან ანბანური რიცხვითი სისტემის საშუალებით დაფიქსირებულია მთვარე-მზის კალენდრით მეტონის 19 წლიანი ციკლი, მზის უძრავი 365 ¼ დღიანი წელიწადი და მზის ზოდიაქური მუდმივა 37×31=1147= π365,25.
ძველ საქართველოში შემოღებული იყო 684 წლიანი ქრონოლოგია (19×36=684), რაც ასახულია წარმართულ და ადრექრისტიანულ ძეგლებზე.
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5792
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

  გამოგზავნილია: 10 Nov 2010, 08:31  #22447270      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძველთაგან დროის შუალედის საანგარიშოდ გამოიყენებოდა დღე-ღამე, თვე და წელიწადი. ათასწლეულის მანძილზე თვე განისაზღვრებოდა მთვარის ფაზათა მიხედვით ახალმთვარეობიდან ახალმთვარეობამდე ან სავსემათვარეობიდან სავსემთვარეობამდე. ამით აიხსნება, რომ დღემდე მრავალ ენაში თვის და მთვარის აღსანიშნავად ერთიდაიგივე სიტყვა გამოიყენებოდა. მეგრულში და ჭანურში მთვარეს და თვეს ეწოდებოდა თუთა. მთვარის ფაზათა ცვლის ინტერვალს სინოდური თვე ეწოდებოდა და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 29,53 დღე-ღამეს.
მთვარის კალენდარული სისტემით, რომელიც დღემდე გამოიყენება ისლამურ სახელმწიფოებში, თვის საშუალო ხანგრძლივობა განისაზღვრება 29,5 დღით, ამიტომ მთვარის წელიწადის 12 თვე ხან 29, ხან 30 დღეს ითვლის და მთვარის არანაკიანი წელიწადი უდრის 354 დღე-ღამის (6X29+6X30=354). სეზონის და ბუნებრივი ცვალებადობა აისახება მზის წელიწადით, რომელიც 11 დღით აღემატებოდა მთვარის წელიწადს. იმისთვის, რომ მთვარის წელიწადის დასაწყისში დაეახლოვებინათ მზის წელიწადის დასაწყისთან, შემოიღეს მთვარის 13 თვიანი ნაკიანი 384 დღიანი წელიწადი, რომლის საშუალებით ხდებოდა მზის და მთვარის კალენდარული სისტემების სინქრონიზაცია
tujji
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 728
წევრი No.: 84248
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 12 Nov 2010, 22:00  #22488949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქორონიკონი იგივე დიდი ინდიკტიონი

ქორონიკონი (ბერძ.) ნიშნავს წელთაღრიცხვას და შეადგენს 532 წლიან ციკლს, იგი პირველად გამოთვალა მღვდელმონაზონმა დიონისემ 516 წელს. მისი ყოველი ციკლი (მოქცევა) შეიცავს 532 წელს, რომელიც 28 მზის მოქცევის და 19 მთვარის მოქცევის წლების ნამრავლითაა მიღებული (28x19=532). ყოველ ახალ მოქცევაში მეორდება მთვარის ასაკი, თვისა და კვირის დღეთა თანამიმდევრობა. წელთაღრიცხვის ქორონიკონული სისტემით სარგებლობის მიზანი პასექის (აღდგომის) და მოძრავი დღესასწაულების (აღდგომასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულები) წინასწარი გამოთვლაა და ამდენად მასში წლის დასაწყისად მარტია მიღებული. ქორონიკონის განმეორებისას, პასექისა (აღდგომა) და პასექის მიმართებაში მყოფი დღესასწაულების თვეები, რიცხვები და დღეები მეორდება. ანუ, თუ 2004 წელს აღდგომა იყო ძველი სტილით 29 მარტს, იგივე 29 მარტს ყოფილა 1472 წელს (2004-532=1472), 940 წელს (2004-532-532=940) და 408 წელს (2004-532-532-532=408).

ქორონიკონი საქართველოში პირველად მე-VIII საუკუნეში 781 წელს გამოიყენეს და შეათანხმეს პონტოს ერასთან (ქ. შ. 284 წელი). რაც შეეხება ბერძნულ ქორონიკონს, მას საფუძვლად უდევს ქვეყნის, სამყაროს დასაბამი და მისი ათვლა იწყება სამყაროს დასაბამიდან. სწორედ ამიტომ არის სხვაობა ქართულსა და ბერძნულ ქორონიკონებს შორის და ეს სხვაობა შეადგენს 10 სრულ მოქცევას და 96 წელიწადს.

თუ გვსურს ქართული ქორონიკონით გამოვთვალოთ თუ მერამდენე ქორონიკონის (მოქცევის) წელიწადში ვდგევართ, ამისათვის არსებულ წელიწადს, მაგ 2005-ს უნდა დავუმატოთ 284 და გავყოთ 532-ზე. მივიღებთ 4-ს და ნაშთი დაგვრჩება 161. ეს იმას ნიშნავს, რომ შესრულებულა 4 სრული ქორონიკონი, ანუ მოქცევა და მე-5 მოქცევის 161-ე წელი დამდგარა, ანუ მე-5 ქორონიკონის (მოქცევის) 161-ე წელი ყოფილა. ბერძნული ქორონიკონის გამოთვლისას კი ქვეყნის დასაბამიდან გასული დრო 7513 უნდა გავყოთ 532-ზე, მივიღებთ 14-ს და ნაშთი დაგვრჩება 65, რაც ნიშნავს იმას, რომ ბერძნული ქორონიკონით მე-15 მოქცევის 65-ე წელი ყოფილა. როგორც ხედავთ სხვაობა ქართულსა და ბერძნულ ქორონიკონებს შორის 96 წელი (161-65=96) და 10 სრული მოქცევაა. ეს სხვაობა განაპირობა ათვლის თარიღების სხვადასხვაობამ.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით საქართველოში ქორონიკონის შემოღებისას - 781 წელს, შესრულებულა მე-XII მოქცევა და დაწყებულა მე-XIII. რაც ნიშნავს იმას, რომ გასულა 6384 წელი, რაც არ შეესაბამება სამყაროს შექმნის თარიღს. თუ მოცემულ მოსაზრებას დავეყრდნობით, ასეთ შემთხვევაში ამჟამად ყოფილა მე-XV მოქცევის 161-ე წელი, ანუ სამყაროს შექმნიდან 7608 წელი, რაც ჩემი აზრით არასწორია. საქართველოში ქორონიკონით ათვლა შემოიღეს 781 წელს, მაგრამ ეს იყო რიგით მე-II მოქცევა და არა მე-XII, რადგან ქართულ ქორონიკონს საფუძვლად დაედო პონტოს ერა, ანუ ქ. შ. 284 წელი და სწორედ II მოქცევა იყო შესრულებული 781 წელს, ანუ 532+532=1064, 781+284=1064.
28 წლიანი - მზის მოქცევის ციკლი ზემოთ ↑

28 წლიანი - მზის მოქცევის ციკლი, ანუ ყოველი 28 წლის შემდეგ ყოველი თვის შვიდეულის (კვირის 7 დღე) დღეები მეორდება. ე. ი. თუ ძველი სტილით 1 იანვარი 2004 წელს იყო ოთხშაბათი, 1976 წელსაც 1 იანვარი ყოფილა ოთხშაბათი (2004-28=1976).
19 წლიანი - მთვარის მოქცევის ციკლი ზემოთ ↑

19 წლიანი, ანუ მთვარის მოქცევის ციკლი. ყოველი 19 წლის შემდეგ მთვარის განახლების დღეები მეორდება, ანუ თუ 2004 წლის ძველი სტილით 20 იანვარს მთვარე იყო 2 დღის, იგივე 2 დღის ყოფილა 1985 წლის 20 იანვარს (2004-19=1985).
მცირე ინდიქტიონი

(ბერძ. indiktiõn, ლათ. indictio - გამოცხადება; განცხადება) ქრისტიანულ ქვეყნებში (შუა საუკუნეებისა და ნაწილობრივ ახალი დროის ისტორიის ქრონოლოგიაში) წელთაღრიცხვის 15-წლიან ციკლში წლის რიგითი ნომრის სახელწოდება. ინდიქტიონით წელთაღრიცხვა რომის პერიოდის ეგვიპტეში ჩამოყალიბდა. ბიზანტიაში იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა შემოიღო (312/313 - პირველი რომაული ინდიქტიონი). ბიზანტიაში ინდიქტიონის დაწყება სამოქალაქო ახალი წლის დღეს ემთხვეოდა. ინდიქტიონის დასადგენად საჭიროა, ახალი წელთაღრიცხვის წელს მივუმატოთ 3 და მიღებული ჯამი გავყოთ 15-ზე, ნაშთი იქნება ინდიქტიონი, რომელიც მნიშვნელოვანი საშუალებაა თარიღების სისწორის დასადგენად. ინდიქტიონით წელთაღრიცხვის დროს გასათვალისწინებელია ინდიქტიონის საწყისი თარიღი:

* ბიზანტიაში - 23 სექტემბერი, ხოლო მე-V საუკუნის შუა წლებიდან - 1 სექტემბერი.
* რომში 1087 წლამდე - 1 სექტემბერი, შემდეგ კი - 1 იანვარი (ან 25 დეკემბერი)
* ინგლისსა და გერმანიაში მე-XIV საუკუნის ბოლომდე - 24 სექტემბერი.
* რუსეთში მე-XVIII საუკუნემდე - 1 სექტემბერი.

მე-XVIII საუკუნეში შეწყდა ინდიქტიონით წელთაღრიცხვა, შემორჩა მხოლოდ საეკლესიო აქტებში.
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5792
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

  გამოგზავნილია: 15 Nov 2010, 10:08  #22520592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
tujji

რაღაცეებს ურევ თარიღებს არა სწორეთ ითვლი. ეგ რასაც წერ ბერძნული უნდა იყოს და ქაღთულისაგან 94 წლით განსხვავდება........................U.პ/
------------ქრისტიანულ საქართველოში,როგორც ცნობილია მიღებული იყო წელთაღრიცხვის სამი სისტემა ანუ სამი ერა: წელთაღრიცხავა ქრისტეთი, წელთაღრიცხვა დასაბამითგანით და წელთაღრიცხვა ქრონიკონით. წელთაღრიცხვა ქრისტეთი ერთნაირი იყო მთელა ქრისტიანულ სამყაროში. ხოლო რაც შეეხაბა ქართულ დასაბამითგანსა და ქართულ ქრონიკონს , იგი განსხვავდება ქრისტიანულ სამყაროში მიღებულ წელთაღრიცხვისაგან.
დასაბამთაგან არის განვლილი დრო ქვეყნის გაჩენიდან ანუ ადამითგან ქრისტეს შობამდე.
ქართული დასაბამითგანი ადამითგან ანუ ქვეყნის გაჩენიდან ქრისტემდე 5604წელს ანგარიშობს.
წელთაღრიცხავა ქრონიკონით, საერთოდ 532 წლიანი მოქცევის საშვალებით ხდებოდა და ახალი წელთაღრიცხვით 780 წელს საქართველოში დასრულდა 12 წლიანი ციკლი ქრონიკონისა. ანუ 12ჯერ 532 წალიწადი ქართული დასაბამითგან 532 X 12 =6384; ე.ი. 5604+532=6384 ახ.წ. 780 წელი არის ქართული " დიდი ქრონიკონი" აქ სრულდება ქართული დასაბამითგან 12 532-წლიანი მოქცევა . ახ .წ. 781წელი მე- 13 532-წლიანი მოქცევის პირველი წელია: 1313 წელი (780+532=1313) მე14 532წლიანი მოქცევის პირველი წელი.
ამრიგათ ქართული დასაბამითგანსა და ქართულ ქრონიკონულ წალთაღრიცხვებს შორის ზუსტი მათემატიკური ქრონოლოგიური ურთიერთ კავშირია. ე.ი. მათ ერთი წარმოშობა აქვთ
.........................................................................ო.კ
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5792
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

  გამოგზავნილია: 19 Nov 2010, 15:14  #22583419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ასტროლოგიური კალენდარი
სვეტიცხოვლის ფრესკის ფრაგმენტი „ზოდიაქოს რკალი“
ჩვენი საუბრის თემატიკიდან გამომდინარე, ამჯერად მხოლოდ მის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულ ფრაგმენტს შევეხებით, სადაც კონცენტრულ წრეებში მაცხოვარი და მის გარშემო ოთხი ცხოველი, ანგელოზთა დასი, ზოდიაქოს რკალის თანავარსკვლავედების აღმნიშვნელ ცხოველთა გამოსახულებები, (ხოლო მათ შორის) მზე, მთავარე და ვარსკვლავებია წარმოდგენილი (იხ. ამ ფრაგმენტის სქემატური გამოსახულება).
user posted imageuser posted image
განსახილველი ფრაგმენტის სქემატური გამოსახულება და თვიტონ ფრაგმენტი.

მეტი სიცხადისათვის, განსახილველ ფრაგმენტთან დაკავშირებით, ძალზე მოკლედ ზოგიერთ ასტრონომიულ ცნებას განვიხილავთ.
მზის გარშემო დედამიწის ჭეშმარიტი მოძრაობა, დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისათვის, ცაზე - ვარსკვლავების ფონზე, მზის წლიური ხილული მოძრაობით გამოიხატება. ამრიგად, ცის სფეროს დიდ წრეწირს, რომელზეც წარმოებს ვარსკვლავების შორის მზის ხილული წლიური მოძრაობა, ეკლიპტიკა ეწოდება. ეკლიპტიკის წრე იმავე სიბრტყეში ძევს, რა სიბრტყეშიც მდებარეობს მზის გარშემო დედამიწის გარემოქცევის ტრაექტორია (ორბიტა).
ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, ვარსკვლავები გააერთიანეს ჯგუფებად, ე.წ. თანავარსკვლავედებად, რომლებსაც სახელებიც მიაკუთვნეს. სულ მთელ ცაზე გამოყოფილი და სახელდებულია 88 თანავარსკვლავედი, რომელთაგან თითოეული გარკვეულ საზღვრებშია მოქცეული. ამ 88 თანავარსკვლავედს შორის ეკლიპტიკის გასწვრივ მხოლოდ 12 თანავარსკვლავედია განლაგებული. ამდენად, მზე წელიწადის სხვადასხვა დროს თავისი ხილული გადაადგილებისას, სხვადასხვა თანავარსკვლავედში იმყოფება. იმ წრიულ ზოლს, სადაც განლაგებულია ეს თანავარსკვლავედები, ზოდიაქოს უწოდებენ.
თითოეულ თანავარსკვლავედს ზოდიაქოს გასწვრივ დაახლოებით 30˚ უკავია. მაშასადამე, მზე, რომელმაც მთელი ზოდიაქოს ზოლი 12 თვეში უნდა გაიაროს, დაახლოებით თითო თვეს იმყოფება თითოეულ თანავარსკვლავედში. საგულსხმოა, რომ ზოდიაქოს თანავარსკვლავედებზე, გარდა მზის ხილული წლიური გზისა, მზის სისტემის პლანეტების ხილული წლიური გზებიც გადის.
სიტყვა „ზოდიაქო“, ბერძნული სიტყვიდან „ძოონ“ (ცხოველი) არის წარმომდგარი, რომლის ამგვარი სახელწოდებაც იმით არის განპირობებული, რომ თანავარსკვლავედებს უძველეს დროიდანვე (უმთავრესად) ცხოველთა სახელებით მოიხსენიებდნენ. ცნება „ზოდიაქოს“ აღსანიშნავად ძველ-ქართულ ენაში რამდენიმე ტერმინი გვხვდება: „ცხოველთა-სახილველი“ ანუ „ცხოველთა-სახილავი“, „ბურჯი“ და „ეტლი“ (იხ. სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“).
{ვინაიდან საუბარი მართლმადიდებლურ ფრესკას და მასზე გამოსახულ „ცხოველთა-სახილველებს“ ეხება, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიგვაჩნია, იმ საკითხის განხილვა, თუ რამდენადაა მისაღები მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის ზოდიაქოს თანავარსკვლავედებითა და მათი ნიშან-გამოსახულებებით სარგებლობა. საკითხის ამ კუთხით წარმოჩენა იმან გვაფიქრებინა, რომ საზოგადოებაში მოარული მცდარი აზრის თანახმად, ზოგიერთი ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს ადამიანთა ბედის განმსაზღვრელად მიიჩნევს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი შეხედულების რეკლამირებას ზოგიერთი ტელეარხი და ჟურნალ-გაზეთიც უწყობს ხელს, რაც მცდარ გზაზე მიმართავს ადამიანთა ცნობიერებას.
ამ მიმართებით თავიდანვე ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ მართლმადიდებლობისათვის არათუ რომელიმე, არამედ ნებისმიერი სახის მკითხაობა და მათ შორის ადამიანთა ბედის ვარკსკვლავთა და პლანეტების ურთიერთგანლაგებასთან დაკავშირებაა მიუღებელი, მაგრამ არამც და არამც ხილული ზეცის - ვარსკვლავიერი ცის თანავარსკვლავედებად დაყოფა, სხვადასხვა ასტრონომიული თუ (მართლმადიდებლობისათვის მისაღები) ზოდიაქური გამოთვლებისათვის.
ამის თაობაზე ვფიქრობთ უმჯობესია ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტს, წმიდა იოანე დამსაკელს (VIII ს.) მოვუსმინოთ, რომელიც ასე გვმოძღვრავს: -------------გაგრძელება იქნება.
* * *


This post has been edited by აღასპერი on 21 Nov 2010, 17:32
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5792
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

  გამოგზავნილია: 21 Nov 2010, 20:18  #22618174      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image-----user posted image--

user posted image
რამდენადაა მისაღები მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის ზოდიაქოს თანავარსკვლავედებითა და მათი ნიშან-გამოსახულებებით სარგებლობა. საკითხის ამ კუთხით წარმოჩენა იმან გვაფიქრებინა, რომ საზოგადოებაში მოარული მცდარი აზრის თანახმად, ზოგიერთი ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს ადამიანთა ბედის განმსაზღვრელად მიიჩნევს.


ამ მიმართებით თავიდანვე ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ მართლმადიდებლობისათვის არათუ რომელიმე, არამედ ნებისმიერი სახის მკითხაობა და მათ შორის ადამიანთა ბედის ვარკსკვლავთა და პლანეტების ურთიერთგანლაგებასთან დაკავშირებაა მიუღებელი.

ამის თაობაზე ვფიქრობთ უმჯობესია ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტს, წმიდა იოანე დამსაკელს (VIII ს.) მოვუსმინოთ, რომელიც ასე გვმოძღვრავს: „ელინები ამბობენ, რომ ყოველი ჩვენი საქმიანობა ვარსკვლავთა, აგრეთვე მზისა და მთვარის ამოსვლით, ჩასვლითა და მათი ურითიერთმიახლოებით (ურთიერთგანლაგებით - ბ.გ.) წარიმართება, რასაც ასტროლოგია სწავლობს. ჩვენ პირიქით, ვამტკიცებთ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები წვიმისა თუ დარის, ნოტიო თუ მშრალი ამინდის, აგრეთვე ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია, და არანაირად არ განაპირობებენ ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. და ეს ცხადია, რადგან ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა (მოგვანიჭა რა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება - ბ.გ.), და ჩვენვე ვართ ბატონ-პატრონი ჩვენი საქმეების. თუკი ყველაფერს ვარსკვლავთა მოძრაობის ზემოქმედებით, ესე იგი აუცილებლობით ვაკეთებთ და არა ჩვენი თავისუფალი ნებით... უფრო მეტიც: თუკი ყოველივე აუცილებლობით ხდება და წარიმართება, მაშინ არც ღვთის განგებულება ყოფილა სამყაროში და არც მის მიერ წარმართვა მთელი ქმნილებისა“.[/QUOTE]
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0272 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]