ხოდა რადგანაც ის თემა ამოიწურა უკვე, ვსხნი ახალ თემას
პ.ს. გოგოები ვაფასებთ თქვენი ოფლის ღვრას


წინა თემები:
BODYBUILDINGBODYBUILDERSBODYBUILDINGBODYBUILDINGBODYBUILDINGBODYBUILDINGBODYBUILDINGBODYBUILDINGBODYBUILDINGBODYBUILDING--------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------
ჩვენი მეთერთმეტე თემა ტრადიციული დასაწყისით,
თუ გინდათ გახდეთ ასეთი:

ან თუნდაც ასეთი:

მაშინ აქ ხშირად შემოიხედეთ, ერთად მოვინდომოთ ამ შედეგების მიღწევა და ყველაფერი კარგად იქნება.

ესეც ტერმინოლოგია დამწყებთათათვის რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი მასალის მოძიებაში:
ეს კი საიტი სადაც ნახავთ როგორ სრულდება სხვადასხვა ვარჯიშები Click here!ცილებით მდიდარი პროდუქციის ჩამონათვალი რომელიც აუცილებელია კუნთების განვითარებისათვის:შემცველობა 100 გრამზე
ნიანგის ხორცი=========33-37გ
სოიო================26-30გ
ლობიო==============19-24გ
საქონლის ხორცი=======24-29გ(სხვადასხვა ნაწილების მიხედვით)
მიწის თხილი========= 20-30გრ
თევზი============== 10-25გრ
ყველი===============7-25 გრ(მკვეთრად ცვალებადი სახეობების მიხედვით)
ღორის ხორცი==========4-22გ(მკვეთრად ცვალებადი ნაწილების მიხედვით)
ქათმის ხორცი=========22-28გ
კვერცხი(1ცალი)========8გ
ხაჭო(უცხიმო)=========15-17გ
იოგურტი(უცხიმო)======5-6გ
უცხიმო რძე=========== 2.5-3 გრ
პური ================4-12 გრ
ნახშირწ###ბით მდიდარი პროდუქცია ვარჯიშის წინ ენერგიის მარაგის შესავსებად:შემცველობა 100 გრამზე
თაფლი=========75-84გრ
შოკოლადის ბურთულები(start, nesquik)=======78გრ
შოკოლადი=======15-75გრ(ცვალებადი სახეობის მიხედვით, შეამოწმეთ შეფუთვაზე)
მაკარონი========50-75გრ
წიწიბურა========30-65გრ(ცვალებადი სახეობის მიხედვით)
ჰერკულესის ფაფა===35-45გრ
კარტოფილი=======20-25გრ
ხილის წვენები=====13-20გრ
ბანანი===========22-30გრ
მარტივი, პირველადი რჩევები დამწყებთათვის:ეცადეთ ივარჯიშოთ დღის პირველ ნახევარში, საკვები მიიღოთ დღეში მინიმუმ 4-ჯერ(სასურველია 5-6 ჯერ), ვარჯიშებს შორის ინტერვალი 48 საათი უნდა იყოს, იძინეთ მინიმუმ 8 საათი. თუ ვარჯიშის წინა 3 საათის განმავლობაში საკვები არ გაქვთ მიღებული ის ვარჯიში წყალშია ჩაყრილი, ეცადეთ ვარჯიშის დასრულებისთანავე ჭამოთ(მაქსიმუმ ნახევარ საათში). თუ გამოცდილება და საჭირო ცოდნა არ გაქვთ არავითარ შემთხვევაში არ ივარჯიშოთ მწვრთნელის გარეშე რადგან ამ შემთხვევაში აუცილებლად დაუშვებთ ბევრ შეცდომებს და ტრავმებს რომ თავი დავანებოთ შედეგსაც ვერ მიაღწევთ. დანარჩენი საკითხები თემაში განვიხილოთ.
This post has been edited by bu06ttc on 31 Oct 2010, 20:51
-It is dynamic, ever-growing and evolving and cannot be contained within (any) ideological structure. Guess what it is....
-Sie ist dynamisch, ständig wachsenden und sich entwickelnden und kann nicht innerhalb von (irgend) ideologische Struktur enthalten sein. Ratet mal, was es ist ....