მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო MSG (მედია სერვის ჯგუფი) PR –ის დამწყებ სპეციალისტებს სთავაზობს პროფესიულ სტაჟირებას დასაქმებით!
მოთხოვნები თეორიული ცოდნის შესახებ:
o საზოგადოებრივი კომუნიკაციების სისტემის შემუშავება
o სააგენტოს იმიჯის ა და რეპუტაციის მართვა
o კრიზისული და პრობლემური სიტუაციების მართვა
o PR კამპანიების დაგეგმვა – რეალიზაცია
o მასმედიასთან ურთიერთობა
o PR ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია
o PR კამპანიის შედეგების მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა იყოს აქტიური, კომუნიკაბელური და შემოქმედებითი, უნდა შეეძლოს, როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდთან მუშაობა, ფლობდეს უცხო ენას (რუსული, ინგლისური ან სხვა), კომპიუტერს და ინტერნეტ–ტექნოლოგიებს, უნდა შეეძლოს სოცოალურ ქსელებთან აქტიური მუშაობა.
სტაჟირების პირობები:
კანდიდატი 2 თვის განმავლობაში აქტიურად ჩაერთვება და მონაწილეობას მიღებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის, როგორც სტარტეგიულ ასევე ტაქტიკურ გადაწყვეტილებებში. სტაჟიორს საშუალება მიეცემა თავისი თეორიული ცოდნა განახორციელოს პრაქტიკულად და ჩაატაროს კონკრეტული პროექტებიდან მიღებული შედეგების ანალიზი. სტაჟიორი, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას დაინიშნება სააგენტო MSG–ის PR მენეჯრად შესაბამისი ანაზღაურებით.
სააგენტოს შესახებ ინფორმაცია იხილეთ:
http://partisani.ge/blog/?page_id=2, ან საიტზე
http://www.msg.com.ge/დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ პირადი მონაცემები (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე marketing@msg.com.ge
გამოგზავნილ მონაცემებს სათაურში მიუთითეთ – „სტაჟიორი“
შერჩეულ სტაჟიორებთან მოეწყობა გასაუბრება.
სტაჟირებაზე ასევე მიიღებიან შესაბამისი ფაკულტეტების 3–4 კურსის სტუდენტები