#22341884 · 3 Nov 2010, 15:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ ხალხო
მჭირდება ზუსტი და კომპეტენტური კონსულტაცია
რა ხდება ახლა. ვმუშაობ ერთ-ერთ ბანკში. სესხზე მოსულია პიროვნება რომელსაც აქვს ბენზინგასამართი სადგური ცენტრალური ტრასის გვერდით. ობიექტი ღერძულა ხაზიდან დაშორებულია 35 მეტრით. ამ გზაზე უნდა გაკეთდეს ჩქაროსნული მაგისტრალი და დაიგოს ბეტონის საფარი. გამიჩნდა მოსაზრება, რომ ეს ობიექტი (ბენზინგასამართი სადგური) დაკარგავს ფუნქვიას და დაიხურება, რადგან რამდენადაც ვიცი ამ მაგისტრალის გასწვრივ აიკრძალება ყველანაირი სახის ობიექტი და მხოლოდ გარკვეულ ადგილებზე მოეწყობა ე.წ. კემპები, სადაც იქნება ყველა სახის მომსახურება.
ეს როჟა მეუბნევა, რომ მაგის პრობლემა არ მექნება და ჩვეულებრივ მექნება ტრასიდან მისასვლელიო, რაშიც ეჭვი მეპარება. მაგრამ არ მინდა მხოლოდ ჩემი ეჭვის საფუძველზე მივიღო გადაწყვეტილება.
თუ იცით დაზუსტებით როგორ იქნება ეგ საქმე? წინასწარ გიხდით მადლობას
--------------------
ედმონდ დანტესი გამოუშვით, ფარჩაკებო!!!!!
|