გილოცავთ ახალ წელს, ჯანმრთელობასა და ბედნიერებასთან ერთად, გისურვებს წარმატებას პირველ რიგში რეალურ ცხოვრებაში და შემდეგ ჩვენს მეორე, ვირტუალურ სამყაროში - ჰეთთრიკში!!ეს არის საუკეთესო და ყველაზე მრავალრიცხოვანი ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი.
განსხვავებით სონისა და PC თამაშებისგან, ეჯიბრები 1 700-ზე მეტ ქართველსა და დაახლოებით მილიონ მენეჯერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ხარ საკუთარი საფეხბურთო გუნდის მენეჯერიცა და მწვრთნელიც.
დაწყება ძალიან ადვილია თავის დანებება რთული!!!
როგორ დაიწყო თამაში?1. შენს ბრაუზერში აკრიფე
http://hattrick.org და გაიარე რეგისტრაცია(რომლისთვისაც აუცილებლად დაგჭირდება შენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცი ზუსტად, შედი ამ ბმულზე და დააზუსტე მისამართის მიხედვით
http://georgianpost.ge/index.php?lang=geo&page=10 ).
2. დაელოდე რამდენიმე საათი (მაქსიმუმ 7-8) და გუნდის მიღების შესახებ ინფორმაცია მეილზე მოგივა.
3. შეასრულე დავალებები და აიღე მენეჯერის ლიცენზია.(მენეჯერის ლიცენზიის აღება აუცილებელია სრულფასოვანი თამაშისთვის, ასევე, დავალებების შესრულების დროს, ნელ-ნელა ითვისებ თამაშის მნიშვნელოვან დეტალებს და ივსებ ბიუჯეტს (ყოველი დავალების შესრულების შემდეგ საჩუქრდები გარკვეული რაოდენობის თანხით).
4. აუცილებელად წაიკითხე ჰეთთრიკის სახელმძღვანელო და გაეცანი წესებს (აუცილებელი არ არის სახელმძღვანელოს ერთ ჯერზე თავიდან ბოლომდე წაკითხვა. იგი დაყოფილია პუნქტებად, რაც საშუალებას იძლევა კონკრეტული სიტუაციისათვის კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოს).
5. ეფექტური ვარჯიშისათვის აუცილებელია აიყვანო კარგი მწვრთნელი ცუდი ლიდერობის უნარით (დამწყებისთვის მწვრნთელის ლიდერობას მიზერული მნიშვნელობა აქვს, მთავარია მწვრთნელობის უნარი ჰქონდეს კარგი, რათა შეძლო ფეხბურთელების ვარჯიშით უნარების განვითარება, მწვრთნელის ლიდერობა საჭიროა გუნდურობის მაღალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, რაც მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის დროსაა საჭირო).
6. აირჩიე ერთ-ერთი სავარჯიშო პოზიცია და დააკომპლექტე იგი 17 წლის ფეხბურთელებით, რომელთა მთავარი უნარი მინიმუმ ნორმალური იქნება (დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავ).
7. აუცილებლად დანიშნე ამხანაგური შეხვედრები, რათა შეძლო მეტი ფეხბურთელის ვარჯიში.
8. სურვილისამებრ, შეგიძლია დააარსო ახალგაზრდული აკადემია, სადაც შეძლებ მომავალი ტალანტების აღზრდას.
9. ნებისმიერი კითხვა, რაც თავში გაგიელვებს ამ თამაშთან დაკავშირებით, დააფიქსირე ამ თემაში და გამოცდილი მოთამაშეები აგიხსნიან მის ავკარგიანობას.
ჰეთთრიკს აქვს ფეხბურთელების თავისუფალი სატრანსფერო ბაზარი, რაც წარიმართება აუქციონის პრინციპით;
შემოსავლების გასაზრდელად შეგიძლია გაადიდო შენი სტადიონის მოცულობა, თუმცა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციო შენი გუნდის გულშემატკივართა რაოდენობას, განწყობას და ა.შ;
შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა სპონსორები, რომელთა გულის მოსაგებადაც შეგიძლია დაიქირავო პიარ მენეჯერები პერსონალიდან (არაუმეტეს ათისა);
და რაც ყველაზე მთავარია, შენი საფინანსო მდგომარეობის გამყარება შეგიძლია ფეხბურთელების ვარჯიშით, უნარის მომატებით და შემდეგ კარგ ფასად გაყიდვით;
ასევე შემოსავლის წყაროა ახალგაზრდული აკადემია და სკაუტების ქსელი.
ამ თამაშში მთავარი ეკონომიკაა, ასე რომ შეეცადეთ სანამ ცოტა არ გაერკვევით ფული არ ხარჯოთ. აუცილებლად გაეცანით ჰეთთრიკის
ვიკიპედიას (შეგიძლიათ რუსულადაც) და მალე ქართულად.
და წინა თემების პირველ გვერდებს
აქ,
აქ და
აქ.
აუცილებლად დააყენეთ მოზილას
ფაირფოქსი, რადგან არის ბევრი საჭირო და საინტერესო ფლაგინი, რომლებსაც ინტერნეტ ექსპლორერსა და ოპერაში ვერ ჩადგამთ.
აბა წარმატებებს გისურვებთ და ველით თქვენს შეკითხვებს.
1. სამატჩო განლაგება:სანამ მენეჯერის ლიცენზიას აიღებთ, ერთადერთი შესაძლო განლაგება, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ, არის 4-4-2.
ლიცენზიის აღების შემდეგ კი, თქვენი ვარჯიშის ტიპის შესაბამისად, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ შემდეგი სტანდარტული განლაგებებიდან ერთ-ერთზე:
5-5-0
5-4-1
5-3-2
5-2-3
4-5-1
4-4-2
4-3-3
3-5-2
3-4-3
2-5-3
დაცვის ვარჯიშის შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად უნდა აირჩიოთ ხუთმცველიანი ტაქტიკა, რადგან ავარჯიშოთ ფეხბურთელთა მაქსიმალური რაოდენობა.
თუ თქვენი არჩეული ვარჯიშის ტიპია ნახევარდაცვა, მაშინ უნდა ეცადოთ, რომ მოედანზე გაიყვანოთ 3 ცენტრალური (რომლებიც იღებენ ვარჯიშის 100%-ს) ნახევარმცველი და 2 ფლანგის ნახევარმცველი, რომლებიც ასევე იღებენ ნახევარდაცვის ვარჯიშის 50%-ს.
თავდასხმის ვარჯიშისას, აუცილებელია ითამაშოთ 3 თავდამსხმელით, რათა მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი.
არასტანდარტული განლაგების გამოყენება (მაგ. 2-4-4) არ არის რეკომენდებული, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ვარჯიშის ჩაშლა, გუნდის განწყობის დაქვეითება.
2. ვარჯიში:ჰეთთრიკში ვარჯიშის დღე ხუთშაბათია. 20:30 საათზე ხდება ვარჯიშის განახლება.
შეგიძლიათ ფეხბურთელები ავარჯიშოთ ძირითადი უნარების (მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა, ფლანგი), ან მეორადი უნარების (გამძლეობა, პასი, სტანდარტები) გასავითრებლად. ამისათვის სასურველია სავარჯიშო პოზიციაზე 17 წლის ნორმალური(6) ან კარგი(7) ძირითადი უნარის მქონე ფეხბურთელების აყვანა, კარგი
მწვრთნელის (მწვრთნელის უნარი კარგი, ლიდერობა ცუდი) შეძენა, და 10 დამხმარე
მწვრთნელის აყვანა. მეკარის ვარჯიშის შემთხვევაში 9 მეკარისა და 1 დამხმარე, სხვა ვარჯიშის შემთხვევაში 1 მეკარისა და 9 დამხმარე მწვრთნელი.
იმისათვის რომ თქვენი ვარჯიშიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, კვირის 2 მატჩში, რომლიდანაც ერთი დივიზიონში ტარდება ყოველ კვირას, ხოლო მეორე თასზე (თასიდან გამოვარდნის შემთხვევაში უნდა დანიშნოთ ამხანაგური შეხვედრები) ოთხშაბათობით, სავარჯიშო პოზიციებზე უნდა დააყენოთ განსხვავებული შემადგენლობა.
მაგალითად: თუ თქვენ ავარჯიშებთ დაცვას, კვირის მატჩში დაყენებული 5 კონკრეტული მცველი აღარ უნდა ათამაშოთ ოთხშაბათის მატჩში, რადგან ფეხბურთელი ვარჯიშს იღებს მაქსიმუმ 90 წუთის პროპორციულად. ამიტომ, მეორე მატჩში დააყენეთ სხვა 5 სავარჯიშო მცველი, რათა ჯამში გამოგივიდეთ 10 ფეხბურთელის ვარჯიში.
3. თამაში არსებობს თამაშის შემდეგი
ტაქტიკებინორმალური
კონტრშეტევები (თმობთ მოედნის ცენტრს და კარგი დაცვის ხარჯზე ახორციელებთ კონტრშეტევებს)
შეტევა ცენტრში (შეტევების უმეტესობას ახორციელებთ ცენტრალური თავდასხმის საშუალებით, ნაკლებად უტევთ ფლანგებიდან)
შეტევა ფლანგებზე (შეტევების უმეტესობას ახორციელებთ ფლანგებზე, ნაკლებად უტევთ თავდასხმის ცენტრიდან)
პრესინგი (ძირითადად გამოიყენება ყაიმის მისაღწევად, თქვენი ფეხბურთელთა მაღალი გამძლეობების ხარჯზე შეგიძლიათ ჩაშალოთ მეტოქის შეტევები)
შემოქმედებითი თამაში (ამ შემთხვევაში სასურველია გყავდეთ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი (მინიმუმ 7-8) სხვადასხვა სპეციალიზაციით)
შორეული დარტყმები.
ამას გარდა გუნდი შეგიძლიათ ათამაშოთ:
ნახევარი ძალით (ამ შემთხვევაში სუსტდება თქვენი ნახევარდაცვა, მაგრამ იმატებს
გუნდის განწყობა)
ნორმალურად
სეზონის მატჩი (მცირდება გუნდის განწყობა, ძლიერდება თქვენი ნახევარდაცვა)
გუნდის შემართება უნდა არეგულიროთ, რადგან როდესაც მაღალია შემართება, გუნდი მატჩებში აჩვენებს მაღალ ცენტრს (ნახევარდაცვას). ამიტომ, უნდა ეცადოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ითამაშოთ სეზონის მატჩი.
– – – – – – – – – – – – – – –
აუცილებლად წაიკითხეთ ჰეთთრიკის წესები, სახელმძღვანელო და ვიკიპედია.და რაც მთავარია არ მოგერიდოთ შეკითხვების დასმა.
არ გადადგათ არცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინფორმაციის დაზუსტებისა და შეკითხვის დასმის გარეშე. – – – – – – – – – – – – – – –
საჭირო ბმულები:
1)
ფსიქოტისიაი დაგეხმარებათ ფეხბურთელის უნარების შეფასებისას.
პ.ს.
Psico Firefox 3.6 ვერსიისთვის.პ.პ.ს. ფსიქო გუგლი ქრომისთვის
http://userscripts.org/scripts/show/909212)
HO (ბეტა)(24.07.2010),
ჯავა ფორმატში დაწერილი პროგრამა, რომელიც ახდენს გუნდის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მობილიზებას და იძლევა გუნდის უკეთ მართვის საშუალებას.
გამოყენების მოკლე ინსტრუქცია:
გადმოწერეთ არქივი, ამოაარქივეთ ფოლდერში სახელწოდებით HO, აუცილებლად დააყენეთ ჯავა, რომლის გადმოსაწერი ბმულიც ზემოთ არის მითითებული (რათა შეძლოთ პროგრამა HO-ს გაშვება თქვენს კომპიუტერში). ამოარქივების შემდეგ გახსენით ფაილი ho.jar.
შემდეგ თქვენს HO-ში უნდა მოახდინოთ განახლება, ჩამოტვირთოთ ინფორმაცია თქვენი გუნდის შესახებ, რომლის გასაკეთებლადაც დაგჭირდებათ თქვენი ჰეთთრიკის ანგარიშის იუზერნეიმი და უსაფრთხოების კოდი (და არა ფასვორდი). უსაფრთხოების კოდი შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ჰეთთრიკის პარამეტრების გვერდიდან.
თქვენი გუნდის ინფორმაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, თქვენ ხედავთ თუ რომელი პოზიციაა თქვენი კონკრეტული ფეხბურთელისთვის საუკეთესო. თქვენ შეგიძლიათ დატესტოთ განლაგება ამინდის, გუნდის შემართების, საშინაო და გასვლითი მატჩების გათვალისწინებით. ასევე შეგიძლიათ ნახოთ მომავალი მატჩის სავარაუდო შედეგი თქვენი მეტოქე გუნდის შედარებით და უამრავი საჭირო დეტალი.
HO არაოფიციალური პროდუქტია და მისი ვარაუდი ემყარება ჰეთთრიკში ჩატარებული მატჩების შედეგების სტატისტიკას, ამიტომაც ნუ მოითხოვთ მისგან მაქსიმალურ სიზუსტეს.
თუკი რამეს ვერ გაიგებთ, შეგიძლია იკითხოთ და გიპასუხებენ, რადგან ყველაფრის პირველ პოსტში ახსნა შეუძლებელია.
3)
VHO საიტი, რომელიც ახდენს გუნდის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მობილიზებას და იძლევა გუნდის უკეთ მართვის საშუალებას.
4)
ფოქსტრიკი დამხმარე ფლაგინი, რომელიც ალამაზებს ჰეთთრიკს და გაწვდით დამატებით სტატისტიკურ ინფორმაციას.
პ.ს. ფოქსტრიკი გუგლი ქრომისთვის:
http://mirror.tje.me.uk/pub/mirrors/mozdev...ick_0.5.3.4.xpiის, რისი გაკეთებაც ჰეთრიკის თამაშის პირველ დღეებში არ ღირს!
(შემდეგ რომ მტკივნეული არ იყოს)!!!არ დაარეგისტრიროთ რამდენიმე გუნდი და არ დაიწყოთ ტრანსფერებით ფულის გადაქაჩვა ერთი გუნდიდან მეორეში. ჰეთთრიკს ძალიან მკაცრად აკონტროლებენ და გუნდის წართმევის შემდეგ სინანული გვიანი იქნება სიბრაზე კი ფუჭი.
ფორმის ვარჯიში - ეს არის ვარჯიში ბოტებისთვის(თუ თქვენ არ ხართ ან ბოტი ან დეი-ტრეიდერი, მაშინ დანარჩენი კომენტარი ზედმეტია)
ვარჯიშის ტიპის მუდმივი ცვლა - არაეფექტური და უსარგებლოა.
სტადიონზე ადგილების დანგრევა - ახალბედებში გავრცელებული უგუნურება.
21-23 წელზე ასაკოვანი ფეხბურთელების შეძენა. განსაკუთრებით იმ პოზიციებზე, რომლებსაც ავარჯიშებთ.
100%-ზე დაბალი ვარჯიშის ინტენსივობა - დროის ფუჭი კარგვა.
5%-ზე მეტი გამძლეობის წილი - თქვენთვის მთავარი ვარჯიშია და არა გუნდის შედეგი მატჩებში.
შემადგენლობის ბრმად დაყენების მცდელობა(პირველი თამაშის გარდა) - არსებობს უამრავი დამხმარე პროგრამა, რომლებიც დაგეხმარებიან გუნდის უკეთ მართვაში.
თქვენი ფეხბურთელების სანაკრებო ბაზაში დასააფდეითებლად გამოიყენეთ ბმული http://www.ht-world.org
http://gha.fanebi.comსაქართველოს ჰეთთრიქის ასოციაცია
ფორუმელი ჰეთთრიკელები (XX სეზონის მონაცემები) :
1.
Nodrigues / 1st Mercxali (Umaglesi Liga)
2.
Olaizola / Borussia Tbilisi (Umaglesi Liga)
3.
Duff / Chemicals (Umaglesi Liga)
4.
Vaxo4 / Gantiadi (Umaglesi Liga)
5.
Chi / Mimino (II.1)
6.
datire / datire (II.1)
7.
REVERS / GIO GEORGIA (II.1)
8.
kobalty / Shatili (II.1)
9.
levan666 / Milanelo Tbilisi (II.1)
10.
maomao / bapa (II.1)
11.
remarque / VAN GEORGIA (II.2)
12.
გიზო / Lileo (II.2)
13.
-XaM- / PrIzE (II.2)
14.
Macancala / Rindebi (II.2)
15.
gk-gio / MGLEBI (II.2)
16.
AKUTAGAVVA / MILAN Tbilisi (II.3)
17.
abula / F.C. LUCA (II.3)
18.
N3MO / FC Luckeys (II.3)
19.
Beshken_ / GeoFighter (II.3)
20.
gachiani777 / gachiani (II.3)
21.
fataqend / silver (II.3)
22.
IBERIELEBI / IBERIELEBI (II.3)
23.
Entoz / Musicians (II.3)
24.
bacardi / Valencia Bagebi (II.4)
25.
Gigi1 / Samegrelo FC (II.4)
26.
tsulazura / Kuntiki (II.4)
27.
TUSHUREBI / TUSHUREBI (II.4)
28.
irakli_777 / fc barcelona tbilisi (II.4)
29.
GUGA GUGA / F.C=DABOLILEBI= (III.1)
30.
eXcess / FC CHKHERIMELA (III.1)
31.
serjanti / ameri (gldani) (III.1)
32.
tifoza / SB24 (III.1)
33.
giorgitab / FC Gareji (III.1)
34.
levani1992 / juventus1992 (III.2)
35.
SHOTK@ / HOOLIGANA (III.3)
36.
zedela88 / Zedela Reunion (III.3)
37.
forum-ge / F.C. Dinamo tbilisi 2008 (III.3)
38.
bakhtadze22 / A.C.Khoni (III.3)
39.
dundee / FC Dinamo tbilisi fan club (III.4)
40.
ARAGVELEBI / ARAGVELEBI (III.5)
41.
Levani_8_9 / biancocheleste (III.5)
42.
sony2005 / sapovnela (III.5)
43.
afakidze / FC ODISHI (III.5)
44.
DimS / FC gudauri (III.6)
45.
bairamduduki / damanebe tavi (III.6)
46.
-WoDs- / DeSeRT(III.7)
47.
surmi3 / FC MARTVILI (III.7)
48.
Chameleon / Pirveli_chixi (III.8)
49.
zumbito / LOTEBI UNITED (III.8)
50.
FinaLLe. / Bomjebi (III.8)
51.
nif / FullOwnage (III.8)
52.
TATO_K / Makhatauri (III.9)
53.
ZIPINA / uqimerioni (III.9)
54.
Ballack* / Geofifa.Ge (III.10)
55.
eldo777 / AC Batumi (III.10)
56.
Tr1ckst3r / FatGang / (III.10)
57.
DaTval / FC Zmeikiani tsabli (III.11)
58.
achi-anchabeli / FC Aragvi (III.11)
59.
-LesTaT- / -Snatch- (III.11)
60.
daviii / Chiaturis Magaroeli (III.13)
61.
Gozala82 / FC.Lazio.Geo (III.13)
62.
Tabo / Mr. Tabo (III.13)
63.
OpenGL / Fc Ajax Tbilisi (III.13)
64.
B_A_L_U / FC GLDANI (III.13)
65.
Xoca Nasredin / xvamli (III.14)
66.
Tifozi / S.S. Arcivebi - Reload (III.14)
67.
novator / FC Geopro (III.15)
68.
ivane gigoshvili / LOOOL (III.15)
69.
Makulatura / Pagan Warriors (III.15)
70.
Dаvid / Dilis Varskvlavi (III.16)
71.
BLACK METAL / "Chelsea FC" (III.16)
72.
ako1409 / SAMTREDIA (III.16)
73.
MrMarco / FC Delisi Lions (III.16)
74.
gio07 / F.C. Viper (III.16)
75.
kutaisi1 / F.C KuTaisi (IV.1)
76.
davto84 / FC.Qiziki (IV.2)
77.
david_gurgi / FC Jomolungma (IV.2)
78.
hitman-misha / global-tv (IV.3)
79.
Ronaldo9 / Poti City (IV.5)
80.
chorgola17 / didube4 (IV.5)
81.
tarsinho / F.C. Mtatsminda (IV.6)
82.
hottricka / DEVILS F.C (IV.7)
83.
DBerra / Didgori (IV.7)
84.
GeoGio / AC - Scorpion (IV.10)
85.
Saburtaloeli / F. C. BADIAURI (IV.12)
86.
Junior_Gunner / Arsenal Tbilisi (IV.14)
http://arsenaltbilisi.tk/87.
Goodman / -ForzaJuve- (IV.15)
88.
Valencia Lover / Morecambe CF (IV.15)
89.
FC BARCA / FC Nutsubidze (IV.17)
90.
Gio-1993 / Tiflis (IV.17)
91.
ShotaSB / S.B.MegreLee (IV.19)
92.
Geo_Tas / Fazisi (IV.20)
93.
clandestine / F.C. Qiziki Warriors (IV.21)
94.
Qolga / FC Iberian Lions (IV.23)
95.
RATI-JUVENTUS / FC Forjuve (IV.24)
96.
GიორGი / Levanto-International (IV.25)
97.
SPIRIT CRUSHER / F.C. Svarchik Tbilisi 1999 (IV.27)
http://www.svarchiktbilisi.ucoz.ru/98.
bachi800 / Inter Tbilisi (IV.26)
99.
kikucha / FC LIBERTYBANK (IV.27)
100.
gegach_juve / Juventino gegach (IV.27)
101.
pusho13 / name (IV.30)
102.
Amadeo Jer Es (IV.32)
103.
Adza / FC Adza (IV.32)
104.
gunner / Barca Tbilisi (IV.34)
105.
daninho / Milan-Tbilisi (IV.37)
106.
M@chvi / Zgarbebi (IV.39)
107.
amamio / racha (IV.40)
108.
Thandrus / Kriptorqizmi (IV.41)
109.
achibero / RC AIA (IV.41)
110.
RealMadridZaqro / Merengues United (IV.42)
111.
real-jurxa / Fc Georgian (IV.44)
112.
irasokh / GeoGraphic (IV.45)
113.
profesor1900 / urdo (IV.47)
114.
Crip / Sukonka (IV.48)
115.
pakuna16 / Black jackals (IV.49)
116.
Bexx / METE2 (IV.49)
117.
papa_raci / TBILISKI (IV.50)
118.
don_achoo / Telavi United (IV.50)
119.
LASHA__ / Farakheti (IV.51)
120.
დათიკო / Samtskhe (IV.53)
121.
tbiliso_city / tbiliso city (IV.53)
122.
ika-084 / kervala (IV.55)
123.
დავითა /
Temka Football Club (IV.56)
124.
lashaam / S.K. Juventus (IV.56)
125.
rati_terora / TeRoRa (IV.56)
126.
peppe_N / peppe & Company (IV.56)
127.
levan777888 / Red Gladiators (IV.59)
128.
whyucry / Kinder FC (IV.59)
129.
choto / F.C.Tiflisi City (IV.60)
130.
Giotodu / Arsenal Gooners (IV.60)
131.
†††MasterHell††† / f.c naxalovka (IV.60)
132.
Snookera / Fc ZuDe (IV.60)
133.
XomeR / Machvebi (IV.62)
134.
Ronnie James Dio / F.C Tiflisi (IV.62)
135.
GreenWestHam / West Ham Tbilisi (V.5)
136.
Otogagu / GaGu ReaL (V.23)
137.
GMotoR / FC GUCC1 Georgia (V.24)
138.
aqvsenti / acmilanelo (V.38)
139.
RAULA / MRAVALJAMIERI (V.39)
140.
Go Ahead Eagles / F.C. Masha Sharapova (V.55)
141.
Price / Task Force United (V.81)
142.
baby-bobo / W-First (V.95)
143.
nikc / Grail (V.123)
144.
bruno / joseph_juventino (V.128)
145.
nodara89 / A.C.JVAROSNEBI (V.145)
146.
Wiseman* / Nightmare. (V.147)
147.
Mcard / Giorgi F.C (V.161)
148.
serjhanti / Military_Unit (V.171)
149.
mixeilius / GORI (V.196)
http://gori.at.ua150.
Tengo_pato / FC Chixura (V.198)
151.
ეგრი / Egrisi (V.207)
152.
ზურატი96 / FC. TeLaVi ( V.209)
153.
ALASAD / F.C. Royal Georgia (V.226)
154.
Don Mordock 
/ GreenF1re (V.230)
155.
M43DL0 / F.C. GOLDEN (V.234)
156.
DeWyze / Qu Town (V.248)
წარმატებები ყველას !!!
თუ სიაში თქვენი თავი ვერ იპოვნეთ, PM-ის საშუალებით მომწერეთ თქვენი გუნდის სახელი და დივიზიონი და შემდეგ თემაში აუცილებლად დაგამატებთ. ესეც ჰეთთრიკის თემების არქივი სეზონებისა და თარიღების მიხედვით:მეოცე სეზონიჰეთთრიკი 4.01.11 - 6.01.11ჰეთთრიკი 26.12.10 - 4.01.11ჰეთთრიკი 20.12.12 - 26.12.10ჰეთთრიკი 15.12.10 - 20.12.12ჰეთთრიკი 6.12.10 - 15.12.10ჰეთთრიკი 26.11.10 - 6.12.10მეცხრამეტე სეზონიჰეთთრიკი 19.11.10 - 26.11.10ჰეთთრიკი 13.11.10 - 19.11.10ჰეთთრიკი 5.11.10 - 13.11.10ჰეთთრიკი 29.10.10 - 5.11.10ჰეთთრიკი 23.10.10 - 29.10.10ჰეთთრიკი 16.10.10 23.10.10ჰეთთრიკი 11.10.10 - 16.10.10ჰეთთრიკი 6.10.10 - 11.10.10ჰეთთრიკი 30.09.10 - 6.10.10ჰეთთრიკი 25.09.10 - 30.09.10ჰეთთრიკი 18.09.10 - 25.09.10 ჰეთთრიკი 12.09.10 - 18.09.10ჰეთთრიკი 06.09.10 - 12.09.10 ჰეთთრიკი 02.09.10 - 06.09.10 ჰეთთრიკი 28.08.10 - 02.09.10ჰეთთრიკი 19.08.10 - 28.08.10 ჰეთთრიკი 12.08.10 - 19.08.10ჰეთთრიკი 6.08.10 - 12.08.10მეთვრამეტე სეზონიჰეთთრიკი 31.07.10 - 6.08.10ჰეთთრიკი 20.07.10 - 31.07.10ჰეთთრიკი 11.07.10 - 20.07.10ჰეთთრიკი 1.07.10 - 11.07.10ჰეთთრიკი 19.06.10 - 1.07.10ჰეთთრიკი 7.06.10 - 19.06.10 ჰეთთრიკი 31.05.10 - 7.06.10 ჰეთთრიკი 21.05.10 - 31.05.10 ჰეთთრიკი 13.05.10 - 21.05.10 ჰეთთრიკი 4.05.10 - 13.05.10 ჰეთთრიკი 12.04.10 - 4.05.10 მეჩვიდმეტე სეზონი ჰეთთრიქი 3.02.10 - 12.04.10 ჰეთთრიკი 26.01.10 - 3.02.10 ჰეთთრიკი 19.01.10 - 26.01.10 ჰეთთრიკი 11.01.10 - 19.01.10 ჰეთთრიკი 25.12.09 - 11.01.10 (23.01.10) მეთექვსმეტე სეზონი ჰეთთრიკი 14.12.09 - 25.12.09 ჰეთთრიკი 29.11.09 - 14.12.09 ჰეთთრიკი 17.11.09 - 29.11.09 ჰეთთრიკი 6.11.09 - 17.11.09 ჰეთთრიკი 25.10.09 - 6.11.09 ჰეთთრიკი 16.10.09 - 25.10.09 ჰეთთრიკი 8.10.09 - 16.10.09 ჰეთთრიკი 1.10.09 - 8.10.09 ჰეთთრიკი 24.09.09 - 1.10.09 ჰეთთრიკი 17.09.09 - 24.09.09 ჰეთთრიკი 10.09.09 - 17.09.09 ჰეთთრიკი 31.08.09 - 10.09.09 მეთხუთმეტე სეზონი ჰეთთრიკი 17.08.09 - 31.08.09 ჰეთთრიკი 27.07.09 - 17.08.09 ჰეთთრიკი 12.07.09 - 27.07.09 ჰეთთრიკი 1.07.09 - 12.07.09 ჰეთთრიკი 21.06.09 - 1.07.09 ჰეთთრიკი 14.06.09 - 21.06.09 ჰეთთრიკი 6.06.09 - 14.06.09 ჰეთთრიკი 28.05.09 - 6.06.09 ჰეთთრიკი 20.05.09 - 28.05.09© დავითა
This post has been edited by დავითა on 10 Jan 2011, 17:29
თავი და ტრაკი ხანდახან სინონიმებია და ტავტოლოგიის თავიდან ასაცილებლად იხმარება. მაგ: გატრაკების თავი, გათავების ტრაკი. (c) დავითა
One is not half of two, two are halves of one.