გაუმარჯოს ყველას, აქ ახალი ვარ, წმ წუთას დავრეგისტრირდი.

მე მაქვს ჩინური ტელეფონი NOKIA N98+. 1 წელი ვიყავი 898-ს აბონენტი, შემდეგ 1 წელი და 3 თვე 899-ს აბონენტი და ახლა 868-ს აბონენტი ვარ. ნომრებს ყოველთვის ვწერდი ტელეფონების წიგნაკში ასე: 898****** და ასე შემდეგ, ანუ +995-ის გარეშე. რომ მირეკავდნენ ყოველთვის სახელით შემოდიოდა. ეს ტელეფონი ორკარტიანია და არასდროს მქონია 2 კარტა, ანუ სულ ერთით ვსარგებლობდი. მოკლედ ვმუშაობ და კორპორაციული ნომერი ჩავდე მეორე კარტად, მას შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა ამ კონტაქტებს ტელეფონზე ჩავწერ, პირველ კარტაზე თუ მორე კარტაზე, როცა მირეკავენ შმეოდის ნომერი +995-ით და შესაბამისად კონტაქტებიდან ვერ ცნობს. შემდეგ ამოვიღე მეორე კარტა და ისევ ისე აკეთებს, ანუ იძულებულს მხდის ნომრები დავიმახსოვრო ასე, როგორც შემოდის, მარამ მოუხერხებელია. როცა ვინმეს ნომერს ეკითხები ასე არ გეუბნება: +995.... იქნებ დამეხმაროთ, რა ვუშველო? ძალიან მოუხერხებელია, ყველა დამრეკავი უცხო მგონია. არა და ტელეფონის ბრალი არ არის ვიცი.