მაქვს, მაგრამ როგორ მოგაწოდო, ადრე პრეზენტაცია გავაკეთე.. კაი დავპოსტავ ნაწილს მასალებისას...

ეეს არის რაც ქართულად მაქვს..
რუანდის გენოციდი,1994 წელს, 100 დღის განმავლობაში დაახლოებით 800,000-დან 1,071,000-მდე ადამიანი იქნა განადგურებული
ჰუტუს ტომის ექსტერმისტული დაჯგუფებების მიერ.
გენოციდის მსხვერპლი ძირითადად ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ზომიერად განწყობილი ჰუტუს ტომელები იყვნენ.
ისტორიაში რუანდის გენოციდი შევიდა არა მხოლოდ როგორც ასეთ ხანმოკლე პერიოდში მოკლული ადამიანების რიცხვის,
არამედ გაეროს და დასავლეთის არაადეკვატურად დაგვიანებული პასუხის გამო.
მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ იგეგმებოდა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და არავინ ხელი არ გაანძრია
1993 წლის ოქტომბერში გაერომ დაარსა ორგანიზაცია UNIMAR-ი (გაერთიანებული ერების რუანდის დახმარების მისია)
რათა შესრულებულიყო ის სამშვიდობო ხელშეკრულება რომელიც 1993 წლის 4 აგვისტოს რუანდის პარტიებს შორის დაიდო,
ტანზანიის ქალაქ არუშაში.
ორგანიზაციას მანდატი შეუწყდა 1996 წელს.
გაეროს არ მიუცია უფლება/დავალება UNIMAR-ისთვის რომ გენოციდის დასაწყისშივე მოეხდინა პრევენცია
და არც შემდეგ მიუღიათ ზომები რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ.
გაეროს მისიის ხელმძღვანელი იყო კანადელი გენერალ-ლეიტენანტი რომეო რომეო დალერი.
გაერომ ყურადღება არ მიაქცა ცნობებს და უარი თქვა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე.
მიუხედავად დალერის მრავალგზის გაფრთხილებისა გაერომ აუკრძალა სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს კონფლიქტში ჩარევა.
გენოციდი დასრულდა როცა ტუტსის ტომის დაჯგუფებამ,
რუანდის პატრიოტულმა ფრონტმა, რომლის სათავეშიც პოლ კაგამე იყო, ჰუტუს მთავრობა ჩამოაგდო და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება.
ასი ათასობით ჰუტუ გადავიდა აღმოსავლეთ ზაირში (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) რათა ტუტსის ტომის შურისძიება აეცილებინა თავიდან. რუანდის ამბებმა გავლენა იქონია მეზობელ ქვეყნებზეც და გამოიწვია ორი ომი კონგოში, ბურნდის სამოქალაქო ომი.
1994 წლის 6 აპრილიდან რუანდის სამხედრო ნაწილებმა და სამოქალაქო პირებისგან შექმნილმა მილიციის რაზმებმა
ქალაქის ქუჩებში ტუტსების ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს.
ასევე ხოცავდნენ პოლიტიკურ ოპონენტებსაც. ყველა ქვეყანამ მოახდინა თავისი მოქალაქეების ევაკუაცია და დახურა დიპლომატიური მისიები.
დედაქალაქში და მთელი ქვეყნის მაშტაბით გადაიკეტა გზები რათა არც ერთი ტუტსი არ გაქცეულიყო.
მთელი ქვეყნის მაშტაბით მიმდინარე ხოცვა ჟლეტაში, 6 აპრილიდან,
ივლისის შუა რიცხვებამდე დაახლოებით 800, 000-დან 1,071,000-მდე ტუტუსი იქნა მოკლული.
რადიო სადგურებიდან ხალხს მოუწოდებნენ დაეხოცათ თავიანთი მეზობლები,
ვინც ამ ხოცვა ჟლეტაში ჩაბმაზე უარს ამბობდა ხოცავდნენ.
მკვლელობის ძირითადი იარაღი იყო ე.წ. მაჩეტე, მსხვრეპლთა უმრავლესობა სწორედ ამ ცივი იარაღის გამოყენებით დაჩეხეს.
უნიმარის მიისიის ხელმძღვანელმა რომეო დალერმა,
რომლისვისაც ჯერ კიდევ 1994 წლის იანვარში იყო ცნობილი რომ გენოციდი იგეგმებოდა,
გაეროს გაუგზავნა ცნობები ამის შესახებ და მომდევნო თვეების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა დამხმარე ძალის გაგზავნას რუანდაში.
დალერს დაევალა მხოლოდ გაეროს წარმომადგენლებისა და უცხოეთის მოქალაქეების დაცვა.
დალერმა აცნობა გაეროს რომ მისთვის ცნობილი იყო ჰუტუს მილიციის რაზმების სამალავების და იარაღის საწყობების ადგილმდებარეობა
და ითხოვდა დამხმარე ძალას რათა დამნაშავეები განეიარაღებინა.
აშშ-მ ოფიციალურად თქვა უარი ჩარევაზე, მას მიბაძეს საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა.
This post has been edited by lalako on 31 Oct 2010, 04:06