9 თვეში არჩევნებია და ახლავეა მისახედი!
არჩევნების გამყალბებლები რატომ არ ისჯებიან?
ივანიშვილის უმთავრესი დაპირება იყო დემოკრატიის უმთავრესი ქვაკუთხედის - არჩევნებში ხალხის ხმის დაცვა.
მაგრამ, არც არავინ დაუსჯიათ და არც არავიან გამოუვლენიათ. გოგორაშვილიც კი!
ხდებოდა არჩევნების გაყალბება და ხმების მითვისება, ეს
ყველამ ვიცით.
არადა, არანაირი მოძრაობა ამ მხვრივ არ არის. რატომ? რა დაუშლის ოცნებას იგივე დანაშაული ჩაიდინონ რასაც მანამდე სხვა ჩადიოდა?
პრევენციაო და ყველა ნაცი დავიჭიროთ, სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლადო რომ გაიძახიან, არჩევნების გამყაბლებლებს არ მოუხდება ეგ პრევენცია ვითომ?
მივაბავ თემას და ვიკითხავ საყოველთაო აღწერა რატომ აღარ ტარდება? ქვეყნების უმეტესობა ყოველ 10 წელში ერთხელ ატარებს. მიზეზი სახსრების დაზოგვა რომ არაა მგონი ყველა დამეთანხმებით.