Audi Old vs New

Audi ამ ეს ფირმა ხალხმა ძირითადად წყნარი, მაღალი ფენის წარმომადგენელი ბიზნესმენისთვის განკუთვნილ ავტომობილად იცის. ავტომობილი რომელიც ერთ ერთი მოწინავეა 2010 წელს გაყიდვებში, ყავს 20 ზე მეტი მოდელი ეხლანდელ ქარხანებში და ხარისხის მხრივ ტოპ 5 ბრენდშია შესული...
მაგრამ მათ ვინც 80 იანი წლები გამოიარეს კარგად იციან რომ აუდი ბევრად მეტია ვიდრე ფულიანი ბიზნესმენის გადაადგილების საშუალება, ესაა ავტომობილი რომელმაც გადატრიალება მოახდინა რალიში და ასევე სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა სპორტქარისთვის. ეს მოხდა 1980 წელს როდესაც ჟენევის ავტოსალონზე წარმოადგინეს პირველი Audi Quattro, ეს იყო 2 კარიანი, სპორტული ავტომობილი, რომლის სლოგანზეც ეწერა რომ იგი მოიცავდა იმ დროის თითქმის ყველა ტექნოლოგიას რომელიც ავტომობილებში გამოიყენებოდა, ეს სლოგანი გარკვეულწილად მართალიც იყო, ქუატრო პირველ რიგში სარბოლო ავტომობილი იყო, მსუბუქი, აგრესიული, და რაც ყველაზე მთავარია მას ქონდა იმ დროისთვის უპრეცედენტო 4X4 ზე სისტემა, რათქმაუნდა იყო ლენდ როვერი და იყო მერსედეს გელენდვაგენი მაგრამ ეგენი ხომ ჯიპებია? ქუატრო კი სპორტ ქარი იყო ყველა წამყვანი ბორბალით! იგი ორჯერ ძვირი ღირდა იმდროინდელ ნებისმიერ აუდიზე, თვითონ ფირმამ მხოლოდ 400 ეგზემპლარის გამოშვება გადაწყვიტა, მაგრამ ავტომობილმა რბოლებში იმხელა წარმატებას მიაღწია რომ ხალხმა მისი შეძენა მოისურვა, ეს ყველაფერი პოპულარობის ბრალი იყო, პოპულარობის რომელიც 4 ჯერ მოგებულმა რალის მსოფლიო ჩემპიონატმა გამოიწვია.. 10 წლიანი პერიოდის შემდეგ სულ 11.452 ცალი ქუატრო გამოვიდა კონვეირიდან, მან თავისი ქარიზმატული ხასიათით, ტურბინირებული სპორტული ხასიათის ძრავით, მანევრირებით და მოქნილობით დაამკვიდრა ახალი სლოგანი აუდისთვის Vorsprung durch Technik (პროგრესი ტექნოლოგიაში)

ყველაფერი 1977 წელს დაიწყო, აუდიმ თავის ინჟინერს დაავალა რომ შეემუშავებინა ისეთი ავტომობილი რომელიც თოვლიან გზებზე გამოსადეგი იქნებოდა თუმცა სპორტქარის თვისებებსაც არ დაკარგავდა, აეწყო პირველი პროტოტიპი, რომელმაც მოახერხე და ჰოკენჰეიმის ტრეკზე ძალიან ბევრ იმდროინდელ ავტომობილს აჯობა, აუდის ყველა წამყვანი ბორბალი მას იმდენ მოჭიდებას აძლევდა რომ თოვლიან გზაზე იგი თავისჯერ 2 ჯერ ძლიერ ავტომობილებსაც კი სჯობნიდა სისწრაფეში, მას ქონდა 2.1 ლიტრი მოცულობის 5 ცილინდრიანი ძრავი 1 ტურბინით, 198 ცხენისძალა და 285ნმ ბრუნი მომენტი 3500 ბრუნზე, ავტომობილი სულ 1250-1280 კილოგრამი იყო, ამის და ქუატრო სისტემის გამო იგი 7.1 წამში კრეფდა 100 კილომეტრს (იმდროის ფერარის 6 წამზე ოდნავ ნაკლები სჭირდებოდა) ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 225 კმ/სთ ს შეადგენდა

Audi RS5 - ეს არის 30 წლის წინანდელი ქუატროს 21 საუკუნის ანალოგი, 2 კარიანი სპორტული ავტომობილი, ელექტრონული ტექნოლოგიებით სავსე, ლეგენდარული ქუატრო სისტემიტ და მონაცემებით რომლითაც ეხლანდელ სუპერქარებსაც კი არ ჩამორჩება, მისი პნევმატური სპოილერი, მაგნიტური დამპერები, ელექტრონული კონტროლის სისტემა, ელექტრონული დიფერენციალები და მათი ბლოკირებები ეს ყველაფერი ნოვაციაა ისეთივე ნოვაცია როგორიც 1980 წელს იყო ორიგინალი ქუატროს გამოსვლა

ეს არის 21 საუკუნე, ელექტრონული დამხმარე პროგრამები, უსაფრთხოების ბალიშები, ავტომატური სიჩქარეთა კოლოფი, ათასი ოპცია ავტომობილის ხასიათის შესაცვლელად.... მას თავისი კლიენტი ჰყავს, რათქმაუნდა ახალი მოდელი ვერ შეედრება ძველს შეგრძნებებით, სულ სხვა მექანიკური კოლოფი, ტურბინა რომელიც მხოლოდ 3500 ბრუნზე ირთვება, უკვე მოძველებული 4X4 სისტემა რომელიც მოუქნელია თუმცა სწორედ ეგ მოუქნელობა არის სახალისო, სახალისოა როცა გრძნობ მანქანის ძრავს, მოჭიდებას, შენ მართავ მას და არა დამხმარე ტექნოლოგიები, ადრენალინს სწორედ იმიტომ გამოჰყოფ რომ შენ და ავტომობილს შორის არანაირი სტაბილურობის კონტროლი არაა, მხოლოდ შენი ნიჭი და ცოდნა....

ეგაა ძირითადი განსხვავება მაგ ორ ავტომობილს შორის, რათქმაუნდა ახალი მოდელი 444 ცხენისძალას გამოიმუშავებს, 8 ცილინდრი აქვს, მისი ძრავი 8300 ბრუნს აკეთებს წუთში და 1700კგ იან ავტომობილს 4.3 წამში აჩქარებს 100 კილომეტრამდე, თუ მომხმარებელი მოითხოვს მას 280 კმ/სთს გავლაც შეუძლია საათში... მაგრამ იმ მექანიკურ გრძნობას რომელიც 30 წლინ წინანდელ ავტომობილებში, განსაკუთრებით კი ისეთ ლეგენდებში როგორიც audi Quattro ა გეუფლება, ვერცერთი რამოდენიმე ასეულ ცხენისძალიანი სუპერქარი ვერ შეცვლის, მათ თავიანთი + ები და შეგრძნებები აქვთ, ლეგენდა კი რჩება ლეგენდად!
წყარო: http://news.drive.ge/index.php?m=87&newsid=1615
Vorsprung Durch Technik...