#22369346 · 5 Nov 2010, 10:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანური განვითარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილზეა 09:45 05-11-2010 ადამიანური განვითარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილზეა ადამიანური განვითარების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილზეა. ამგვარი შედეგი დაფიქსირდა გაერო-ს განვითარების პროგრამის ანგარიშში – "ხალხების რეალური სიმდიდრე: ადამიანის განვითარების გზები" . საქართველო ამ ანგარიშში მოხვდა მეორე ქვეთავში – "მაღალი ადამიანური განვითარება". ამავე ქვეთავში მოხვდა რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა – ბელორუსი – 61, რუსეთი – 65, უკრაინა – 69, ყაზახეთი – 66, აზერბაიჯანი – 67, სომხეთი – 76. საშუალო განვითარების კოეფიციენტი დადგინდა თურქმენეთში – 87-ე, მოლდოვაში - 99-ე, უზბეკეთში – 102-ე, ყირგიზეთში – 109-ე, ტაჯიკეთი კი 112-ე ადგილზე მოხვდა. ადამიანური განვითარების მაჩვენებლის მიხედვით, პირველ ადგილზე ნორვეგიაა. შემდეგ მოდიან ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ, ირლანდია, ლიხტენშტეინი, ნიდერლანდები, კანადა, ჩვედეთი და გერმანია. 169 ქვეყნის სიის ბოლოში ზიმბაბვეა. ანგარიში შეიცავს მონაცემებს ცხოვრების და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, განათლების დონის და კულტურული განვითარების, დანაშაულის მდგომარეობის, გარემოს დაცვის და გადაწყვეტილებების მიღებაში ადამიანების მონაწილეობის შესახებ
ინდექსი ვჭამოთ და ეგეთ რაღაცეებს არ ვართ
This post has been edited by sony2005 on 5 Nov 2010, 11:01
|