#41624094 · 13 Jul 2014, 12:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც გავარკვიე ბიტკოინების მოსაპოვებლად ყველაზე სტაბილური მეთოდი არის ბიტკოინ მაინინგი.
ალბათ ცოტამ თუ იცით საიდან ჩნდება ბიტკოინ მაინინგის საჭიროება და რას ემსახურება ბიტკოინ მაინინგი.
რამდენიმე წინადადებით: ყოველი ახალი ბიტკოინ ტრანზაქციის დროს, რომელსაც ასრულებს მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი პირი საჭირო არის ბიტკოინ ბლოკჩეინის ჰეში. რაც წარმოადგენს ფაქტიურად ერთი და იგივე დროს შესრულებული ტრანზაქციების ჯგუფის უნიკალურ იდენტიფიკატორს. ბლოკჩეინ ჰეში ემსახურება ტრანზაქციების სწორი მიმდევრობის დაცვას და უზრუნველყოფს ბიტკოინ სისტემის სრულ უსაფრთხოებას.
თავისმხრივ ბიტკოინ ბლოკ ჩეინის ჰეშის გამოთვლას სჭირდება ბიტკოინის ქსელში ჩართული ყველა გამომთვლელი მოწყობილობის მუშაობის საშუალოდ ათი წუთი მთელი დედამიწის მასშტაბით.
ბიტკოინ ჩეინის ჰეშის გარეშე კი ტრანზაქცია ვერ შესრულდება. შესაბამისად ვინც იღებს მონაწილეობას ჰეშის გამოთვლაში იღებს ასევე გასამრჯელოსაც - ჰეშის გამოთვლის პროცესში გაწეული შრომისთვის. ამ პროცესს (ჰეშის გამოთვლა/გამოცნობას) ეწოდება ბიტკოინ მაინინგი.
ამ პროცესში მონაწილეობის მიღება შეგვიძლია: ჩვეულებრივი კომპიუტერის პროცესორით, ვიდეო კარტის პროცესორით და სპეციალურად ბიტკოინ მაინინგისთვის შექმნილი ენერგო ეკონომიური მოწყობილობების საშუალებით. ბიტკოინ მაინინგისთვის შექმნილი მოწყობილობები თავისი სისწრაფით და დაბალი ელექტრო ენერგიის მოხმარების მაჩვენებლით არსებით უპირატესობას იძლევიან სხვა მოწყობილობებთან შედარებით.
რაში მდგომარეობს კითხვა: გაქვთ თუ არა ვინმეს დათვლილი, რა სახეობის და რა მოცულობის, სპეციალური დევაისების ფერმა არის საჭირო ბიტკოინ მაინინგში სოლიდურ მოგებაზე გასასვლელად ? და რა ჯდება ასეთი ფერმის მინიმალური ინვესტიცია.
(სპეციალურად ვცდილობ ცალკე თემის გახსნას, რადგან ბიტკოინის არსებული თემა ძირითადად სხვადასხვა უსაგნო საშუალებებზე მსეჯლობას უკავია)
--------------------
ნეტარ არიან მახინჯნი ვინაიდან ეგენი გალამაზდებიან...
|