არავისთვის საიდუმლო არ არის რომ ბენზინის ფასები გაბერილია (დაათვალიერეთ ეს თემა:
პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს! და ამასთანავე საწვავის ხარისხიც არ არის სათანადო სიმაღლეზე, ეს ელემენტარულად იქედანაც ჩანს რომ საქართველოში აფსოლუტურად ყველა ავტომობილს ამასთანავე სულ ახალ ავტომობილებს რომელთა გარბენი 0დან -10 კმ-მდეა ანუ ოფიციალური დილერების მიერ ჩამოყვანილ მანქანებსაც უჩნდებათ კატალიზატორის დაჩიკის და თვითონ კატალიზატორის პრობლემები და არის მერე ერთი ამბავი ამ კატალიზატორების ამოღება და დაჩიკების შეცვლა და კიდევ ათასი მეთოდი არსებობს რომ შეუზღუდო ინფორმაცია ავტომობილის კომპს. ბენზინის ხარისხის შესახებ და ჩეკი არ აანთებინო ვითომ და ბენზინის ხარისხი კარგია. (აყენებენ რაღაც სიმულატორებს, პერეხადნიკებს და ა.შ.) ასევე ცისტერნები ჭუჭყიანია და ჟანგი მოყვება საწვავს ეს თქვენი ავტომობილის საწვავის ფილტრის დათვალიერებითაც კარგად გამოჩნდება.(ბრატ დღეს ჩავასხით და ბენზინი ამღვრეულია სხვაგან ჩაასხი ერთი-ორ დღეში დაიწმინდება და მერო მოდი

ღვინოსავითაა რა უნდა დაილექოს და დაიწმინდოს )
მინდა შევიმუშავოთ პროტესტის გამოხატვის რაიმე ფორმები არა აქციები არამედ რაიმე ისეთი რომ მათ(მომწოდებლების) ჯიბესაც დაეტყოს და არა მარტო ჩვენსას(მომხმარებლების) აი მაგალითად მოვილაპარაკოთ მთელმა ქალაქმა და მაგალითად ერთ-ერთ შაბათ დღეს ან კვირას ავდგეთ და არავინ არ გავიყვანოთ მანქანები და არ ჩავასხათ ბენზინი და ეს პერმანენტულად გავაკეთოთ ხოლმე. ჯერ ერთი ნაგავს ყიდიან და ავტომობილებს გვიფუჭებენ, მეორეც- ერთი და იგივე მოდელი რატომღაც ევროპაში ნაკლებს წვავს ვიდრე ჩვენთან იგივე ავტომობილი, მესამე გარემოს აბინძურებენ და მერე კიდევ ამ ყველაფერში რაც შეიძლება ძვირს გვახდევინებენ.
პრემიუმი თითქმის ყველგან 2 ლარი ღირს.
ბენზინის ფასები:
http://taripebi.ge/Petrol/აქ ჩავატარებ გამოკითხვას თუ მოვილაპარაკეთ და დავნიშნეთ დღე ამ ქმედებისთვის ჩაერთვებით ამ საქმეში თუ არა.
და კიდევ ალტერნატიულ ხერხებსაც თუ შემოგვთავაზებთ ძალიან კარგი იქნება.
და კიდევ ერთი კითხვა მაქვს საავტომობილო ფედერაცია რას აკეთებს რისთვის არსებობს? ფუნქციები? მოვალეობანი? ან კიდევ ეს გარემოს დამცველები უსაფრთხო მოძრაობები და ა.შ.
აი კიდევ რაღას საიტი ვიპოვე:
http://benzinisfasebi.wordpress.com/ This post has been edited by HAGGARD on 3 Nov 2010, 12:47
მიმაგრებული სურათი