ეს არის გრძნობა რომელიც არ მტოვებს ბავშვობიდან..
მეშინია მარტო სახლში ყოფნა დღეც კი
მეშინია მარტო ძილი
მეშინია სიბნელის
მეშინია იმის რომ შეიძლება არა ბუნებრივი მისტიკური რამ დამემართოს
თუმცა არაფერი ამოუცნობი და ამდაგვარი არც დამინახავს და არც შევსწრებივარ უბრალოდ მეშინია
ვარ 23 წლის და მიუხედავად ამისა მარტო არასდროს არ დამიძინია და ესეც იმიტო რომ მგონია თვალებს გავახელ და ვიღაცას დავინახავ ან მიყურებს ან რავიცი ათასი სისულელე
და თუ სახში მარტო ვარ ათასი აზრი მიტრიალებს თავში და ისტერიულ შიშამდე მივყავარ ამას
არ ვიცი რატოა ეს გრძნობა ასე მძაფრად ჩემში
არანაირი ტრამვა, ნორმალური გაწონასწორებული ადამიანი ვარ
უბრალოდ არ ვიცი რა მჭირს ვიზრდები და მომყვება ეს გრძნობა ხან გამძაფრებულად ხან საერთოდ ვერ ვგრძნობ ვერანაირ შიშს
რა არის ეს?
* * *
უი უკაცრავად ეხა დავინახე რომ ყოფილა ესეთი თემა
მოდერს შეუძლია დახუროს