მცხეთაში ბუდაბარის მშენებლობა დაიწყო
10:48 09-05-2011

დგილი სადაც წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა. რომელიც აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს
ამ ადგილას მთელი ქართლი მოინათლა
არცთუ დიდი ხნის წინ ისტორიკოსმა ეკა ჯაფოშვილმა და არქიტექტორმა გია პარკაიამ მცხეთაში მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ნათლობის ადგილი დაადგინეს, დაადგინეს უფლის კვართის ხელთამმპყრობლის, წმინდა ელიოზ მცხეთელისა და მისი დის, წმინდა სიდონიას სამოსახლო ადგილის მდებარეობა. ეს არის მცხეთის საქალაქო სივრცეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ის მონაკვეთი, რომელიც, ერთი მხრივ, მოქცეულია ძველ მოგვთა ხიდსა (პომპეუსის ხიდსა) და სამანქანო ახალ ხიდს შორის, სადაც შემდგომში წმინდა ნინომ ჯვარი აღმართა და მირიან მეფე და ნანა დედოფალი მონათლა.
წერილობითი წყაროებისა და საეკლესიო ტრადიციის თანახმად, მდინარე მტკვარი ქართველთა იორდანეა და სწორედ ამ ადგილიდან მტკვარ-არაგვის შესართავამდე წმინდა მეფე მირიანის მოწოდებით მთელი ქართლი მოინათლა.
ადგილი, სადაც წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა, რომელიც აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს(?!)
საქართველოში ამ ბოლო დროს ერთი უცნაურობა შეინიშნება: როგორც კი გამოჩნდება წმინდა ადგილი, რომელსაც მართლმადიდებელი ქართველისათვის დიდი ღირებულება აქვს, მავანთაგან მისი შებილწვა და აბუჩად აგდება საშურ საქმედ მიიჩნევა. იქ, სადაც 100000-მა ქართველმა მოწამემ სიცოცხლე ქრისტეს რჯულისათვის გაწირა, "ბუდაბარის" მშენებლობაა დაგეგმილი, ხოლო მცხეთაში სწორედ ის ადგილი, სადაც წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა. ოლიგარქი აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მცხეთის გამგეობას არაერთხელ მიმართა საპატრიარქომ, მაგრამ ამაოდ - ახლა იქ გამალებული მუშაობაა.
გია პარკაია, არქიტექტორი: "ზედმიწევნით გადავამოწმეთ ყველაფერი და ეჭვი არ არის, რომ სწორედ ამ ადგილას მონათლა წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ამ საკითხს ოთხი თვე განიხილავდნენ საპატრიარქოშიც და შედეგად ეს ადგილი წმინდა ადგილად იქნა მიჩნეული. ბუნებრივია, ეს ვაცნობეთ მცხეთის გამგეობას, მაგრამ ამაოდ, ჯიუტად აგრძელებენ მშენებლობას. პრეზიდენტსაც მივმართეთ, იქნებ სხვა ტერიტორია მიეცათ მესაკუთრისთვის, მაგრამ ვინ მოგისმინა.
საპატრიარქომაც რამდენჯერმე მიმართა გამგეობას წერილით.
ბოლოს, პროექტი რომ ვერ შეათანხმეს ვერც საპატრიარქოსა და ვერც ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, განაცხადეს, რუსეთის მოქალაქე ოლიგარქი სახლის რეკონსტრუქციას აკეთებსო! ყველა, მცხეთის მთავარი არქიტექტორით დაწყებული და გამგეობის წევრებითა და გამგებლით დამთავრებული, ბიზნესმენის ინტერესებს თავგამოდებით იცავს. რატომ, რისთვის? მცხეთა, სადაც უფლის კვართია დაფლული, მეორე იერუსალიმია. მისი სივრცული გარემო დატვირთულია ქრისტიანული საგანძურითა და სიწმინდეებით. მცხეთაში კაცობრიობის ორი უდიდესი განძი - უფლის კვართი და ელიას ხალენი ინახება.
მცხეთა თავად არის ქალაქი-ტაძარი და ამ სივრცეში სწორედ ეს ადგილია ემბაზი, სადაც ნათლობის საიდუმლო აღესრულა პირველად. აქედან დაიწყო ქართველთა გაქრისტიანება და სწორედ ეს ემბაზი წაბილწეს. ჯანდაბას, ბატონო, შენ თუ ურწმუნო და ათეისტი ხარ, არც სხვის რწმენას სცემ პატივს, არც სიწმინდე გიღირს რამედ, არც საკუთარი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა გაინტერესებს, იმას მაინც ხომ უნდა მიხვდე, რამხელა შემოსავლის მოტანა შეეძლო ამ ადგილს? რისთვის ჩადის ხალხი იერუსალიმში, მათ შორის - არაქრისტიანებიც? ქრისტიანული სიწმინდეების სანახავად ხომ? შეიძლება ემბაზში ჩააფურთხო?"
http://www.kvirispalitra.ge/public/7734-ad...s-ashenebs.htmlლიცემერი : "იმავე საღამოს პარიზში, ჰენრიხ ნავარელის ქუჩაზე ფოსტალიონმა დეპეშა გადასცა უგანათლებულეს ფსიქიატრს დოქტორ შარკოს.
დიდმა ფსიქიატრმა სათვალე გაიკეთა და კითხვას შეუდგა:
"ელვა. აკადემიკოს შარკოს. ძვირფასო მასწავლებელო და კოლეგავ! ფრენოლოგებმა განაცხადეს, რომ ხვალ გაფრინდებიან. იდეაფიქსის აუცილებელი მარცხი გამოიწვევს აუცილებელ შოკს. მზადყოფნაშია ბროწეულის წვენის ოყნები, საშხაპო აპარატურა. აცნობეთ ლომბროზოს. მუდამ თქვენი იდეების ერთგული ნოშრევან ქეთევან მომენტი დომენტი კუჩუხიძე - კავკასიელი".
"შერეკილები"
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.