#22405301 · 7 Nov 2010, 18:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სვაბოდუ ჩესნიმ კატამ.....
ვაარსებთ მოძრაობას "ღირსების კოდექსი" სადაც გაერთიანდება თავისუფლების მოყვარული ხალხი... ჩვენ დავიცავთ დაბანილი, დასაბანი და "დაჟე" დაუბანელი იუზერების უფლებებს; აქვე იქმნება სათანადო ფონდი - "ჩივავნანა", რომელსაც სათავაში ჩაუდგება ჩივავა.... ფონდი იზრუნებს შეჭირვებული და გაღიზიანებული იუზერების კამფეტებითა და ფაჩუჩებით მომარაგებაზე... დახმარებების იუზერებამდე მიტანას უზრუნველყოფს ფონდის ავტოპარკი; ნუ გაუღებთ კარს უცნობ ბიძიებს, ავტომობილს თუ არ ექნა წარწერა ფორუმ.გე და საჭესთან არ იჯდა დიდოუ-ნანა ესეიგი ის ფონდის მანქანა არაა და შესაძლოა ვიღაც პროვოკაციას გეგმავდეს. ფონდი დააფინანსებს სასიქადულო ფორუმელების ეპოქალური ნაშრომების გამოცემა-დისტრიბუციას: ამ ეტაპზე იგეგმება joao-ს ცნობილი ნაშრომის - "საქართველოს გეო-სტრატეგიული დანიშნულება ფორუმ.გე-ს ჭრილში" აქვე უფასოდ დაიბეჭდება და დარიგდება ფორუმ.გე-ს ბიულეტინი: სადაც გაწერილი იქნება საერთო მოხმარების წესები და თუ რა სარგებლობა მოაქვს მოდერაციას. ფონდი ასევე დააფინანსებს ჩოხას ცნობილ - "ნორჩი მიშისტის გზამკვლევს" რომელიც უფასოდ დარიგდება სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და ყველა სახელმწიფო უწყებაში; საზოგადოება "ღირსების კოდექსისა" და მასთან არსებულ ფონდ "ჩივავნანას" დაგეგმილი აქვს ფორუმ.გე-ს ცნობილი და ღვაწლმოსილი, აწ დაყრილი და გაუქმებული ნიკების პანთეონის გახსნა, სადაც ფორუმ.გე-ს ყვ ელა იუზერს შესაძლებლობა მიეცემა პატივი მიაგოს ბუმბერაზ ნიკებს, რომლებმაც უკვე სამარადისოდ დატოვეს კვალი ფორუმ.გეს ისტორიაში - ჩვენ ყოველთვის გვეხსომება ისინი. ფონდი "ჩივავნანას" მიერ იგეგმება ასევე მრავალშვილიანი იუზერების ოჯახებისათვის სათანადო დახმარებების გაცემა; ფონდი ასევე იზრუნებს ფორუმ.გე-ს მოხუცი იუზერების სათანადო საპენსიო განაკვეთის დანიშნვაზე.
და რაც მთავარია საზოგადოება "ღირსების კოდექსი" და ფონდი "ჩივავნანა" დაიცავს ფორუმპატიმრების უფლებებს!
This post has been edited by maxo999 on 7 Nov 2010, 18:39
--------------------
მ ე გ ე კ ი თ ხ ე ბ ა თ ! © ㋡
|