კი ალბათ უფრო ფილოსოფიური განყოფილების თემაა.
მაგრამ ამისთვის მაქვს 2 არგუმენტი იქ არ გამეხსნა ეს თემა.
1)ფილოსოფიის და რელიგიის განყოფილება ერთადაა იქ მიჯაჭვული და თემას დაწვავენ კოცონზე მოწამეები.
2) არამარტო ფილოსოფიური, არამედ მეცნიერული თვალსაზრისითაც არ აწყენდა ამ თემას განხილვა.
ერთი (უფრო) იუმორისტულ, ფილოსოფიურ-მეცნიერული მონაკვეთი გამახსენდა წიგნიდან "The Hitchhiker's Guide to the Galaxy" (რომელსაც გულითადად გირჩევთ რომ წაიკითხოთ). ფილმი ნუკლეარული ნაგავია!
მოკლედ რომელიღაც ულტრაგანვითარებულ ცივილიზაციაში შექმნიან ულტრაგანვითარებულ კომპიუტერს, რომელსაც რაღაც წარმოუდგენელი უტოპიური სიჩქარით გამოთვლა შეუძლია, ჰოდა რომ ჩართავენ ეკითხებიან, რომ გვითხარი რა არის ცხოვრების არსიო. ჰოდა კომპიუტერმა 7 1/2 მილიონი წელი მომეცით მაგის გამოთვლისთვის და გიპასუხებთ მერე რაც არიო.
მოკლედ მიაკითხავენ რიგით რამოდენიმე 100 000 გენერეაციების მერე დაბადებულები კომპიუტერს 7 1/2 მილიონი წლის მერე პასუხის მისაღებად.
და გასუსულები უსმენენ. ...
კომპიუტერმა მაქვს პასუხიო.
ამათმა ებოშო გვითხარიო.
კომპიუტერმა პასუხი არის: 42.
გამოშტერდებიან ესენი, კაცო მაგ პასუხისთვის გვაცდევინე 7 1/2 მილიონი წელიო?
კომპიუტერი პასუხი სწორი არისო. თქვენი შეკითხვა იყო იყო უაზროდ დასმულიო. აი ჭეშმარიტ შეკითხვას რომ გექნებათ, მერე მიხვდებით პასუხის არსსო.
ესენი ეკითხებიან შენ შეგიძლია გამოთვალო ეგ შეკითხვა და გვითხრაო?
კომპიუტერმა მე არ შემიძლია ეს შეკითხვა გამოვთვალო, ჩემს შესაძლებლობებს აღემატებაო... მაგრამ მე შემიძლია შეგიქმნათ ჩემზე გაცილებით ძლიერი კომპიუტერი რომელსაც შეეძლება ამ კითხვის გამოთვლაო...
და ა.შ. დანარჩენი წიგნში იპოვით და დამერწმუნეთ რომ ჩემზე გაცილებით X 1 ხარისხში 100 კარგად წერს დუგლას ადამსი...
http://en.wikipedia.org/wiki/The_Hitchhike...e_to_the_Galaxyოღონდ დედანში!