#22418358 · 8 Nov 2010, 14:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზედმეტი ხვევნა-კოცნა და არაბუნებრივი ზომით მოფერება ჩვენს სუფრებზე კაცების უგონო მდგომარეობაზე მეტყველებს უფრო ხშირად: სუფრაზე პირველი ნახვისთანავე, მერე რომ კარგად დათვრებიან, ეხუტებიან ერთმანეთს, კაი ხნის ძმაკაცებივით, "აუ შენ რა მაგარი კაცი ხარ", "შენნაირებს ვაფასებ", მობილურის ნომრების გაცვლა, რომლებზეც არც დარეკავენ მერე, ძმობის ფიცები და ა.შ... შეიძლება მეგობარს მოეხვიო ძმურად და გულწრფელად გამოხატო მის მიმართ სიყვარული, მაგრამ ერთი-ორი საათი წინ გაცნობილ ადამიანს როგორ შეიძლება ძმობას და სიყვარულს ვეფიცებოდე. ის, რომ კეთილად განეწყვე მის მიმართ, შეგიძლია ისედაც უთხრა, მაგრამ რა საჭიროა არაბუნებრივი "სიყვარულობები",,,
სუფრაზე გაცნობილი კი არა წლების განმავლობაში შეიძლება გყავდეს გვერდში საყვარელი ადამიანი და მაინც არ იცნობდე კარგად. სუფრაზე უახლოეს ძმაკაცების ჩხუბი, მიჭრა-მოჭრა და თავის გატეხვა არაა იშვიათი და სულ ცოტა ხნის წინ გაცნობილს, ალბათ, ძმობას ვერ შეჰფიცებ გულწრფელად. ეს უფრო იმის დემონსტრაცია არის, რომ აი, მე რა ჯიგარი და ძმობის შემძლე ვარ, ამას თან აუცილებლად უნდა ახლდეს სადღეგრძელოებზე გულზე ხელის დადებები და ამაღელველები სიტყვები, რასაც ცოტა შემდეგ აგვირგვინებენ დედის სადღეგრძელოთი, რომელსაც გემრიელად დააყოლებენ შეუსაბამო გინებებს... შეიძლება ითქვას, ჩვენი სუფრის ცალკეული " განუყრელი ელემენტები" ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია...
This post has been edited by giorgivachadze on 8 Nov 2010, 14:49
|