მოვითხოვ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! აიკრძალოს მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი." ეს წიგნი გონებას უბინდებს ჩვენ ბოვშვებს და უბიძგებს მათ ძველბიჭობისაკენ.
რატომ??? მოგახსენებთ!!!!! :/----------:/
ტომი არის უწესო ოროსანი ბიჭი რომელიც არ უჯერებს დეიდას ხშირად ჩხუბობს და სცემს თანატოლებს. აგრეთვე სცემს მის ქალაქში და უბანში გამოჩენილ უცხო ბიჭებს თუ არ მოეცონა მათი ჩაცმულობა და ვარცხნილობა (ტიპიური ქართველი ძველი ბიჭი

), ხშირად აცდენს სკოლას მეგობრობს საეჭვო მასტებთან (ჰეკ ფინთან მაგალითად შენხარჩემიბატონი), ატყუებს დეიდას და, ეწევა და ყალთაბანდობს
ტომის ნახევარძმა სიდი წესიერი აკურატული კანონმორჩილი ბავშვია კარგად სწავლობს სკოლას არ აცდენს, დარღვევის შემთხვევაში მიმართავს პატრულს რას ქვია და დეიდას. არ ჩხუბობს ტომს აბეზღებს დეიდასთან უკანონო საქციელისათვის რაზეც ტომისაგან ცემას და მიწის გორახების სროლას იღებს
ამ დროს კი რა ხდება? მარკ ტვენს ტომი კარგ როჟად ჰყავს გამოყვანილი და სიდს აფარჩაკებს

გოგოებსაც (ბეტი და ემა) ტომი უფრო მეტად მოწონთ ვიდრე სიდი
ანუ რა გამოდის? :/---------------:/ ტვენი ბავშვებში ნერგავს კაი ძველი ბიჭის იდეალს ხომ? წესიერ ატლიჩნიკ სიდს კი აფარჩაკებს. ხედავთ სადაა ძაღლის თავი დამარხული. მთელი თაობები იზრდება ამ მახინჯ წიგნზე. არის თუ არა ეს კატასტროფა?
ამიტო დროა ავკრძალოთ ეს ე.წ. მოთხრობა ტომ სოიერის თავგადასავალი და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ახალგაზრდების მომავალი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მე ლიჩნად ვაპირებ გავიტანო ქუჩაში წიგნი და საჯაროდ დავწვა. ვინ შემომიერთდებით?