მოკლედ ერთი წლის წინ ესეთი რაღაც შემემთხვა. საგადასახადოში მომიწია წასვლა სამსახურიდან, რაღაც ჯარიმა იყო გადასახდელი (აღარ დავასახელებ რომელში) ხოოოდა ერთ ერთ მიყრუებულ ოთახში მიმასწავლეს „თათა იკითხე და ეს ქვითარი იმას ჩააბარეო“.

შევედი და რომ დავინახე გამოვშტერდი , ძალიან ლამაზი იყო. ქერა, ტალღოვანი თმით, მაღალი, ლერწამის ტანის , ანგელოზის სახით და ულამაზესი თვალებით .ვისაც ერთი ნახვით შეყვარებია გამიგებს. რომ არის გაგინათდება გონება და გაიფიქრებ ეს ის არის ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდიო!

5 წუთი ვიყავი მეტი არა. რაც საქმე იყო მოვაგვარე და წამოვედი. სულ რაღაც 1 თუ 2 თვის წინ მარშრუტკით ვბრუნდებოდი სახლში როდესაც ისევ ვნახე. წერეთლის ბაზრობასთან ჩავიდა , მეც იქვე ვცხოვრობ მაგრამ 2 გაჩერებით ადრე ჩამოვედი. გამოველაპარაკე რომ დავრწმუნებულიყავი მართლა ის იყო თუ არა

რა თქმა უნდა ვერ მიცნო (დღეში ათასი ხალხი შედის) მოვუყევი ესე და ესე და ძალინ გაუკვირდა და სახეზე ეტყობოდა რომ ნასიამოვნები დარჩა. გავიცანი, ცოტა ხანი თბილად ვისაუბრეთ და დავემშვიდობე. სიტუაცია ისეთი იყო რომ ტელეფონის ან მაგდაგვარის თხოვნა უადგილოდ გამოდიოდა.
გამოცდილებიდან ვიცი რომ, როდესაც რაღაცას ხელოვნურად და დაგეგმილად აკეთებ არაფერი არ გამოდის, და ყველაფერი კარგი ამ ცხოვრებაში შემთხვევით ხდება. როგორც ერთ ერთი კინოგმირი იტყოდა „Не бывает запланированного счастья“-ო . მაგრამ ცუდი ისაა რომ ეს შემთხვევითობები არც ისე ხშირია და მის იმედად ყოველთვის ვერ დავრჩებით

. თქვენ როგორ ფიქრობთ ღიირს საერთოდ რამის გაკეთება (მაგალითად???) თუ ყველაფერი წინასწარაა განწირული ?

P.S აქვე ერთ სურათს დავდებ რომ დაახლოებით წარმოიდგინოთ როგორ გოგოზეა საუბარი

!
მიმაგრებული სურათი