მოგესალმებით.
მოკლედ ერთი იდეა დამებადა თავში ...
მოგეხსენებათ ქალაქში არის უამრავი მათხოვარი ადამიანი: ქალი, კაცი, მოხუცი, ავადმყოფები, ბავშვები და ასე შემდეგ. აქედან ზოგს არც ისე უჭირს, რომ სამათხოვროდ ჰქონდეთ საქმე. პირიქით. (მე მათხოვარი ისეთ ზმანზე გავჩითე, მე შემშურდა, ღმერთო მაპატიე. ) ეს ადამიანები დგანან ეკლესიებთან და პროფესიად აქვთ უკვე ქცეული მათხოვრობა. ადრე იზახოდნენ ”დამეხმარეთ” - ეხლა ერთად რომ ზიან იძახიან ”დაგვეხმარეთ”. როგორ გინდა გამოარჩიო და ისე მისცე, სინდისი შეგაწუხებს და იძულებული ხარ, რომ მეორესაც მისცე ხო? თან ზოგი ისეთი გულუბრყვილო თვალებით გიყურებს, ამ დროს ჯიბე შეიძლება ამოტენილი ჰქონდეს. ზოგი კიდევ გულწრფელად მეცოდება. მაგალიტად: მოხუცები, რომლებსაც თავიანთმა შვილებმა უმტყუნეს და ეხლა ლუკმა პურისთვის ქუჩაში დგანან, ბავშვები პატარები ოღონდ, რომლებიც არ იციან რას ჩადიან და რომლებსაც საკუთარი მშობლები აგდებენ სახლიდან, რომ იმათხოვრონ.
არსებობს მათხოვრების მეორე კატეგორია, რომელსაც უბრალოდ არ სცხვენია ხელის გამოშვერა და იოლ ფულს შოულობს, დგას ეკლესიასთან და ფარისევლობს და ხალხს თავს აცოდებს.( თუ ვტყუი რამეში ღმერთმა მაპატიოს. ) ასეთ ადამიანს, ორივე ხელიც მთელი აქვს და ოროვე ფეხიც. შეუძლია რაღაც გააკეთოს და იმუშაოს, ბოლო ბოლო წავიდეს და ვაგზალზე ”ტაჭკაზე” იმუშაოს და საკუთარი ფული ექნება. თუმცა არ უნდა, რადგან იცის ხელის გაშვერით , უფრო მეტიც მოვა და თან სულ ერთი ადგილის ფხანაში... ბევრიც კიდევ ბავშვებით სპეკულიანტობს. ციგნებზე ლაპარაკიც არ მაქვს, მაგათ სისხლში აქვს მათხოვრობა ალბათ. თან მაგარი უნამუსოები არიან და ნაგლები.
მოკლედ რა მინდა მე...
ჩვენმა, მთავრობამ შექმნას კომისია. ამ კომისიის ფუნქცია კი მდგომარეობდეს შემდეგში:
ცალკეულად შეისწავლის ქალაქში მათხოვრების საკითხს და მხოლოდ.
კომისიას ეყოლება თავის დაქვემდებარებაში ხალხი, რომლებიც გავლენ ქალაქში. დაელაპარაკებიან მათ, გაიგებენ თუ რა შეუძლიათ და რა არა. მოკლედ ბიოგრაფიას შეადგენენ და ამის შემდეგ უკვე კომისიის წევრებს წარუდგენენ მათ მონაცემებს. (ეს ამბავი 1 და 2 დღეში ვერ მოხერხედება, დროა საჭირო)
კომისია შეისწავლის ამ ყველაფერს და ყველანაირად შეეცდება, რომ დაასაქმოს ქუჩაში მდგომი მათხოვარი. მოხუცებს რაც შეეხება, თავიანთი ნახმობის საფუძველზე, განატავსონ პანსიონატებში სადაც უფრო მშვიდად იქნებიან და ქუჩაში არ მოუწევთ მთელი დღე ლუკმაპურისთვის მათხოვრობა და დგომა. ავადმყოფები კიდევ, სამკურნალო დაწესებულებებში მოათავსონ სადაც მკურნალობის ქვეშ იქნებიან და რა ვიცით, შეიძლება ისინიც გამოჯამრთლედნენ და ამის შემდეგ ეს ადამიანებიც დასაქმდნენ რამეთი.
ბავშვებს რაც შეეხება, რათქმაუნდა მათივე სურვილით მოაწყონ სხვადასხვა სკოლებში და ანი-ბანს მაინც ისწავლიან სხვა თუ არაფერი. ელემენტარული პირობა შეიქმნას იმისა, რომ ეს ბავშვი ქუჩაში არ გამოვიდეს სამათხოვროდ.
ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი იქნება შემდეგი.
მათხოვრების რიცხვი ქალაქში, მკვეთრად შემცირდება. რაც მართლა წინ გადადგუმული ნაბიჯია ქვეყნისთვის. მართლა სირცხვილია ხალხო ამდენი მათხოვარი და ქვეყანაში მათხოვრობა როცა მეორე პროფესიად არის
გთხოვთ ცუდად ნუ გამსჯით... დამერწმუნეთ ძალიან ძალიან მაგრად მეცოდება ეს ხალხი და ღმერთს ყოველთვის ვთხოვ, რომ მათ დღეში ნუ ჩამაგდებს ცხოვრება და სხვას ყველაფერს ეშველება ასე თუ ისე.
მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა... თუ რამე გინდათ დაამატოთ დიდი სიამოვნებით მოგისმენთ და განვიხილოთ.
This post has been edited by Fabian on 5 Feb 2011, 18:32