#22435990 · 9 Nov 2010, 15:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორ შევინახოთ და ვმართოთ ჩვენი ულევი რაოდენობის სურათი?
მაქვს გადაღებული ძალიან ბევრი სურათი. ქსელურ ვინჩესტერზე ვინახავ მათ.
ვინც ჩემს დღეში ხართ, იქნება გამიზიაროთ რომელი პროგრამით ახდენთ სურათების ორგანიზებას?
მაგალითად ყველაზე მეტად მინდა, რომ თეგების დადება შევძლო და მერე მათი მიხედვით მოვძებნო სურათები. ოღონდ მაქვს ერთი აუცილებელი პირობა (თქვენც გექნებათ იგივე პირობა): ინფორმაცია თეგების შესახებ (და სხვა დამატებითი ინფორმაცია) უნდა ინახებოდეს ცალკე ადგილას. ანუ უნდა იქმნებოდეს ამ დამატებითი მონაცემების ფაილები ცალკე. საჭიროების შემთხვევაში პროგრამიდან უნდა შეიძლებოდეს ასეთი ბაზის მითითება, რომ ავტომატურად გადმოვიდეს მასში მთელი ბაზა.
ვცადე პიკასათი სარგებლობა. არ მომეწონა ის რომ პიკასას ძირითადი დანიშნულებაა ვებში აგაქაჩინოს სურათები. მეტა მონაცემების მობილობა ფაქტიურად არ აქვს. ასევე არ მომეწონა თეგების მიხედვით სურათების ძიება, როცა ძებნას ვაძლევ, მიძებნის არა მარტო თეგის მიხედვით, არამედ დირექტორიის სახელშიც თუ ურევია საძიებო სიტყვა ისიც გამოაქვს, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, არაა განკუთვნილი იმ საქმისთვის რაც მე (და ალბათ თქვენც) მჭირდება.
რომელი პროგრამით სარგებლობთ თქვენ?
--------------------
http://www.elita.ge -------------------- www.elita.ge ------------- elita.ge ----- *
|