გამარჯობათ,
ჩემს თანამრომელს მოუვიდა მაილი რომ მან გაიმარჯვა ზემოთ მითითებულ ბრიტანულ ლოტერეაში.
მინა პირდაპირი გითხრათ რომ ასეთი ლოტერეების მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი მაგრამ ამ შემთხვევამ ძალიან დამაინტერესა.
მოკლედ ეს ადამიანები აუწყებენ რომ მან მოიგო ეს თანხა, დიდ თანხაზეა საუბარი (100 ათას ფუნტზე) და ეს თანხა გათამაშდა ონლაინში მყოფ იუზერებს შორის და მას ერგო ეს ებნიერება.
შემდეგ საპასუხო წერილზე მათ გამოაგზავნეს ანკეტა რომელიც აუცილებლად იყო შესავსები და რომელიც გაგზავნილ იქნა ადრესატთან.
ამის შემდეგ ეს ანკეტა გადაეგზავნა თვითონ იმ ბანკს სადაც ჩემი თანამშრომლის სახელზეა შენახული დროებით.
http://www.halifax.co.uk/home/index.shtmlდა ამ ბანკის მენეჯერმა მოგვწერა წერილი, რომ მას სჭირდება ასლი მართვის მოწმობის რათა მხოლოდ ეს დოკუმენტი არის მისი პიროვნების იდენტიფიკატორი და გარდა ამისა კიდევ რაგაც საბუთი ბრიტანეთის იუსტიციის საბჭოდან.
ამის შემდეგ ჩვენ გაუგზავნეთ პასუხი რომ ეს ქალი არის საქართველოს მოქალაქე და ეს საბუთი მისთვის მიუწვდომელია.ხოდა თქვენი აზრით რამდენად რეალურია ეს ყველაფერი და თუ იცით რაიმე ასეთი ლოტერეის შესახებ.
შემდგომ მოვლენების განვითარებას სეგატყობინებთ.
თან საინტერესო ისაა რომ არავინ არ ითხოვს ანგარიშის ნომერს და ასე შემდეგ