გოგა
Алмазная колесница-ში იაპონიის ნაწილია ძაან მაგარი.
Пиковый валет ძაან სასაცილო მოთხრობაა.
თუმცა, ჩემი რეიტინგი მაინც შემდეგია:
1. აზაზელი: ამის გარეშე სხვა დანარჩენს აზრი არა აქვს, აქ ყალიბდება ფანდორინი, ფანდორინად.
2. Смерть Ахиллеса: უმაგრესია. ბევრს არ დავწერ, რომ ვისაც არ აქვს წაკითხული არ გავუტეხო მუღამი.
3. Любовник смерти: თუ არ წაგიკითხავთ, წაიკითხეთ, ძაან მაგარია, დიკენსის სტილშია დაწერილი და ძალიან მაგარი მთავარი გმირია (ფანდორინი მეორე პლანზე პრაქტიკულად)
4. Коронация - მაგარი რომანია და ძაან საინტერესო დეტალებია რომანოვების დინასტიაზე.

კარდუ
www.akunin.ru-ზეც ძალიან ბევრი წიგნია გამოქვეყნებული.
როგორც ამბობენ, აკუნინი გეგმავს, მომავალი წიგნის მოქმედება 1917 წელს გადაიტანოს და ფანდორინი რასპუტინს შეაჯახოს. მე მგონი საინტერესო იქნება.
* * *
ვიკა
დეკორატორი რამ მოგაწონა?

გული კინაღამ შემიწუხდა რო წავიკითხე. მკვლელის პერსონაჟი თითქმის არ შემიმჩნევია წიგნის ბოლომდე და თან ის ბიჭი შემეცოდა ძაან...