მოკლედ სულ ცოტა ხნის წინ თქვენ დაამატეთ "ფორუმის შესახებში" ქვეგანყოფილება "პრივატული თემები"
რომლებიც (მკითხველისთვის განვმარტავ რომელმაც არ იცის) განკუთვნილია ბანდადებული მომხმარებლისათვის (იქ მათ შეუძლიათ თემის გახსნა და ამა თუ იმ საკითხის გასაჩივრება)
ამ განყოფილების გაკეთების შემდეგ, გამოითქვა პროტესტი იგივე იმაზე რომ სხვები ამ თემებს ვერ ნახულობენ ან დაახლოებით ასეთი ტიპის პოსტები "მანდ მოდერები ერთი მომხმარებლის წინააღმდეგ არიან" და.ა.შ
ხოდა მოკლედ იდეა მაქვს რო ჩამოყალიბდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იქ გააწყვეტს მაგ საკითხებს...
ოღონდ ამ ადამიანთა ჯგუფს არ უნდა გააჩნდეს არანაირი სახის პრივილეგია (ანუ არც ფლუდ კონტროლი უნდა გაეთიშოთ, არც იმუნიტეტი არ უნდა ჰქონდეთ ბანსა და ვორნზე, ეს მხოლოდ იმიტომ რომ მომხმარებელში ისევ და ისევ ეჭვი არ გაჩნდეს რომ ეს ადამიანი მიკერძოებულნი არიან)
მოკლედ როდესაც გაჩნდება სადაო საკითხი, ეს ადამიანები უნდა შემოვიდნენ და უნდა დაწერონ მოდერატორს თვლიან მართლად თუ მომხმარებელს. (ნუ თავისი არგუმენტებით დასაბუთებით)
(ხო კიდე პატარა ჩართვა, აუცილებლად უნდა იყოს ამ ადამიანების რაოდენობა კენტი, რომ არ მოხდეს ისეთი გაუგებრობები როგორებიც არის ორი მხარის ისე გაყოფა რომ მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების რაოდენობა ტოლია)
მოკლედ რო მოხდება ამ ყველაფრის ჩამოწერა, უნდა იყოს ერთი ადამიანი რომელიც მიაწოდებს მთელ შეკრებილ ინფორმაციას (ლაკონურად რათქმაუნდა) სტატისტიკას თუ რამდენმა რომელს დაუჭირა მხარი და.ა.შ wolfspell-ს რომელმაც უკვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი:
ა) თუ ამ ადამიანებმა მოდერატორი დაასახელეს მართლაც, გასარჩევიც აღარაფერია პრინციპში
ბ) თუ მომხმარებელი დასახელდა "გამარჯვებულად" მაშინ ანუ თვითონ ბანის მოხსნა და.ა.შ და მოდერატორის გაფრთხილება, მოხსნა თუ რაც არის...
არც ის არის აუცილებელი რომ ეს ადამიანები ყოველთვის ერთი და იგივე პიროვნებები იყვნენ...
შეგიძლიათ მიჰყვეთ ჩვენი მთავრობის მაგალითს და ყველა პრობლემაზე სხვა და სხვა ადამიანები მოიყვანოთ, ან კიდევ უკეთესი მაგალითად თვეში ერთხელ ცვალოთ ეს ადამიანები...
ნუ როგორც არის ანუ...
ეს გააჩენს მემგონი მომხმარებელში ბევრად უფრო მაღალ ნდობას

( თუ ანუ ჩვეულებრივი მომხმარებლები მიიღებენ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას)
ხო ნუ დასახვეწია იდეა პრინციპში... მაგრამ რაღაც ამდაგვარის გაკეთება შეიძლება მგონი

P.S: მგონი პრინციპში "არ დაბანულ" იუზერებს შეიძლება რო Read-Only რეჟიმში ჩაერთოთ განყოფილება
This post has been edited by Erekle_var_Ra on 2 Nov 2010, 21:16