გადავავლე თვალი, რამდენიმე შენიშვნა მექნება თქვენის ნებართვით


ეს შესვლისთანავე ყველაზე დიდი მინუსი, ადევს ერთმანეთს ჰედერი და მენიუ

გაასწორეთ...
სიტყვა "მემბერი" არ არის ქართული, სწორია მომხმარებლები, მითუმეტეს არ ღირს ასეთი სლენგი როდესაც თარგმნის ბიზნესში ხართ, ასე ვთქვათ...
მაგრამ პრობლემა ის არის რომ როდესაც "მემბერს" ვაჭერ, Error-ს მიგდებს...
"Sorry, you don't have permission for that!"
+ ქვემოთ You do not have permission to view the member listing.
Need Help?
Click here to log in
Our help documentation
Contact the community administrator
ჯერესერთი ეს ნაწილიც გადათარგმნეთ, მერე თუ არ ხსნით მომხმარებლების სიას, მთავარი მენიუდან მაინც ამოიღეთ

აქვე ქვემოთ რეკლამების მხრივ კატასტროფა:

1 საბანერო ადგილას, თუ დამიჯერებ, არასოდეს, არასოდეს არ ჩასვა 1 ბანერზე მეტი
მითუმეტეს, როდესაც ეს ბანერები სხვადასხვა ზომის არის!

ჩატიდან ნიკების სხვადასხვა ზომები და ფერები მოაშორე, არაესთეტიკურია, დაიწეროს ყველა ერთნაირად

ეხლა რაც შეეხება კონცეფტს საიტის
ძალიან მაგარია სუბტიტრებს თუ წერთს, მაგრამ ნუ განაზოგადებ ფორუმს, უბრალოდ პირადი დიდი გამოცდილებით გეუბნები
ფორუმებთან მიმართებაში... უბრალოდ ვერ აცოცხლებ ზოგად ფორუმს, ის მუხტიც და კაი სიტუაციაც დაგეკარგება...
თუ სიტყვაზე მენდობი კარგი, თუ ამ აზრზე ძალიან მყარად დგახარ რას ვიზამ, მაგრამ თუ გინდა გრძელ ანალიზს გაგიკეთებ რატომ არ ღირს...
რაც ღირს და რაც უნდა აკეთოთ არის ისევ ანიმე/მანგა...
გაყავი ფორუმი 2 ნაწილად, მანგა/ანიმე
ისინი დაყავი (თუ ამდენი ხალხი ან რესურსი გაქვს) შონენი, სეინენი და.ა.შ რაც არის... ჰენტაიზე რავიცი, თან არ არის კარგი, თან აშკარად ყველაზე პოპულარული იქნება

იკამათეთ და ისაუბრეთ ისევ კონკრეტულ თემატიკაზე, ერთად-ერთი შანსია ჯი-ნეტში ფორუმის გადარჩენის...
მითუმეტეს ჯამპი კვირაში ერთხელ გამოდის, სალაპარაკო თემა სულ იქნება
რაც შეეხება თქვენ სუბტიტრებს, ვერც ვნახე და პრინციპში არც დრო მაქვს შესამოწმებლად
მაგრამ თვითონ Fullmetal-ი, მიუხედავად მაღალი ხარისხისა, ძალიან mainstream ანიმეა, ცოტა ნაკლებ პოპულარულებზე როგორ ხართ?
ანუ ბაზის მხრივ?
ან ძალიან პოპულარულებზე, მაგალითად ნარუტოზე ან one piece-ზე?

ახერხებთ ამდენი ეპიზოდების სუბტიტრების წერას?
წარმატებები