საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები !
ისტორია:ქართული კალათბურთის ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. 1922 წელს მოსკოვში გამართულ ვსევობუჩის (“ვსენაროდნოე ვოენნოე ობუჩენიე”) სპარტაკიადაში მონაწილე თბილისელმა მძლეოსანმა ალექსანდრე ჭელიძემ შემთხვევით ნახა ბოძებზე დამაგრებული კალათბურთის ფარები და უცხო თამაში. ჭელიძე საქართველოს მუშფაკის (შემდგომში – ინდუსტრიული ინსტიტუტი) ფიზკულტურულ წრეს ხელმძღვანელობდა და, თბილისში დაბრუნებულმა, მუშფაკის ეზოში (ახლანდ. უშანგი ჩხეიძის ქუჩა) კალათბურთის პირველი მოედანი მოაწყო. 1923 წლის მარტში ამ მოედანზე გაიმართა პირველი ოფიციალური მატჩი მუშფაკის ორ გუნდს შორის. პირველ კალათბურთელთა რიგებში იყვნენ გიორგი ეგნატაშვილის ტანვარჯიშული ჯგუფის წევრები – მიხეილ ცხვედაძე, გიორგი საყვარელიძე, ბორის გერასიმოვი, ალექსანდრე დავიდოვი, მიხეილ იზაშვილი და სხვები. 1924 წელს თბილისელ რკინიგზელთა თაოსნობით მოეწყო ტურნირი 6 გუნდის მონაწილეობით, რომელთაგან ერთი – “სინათლე” – იმავე წელს ამხანაგური მატჩების გასამართავად ბაქოში გაემგზავრა. “სინათლის” გამარჯვებით დამთავრდა თბილისის პირველი ჩემპიონატი (1925). იმავე “სინათლის” კაცთა და ქალთა გუნდებმა მოიგეს 1927 წელს ქუთაისში ჩატარებული საქართველოს პირველი ჩემპიონატიც. იმ პერიოდში თბილისში მომრავლდა კალათბურთის მოედნები. გუნდები ჩამოყალიბდა სპორტულ და პროფკავშირულ ორგანიზაციებში, ქართული დივიზიის ნაწილებში, სასწავლო დაწესებულებებში. პარალელურად, კალათბურთი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ქუთაისში კალათბურთის პირველი ფარი 1923 წელს აღიმართა გივი კილაძის თაოსნობით ე.წ. მესამე ლეგიონის ეზოში. 1926 წელს მოეწყო პირველი საქალაქო შეჯიბრება. იმავე წელს ქუთაისელი კალათბურთელები ბათუმს ეწვივნენ და ადგილობრივ გუნდებს შეხვდნენ. 1927 წელს ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭომ კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთში მიავლინა ალექსანდრე ჭელიძე. შეიქმნა კალათბურთის შემსწავლელი ჯგუფები, მოეწყო შეჯიბრებები, ჩამოყალიბდა აფხაზეთის ნაკრები, რომელიც აქტიურად ჩაება საქართველოს პირველობაში. კალათბურთით განსაკუთრებით დაინტერესდა სტუდენტი ახალგაზრდობა. მარტო თბილისის უნივერსიტეტს ათეულობით გუნდი ჰყავდა, საქალაქო პირველობის სხვადასხვა ჯგუფში კი უნივერსიტეტელთა 12 გუნდი გამოდიოდა. 1930-იანი წლების დასაწყისში საქართველოში რამდენიმე ძლიერი გუნდი იყო, რომელთა შემადგენლობაში გამოდიოდნენ ლევან ფალავანდიშვილი, ვლადიმერ და რობერტ მდივნები, ვახტანგ ციციშვილი, არჩილ წერეთელი, ლეონიდ ძეკონსკი, შალვა ყიასაშვილი, გიორგი ავალიშვილი, შალვა დიასამიძე, სურენ ოგანეზოვი და სხვები. 1934 წელს ვახტანგ ციციშვილმა შეადგინა კალათბურთის სასწავლო პროგრამა. მანვე სპორტსაზოგადოება “სტროიტელთან” ჩამოაყალიბა კალათბურთის პირველი სკოლა, რომელმაც შემდგომ არაერთი ცნობილი კალათბურთელი აღზარდა.
ქართული გუნდები სსრკ ჩემპიონატებში 1934 წლიდან ჩაებნენ. ომამდელ წლებში ყველაზე უკეთ გამოდიოდა თბილისის “ლოკომოტივი”. 1944 და 1946 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობდნენ ნოდარ ჯორჯიკია, ლეონიდ ძეკონსკი, ბორის სარქისოვი, გივი ახვლედიანი, მიხეილ ფილიპოვი, ოთარ სულაბერიძე და სხვები. შემდეგ ქართულ კალათბურთში ლიდერობდა თბილისის “დინამო”, რომელიც 1950, 1953, 1954 და 1968 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო, 1949, 1950, 1951 და 1969 წლებში – სსრკ თასის მფლობელი, 1962 წელს კი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა.
ქართველ კალათბურთელებს სსრკ ნაკრების შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო ტურნირში გაუმარჯვიათ, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში (ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია), მსოფლიოს (ზურაბ საკანდელიძე, ნიკოლოზ დერიუგინი) და ევროპის (ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ზურაბ საკანდელიძე, ამირან სხიერელი, სერგეი კოვალენკო, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი) ჩემპიონატებში. კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა დროს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ გიორგი ავალიშვილს, ლეონიდ ძეკონსკის, შალვა დიასამიძეს, მიხეილ კეკელიძეს, გერონტი ბაბახანიდს, გრიგოლ მეუნარგიას, ალექსანდრე მესხს, სულიკო თორთლაძეს და ოთარ ქორქიას. წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობის მწვრთნელთა ნაყოფიერმა მუშაობამ და კალათბურთელთა ოსტატობამ საქართველოს სახელი გაუთქვა კალათბურთის სამყაროში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გასამართავად ჩვენში ჩამოდიოდნენ ევროპის წამყვანი საკლუბო და ეროვნული ნაკრები გუნდები. 1958-72 წლებში თბილისს ოთხჯერ ეწვივნენ აშშ-ის კაცთა და ქალთა სამოყვარულო ნაკრებები.
ქალთა პირველი გუნდები საქართველოში 1930-იან წლებში შეიქმნა. მათგან საუკეთესო იყო თბილისის “ბურევესტნიკი”, რომელმაც სსრკ ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ (1965-66) დაიკავა მეორე ადგილი, 1969 წელს კი თასის გათამაშების ფინალში გავიდა. ამ გუნდში გამოდიოდნენ ელზა დურმიშიძე, ლიანა ქველიძე, ნელი ჯაფარიძე, ციალა ჯანელიძე, მედეა სურგულაძე, ალექსანდრა კოვზირიძე-რუსკინა და სხვები. ქართველ კალათბურთელ ქალთაგან ყველაზე ტიტულიანია ალისა ასიტაშვილი. მან სსრკ ნაკრებთან ერთად ორჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში (1954, 56).
1991 წლიდან ქართული კალათბურთი დამოუკიდებლად ვითარდება, 1994 წელს შეიქმნა საქართველოს კაცთა და ქალთა ეროვნული გუნდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობენ. რამდენიმე ქართველი კალათბურთელი ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობს, ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ზაზა ფაჩულია კი აშშ-ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის გუნდებში გამოდიან.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 4 ივნისს. 1992 წლის 10 ივლისიდან კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIBA) და ევროპის კალათბურთის კონფერენციის, ხოლო 2003 წლიდან ფიბა-ევროპის ფედერაციის წევრია. პრეზიდენტები: ალექსანდრე ალექსანდრე ჩხეიძე (1991-95), ავთანდილ საყვარელიძე (1995-97), გიორგი ქათამაძე (1998-2001), ბესიკ ლიპარტელიანი (2001 წლიდან).
ოლიმპიური თამაშებიI ადგილი
ზურაბ საკანდელიძე 1972
მიხეილ ქორქია 1972
II ადგილი
ოთარ ქორქია 1952
ნოდარ ჯორჯიკია 1952
გურამ მინაშვილი 1960
ვლადიმერ უგრეხელიძე 1960
ლევან მოსეშვილი 1964
III ადგილი
სერგეი კოვალენკო 1968
ზურაბ საკანდელიძე 1968
მიხეილ ქორქია 1976
ნიკოლოზ დერიუგინი 1980
მსოფლიოს ჩემპიონატიI ადგილი
ზურაბ საკანდელიძე 1967
ნიკოლოზ დერიუგინი 1982
III ადგილი
ანზორ ლეჟავა 1963
გურამ მინაშვილი 1963
ვლადიმერ უგრეხელიძე 1963
ზურაბ საკანდელიძე 1970
ევროპის ჩემპიონატიI ადგილი
ოთარ ქორქია 1947, 51, 53
ნოდარ ჯორჯიკია1947
ალისა ასიტაშვილი 1954, 56
გურამ მინაშვილი 1957, 59, 63
ვლადიმერ უგრეხელიძე 1961
ზურაბ საკანდელიძე 1965,67,69,71
ამირან სხიერელი 1965
მიხეილ ქორქია 1971
ნიკოლოზ დერიუგინი 1981
II ადგილი
მიხეილ ქორქია 1975, 77
III ადგილი
ოთარ ქორქია 1955
ზურაბ საკანდელიძე 1973
დღევანდელობა:მოთამაშეები:
ფაჩულია ზაზაპოზიცია: ცენტრი
დაიბადა: 1984 წელს
სიმაღლე: 210 სმ
-----------------------------------
ცქიტიშვილი ნიკოლოზპოზიცია: ფორვარდი
დაიბადა: 1983 წელს
სიმაღლე: 213 სმ
------------------------------------
ცინცაძე გიორგიპოზიცია: უკანა ხაზი
დაიბადა: 1986 წელს
სიმაღლე: 196 სმ
-------------------------------------
სანიკიძე ვიქტორპოზიცია: ფორვარდი
დაიბადა: 1986 წელს
სიმაღლე: 203 სმ
გამყრელიძე გიორგი პოზიცია: უკანა ხაზი
დაიბადა: 1986 წელს
სიმაღლე: 183 სმ
---------------------------------
მარკოიშვილი მანუჩარპოზიცია:მსროლელი
დაიბადა:1986 წელს
სიმაღლე:197სმ
-------------------------------
შერმადინი გიორგიპოზიცია:ცენტრი
დაიბადა:1989 წელს
სიმაღლე:2.16 სმ
----------------------------
შენგელია თორნიკეპოზიცია:მსუბუქი ფორვარდი
დაიბადა:1991
სიმაღლე:2.17
--------------------------------------
მეტრეველი ნიკაპოზიცია:მძიმე ფორვარდი/ცენტრი
დაიბადა:1991
სიმაღლე:2.12 სმ
-----------------------------------
ტორინ გრინიპოზიცია:მსროლელი/გამთამაშებელი
დაიბადა: 1985
სიმაღლე:1.83 სმ
------------------------------------------------------------
ქუინტონ ჰოსლიპოზიცია:ფორვარდი
დაიბადა:1984
სიმაღლე:1.98 სმ
-----------------------------------
ანატოლი ბოისაპოზიცია:მცველი
დაიბადა:1983
სიმაღლე:1.92 სმ
-----------------------------------
სრული შემადგენლობა:
გიორგი ცინცაძე (სოპოტი, პოლონეთი)
გიორგი გამყრელიძე (მიტელდოიჩერი, გერმანია)
ტორინ გრინი (აეკ, საბერძნეთი)
კოტე ტუღუში (ენერჯი–ინვესტი)
კოსტანტინე ტომარაძე (მონსონი, ესპანეთი)
ზაზა ფაჩულია (ატლანტა, აშშ)
მანუჩარ მარკოიშვილი (კანტუ, იტალია)
ანატოლი ბოისა (ენერჯი–ინვესტი)
ვიქტორ სანიკიძე (ბოლონია, იტალია)
თორნიკე შენგელია (ვალენსია, ესპანეთი)
მიხეილ ბერიშვილი (არიდანე, ესპანეთი)
ნიკა მეტრეველი (ფორენტინო, იტალია)
ლევან შენგელია (როდ აილენდი, აშშ)
ქუინტონ ჰოსლი (პეტკიმი, იზმირი, თურქეთი)
გიორგი შერმადინი (პანათინაიკოსი, საბერძნეთ
თორნიკე შენგელია (ვალენსია, ესპანეთი)----------------------------------------------------
ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა დაასრულა ევროპის შესარჩევი ტურნირი და მისი ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. ბურთების შეაფრდების გამო ჩვენი ნაკრები ყველაზე ცუდი მეორეადგილოსანი აღმოჩნდა და ამის გამო პირდაპირ ადგილზე გასვლა ვერ მოვახერხეთ მაგრამ ამით ჩვენმა ნაკრებმა ასპარეზობა არ დაასრულა. გაისათ გაიმარეთება ახალი რაუნდი რომლის სისტემა ჯერ კიდევ გაურკვეველია და იმედია ფიბა მალე მოაბავს ამ საქმეს თავს !
შედეგები:
საქართველო-პოლონეთი 84-65
ბელგია-საქართველო 74-64
პორტუგალია-საქართველო 73:57
ბულგარერთი-საქართველო 79 - 83
პოლონეთი-საქართველო 67 - 58
საქართველო-ბელგია 63 - 86
პორტუგალია-საქართველო 80-57
საქართველო-ბულგარეთი 94-83ჯგუფის საბოლოო სახე:
1. ბელგია-----8-----6/2----604/580------14
2. საქართველო-----8----5/3----599/568-----13
3. ბულგარეთი----8------4/4-----638/600------12
4. პოლონეთი-----8-----4/4------607/579------12
5. პორტუგალია-----8-----1/7-----518/639-----9ჩატარებული შეხვედრების ვიდეო ჩანაწერები:
1. საქართველო - პოლონეთი
http://www.megaupload.com/?d=CQGZ5TME2.ბელგია საქართველო
http://www.megaupload.com/?d=9PIJP1SU3.საქართველო - პორტუგალია
http://www.megaupload.com/?d=5N07N2LK4.ბულგარეთი-საქართველო
http://www.megaupload.com/?d=YPZWQ8J8პაროლი არქივებზე: www.babaduli.de
------------

წინა თემები:
ქართული კალათბურთი. III ნაწილიქართული კალათბურთი, IV ნაწილიქართული კალათბურთიქართული კალათბურთი,ქართული კალათბურთიქართული კალათბურთიწინა თემის ტოპ მპოსტავები:
ZeroZero------136
Sno--------------88
giog81------------79
Shurige-----------48
Ghveda-----------44
alikantura---------41
Gujinio ------------40
Back_To_Back----40
goga_88-----------33
NVIDIA MAN----33
This post has been edited by იაგანა_Godfather on 31 Aug 2010, 23:28