სრულიად შემთხვევით გადავაწდი ინტერნეტში სულ სხვა რაიმეს ძიებისას ალექსანდრ არხანგელსკის ძალიან საინტერესო ფილემების სერიას საბჭოთა კავშირში რელიგიის შესახებ 60-80-იან წლებში.
ეს მთელი ისტორიაა, იმის შესახებ, თუ როგორი იყო რელიგიური ცხოვრება საბჭოთა კავშირში, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ინახავდნენ ცოცხალ რწმენას, როგორ ხდებოდნენ ცნობილი საბჭოთა მეცნიერები საიდუმლო მღვდლები და ა. შ.
რამდენიმე ისტორია, მაგალითად, სერგეი ავერინცევზე ან ალექსანდრ მენზე მეც ვიცოდი, მაგრამ ბევრი რამ მართლა გავიგე.
საინტერესოდაა აღწერილი ის ურთიერთობაც, რომელიც მაშინ იყო კონფესიებს შორის.
რომ დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ თითქმის არაფერი ვიცით საქართველოში რა ხდებოდა ამ დროს. მიდიოდა თუ არა საიდუმლო რელიგიური ცხოვრება?
ვიფიქრე, რომ ეს ფილმები აქაური პუბლიკისთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო.
http://video.yandex.ru/users/woodyalex/view/681/#http://video.yandex.ru/users/woodyalex/view/682/#http://video.yandex.ru/users/woodyalex/view/683/#http://video.yandex.ru/users/woodyalex/view/684/#
Кто делает, тот не понимает. Кто понимает, тот не делает. Он занимается пониманием.
А. П.