ბევრი ამბობს რომ ინტერნეტი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა. ეთანხმებით ამას? თუ არა, მაშინ გვითხარით რა არის თქვენი აზრით უფრო მნიშვნელოვანი? მოიყვანეთ არგუმენტები თქვენი შეხედულების დასამტკიცებლად.
ინტერნეტი ძალიან დიდი ხნის მანძილზე იკავებს ერთ ერთი საუკეთესო გამოგონების ადგილს კაცობრიობის ისტორიაში. 10 წლის წინ არავინ იცოდა ინტერნეტის შესახებ, ახლა კი ყველას სახლიდან შეუძლია მისი გამოყენება. თავდაპირველად ინტერნეტს იყენებდნენ კომუნიკაციისთვის, მაგრამ ის უფრო მეტს მოიცავს ვიდრე ელ-ფოსტა, ინტერნეტ გვერდები და საკომუნიკაციო ოთახებია (აქ არ ვიცი რა იგულისხმება, შეიძლება ჩათ-რუმებზე საუბარი).
მე ვფიქრობ, რომ ინტერნეტი ყველა დროის უმნიშვნელოვანესი გამოგონებაა, რადგან ის საშუალებას გვაძლევს ვესაუბროთ ადამიანებს პლანეტის (მსოფლიოს) სხვადასხვა წერტილებში. ის ერთ ჭერქვეშ აქცევს მთელ მსოფლიოს.
გარდა იმისა, რომ კომუნიკაციის ძალიან ცივილიზირებული ფორმაა, ეს არის ადგილი სადაც შეგიძლიათ აწარმოოთ ბიზნესის საქმეები, გქონდეთ საბანკო სერვისი, მოძებნოთ სამსახური, აირჩიოთ საავიაციო ბილეთები, შეიძინოთ სასურველი საქონელი და ამასთანავე, ეს არის ადგილი სადაც შეძლებთ კარგად გაერთოთ.. ინტერნეტი ინფორმაციის დიდი ფანტანია, რაც გაინტერესებთ და გინდათ რომ იცოდეთ, ყველაფრის მოძებნა შეგიძლიათ GOOGLE-სა და YAHOO-ს მეშვეობით, ამასთანავე ინტერნეტი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ თქვენი დრო, რომელსაც დახარჯავდით ენციკლოპედიებსა და ბიბლიოთეკებში ამავე ინფორმაციის მოსაძებნად.
ინტერნეტის ყველა ამ უპირატესობის პარალელურად თქვენ შეხვდებით ბევრ არასასურველ მომენტს, მაგალითად უცხო ადამიანებს შეეძლებათ თქვენი პირადი ინფორმაციის წაკითხვა. ინტერნეტში ბევრი ვირუსია, სპამები და პორნგრაფია, რომლისგანაც ბავშვებს ვერ დაიცავთ როცა ისინი ინტერნეტს გამოიყენებენ.
ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტის უპირატესობების ზურგს უკან დგას მისი არახელსაყრელი პირობები, ის მაინც ყველა დროის საუკეთესო გამოგონებაა.