http://liberali.ge/node/3763161-ე სკოლის მოსწავლეების ნაწილს პოლიციელები სკოლაში ესაუბრნენ, ნაწილს კი სახლში მიაკითხეს.სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები ამბობენ, რომ 9 ნოემბრის აქციის მეორე დღეს, პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები მათ ერთ საერთო კითხვას უსვამდენ: ესწრებოდნენ თუ არა აქციას პარლემენტის წინ.„ჯერ სკოლაში მოვიდნენ და ბავშვების ნაწილს იქ ესაუბრნენ. მე სახლში ათი წუთის მისული ვიქნებოდი, რომ იქაც მოვიდა ფორმაში ჩაცმული ადამიანი, უბნის ინსპექტორი ვარო, ასე წარგვიდგინა თავი. ჯერ დედაჩემის, მამაჩემის მონაცემები ჩაინიშნა, ხოლო ჩემი მონაცემები რომ უნდა მეთქვა, უცებ თვითონ მითხრა -
შენი უკვე ვიციო. კი გამიკვირდა, საიდან ჰქონდა ჩემზე ინფორმაცია, მაგრამ მერე ისიც დააყოლა:
რა გინდოდა აქციაზე რომ მიდიოდიო!" - ყვება ერთ-ერთი მეთორმეტეკლასელი.
მისი თანაკლასელის მშობელი კი ამბობს, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანი 10 ნოემბერს მათ სახლშიც მივიდა : „ნორმალური ბიჭი იყო. მხოლოდ ის ჰკითხა ჩემს შვილს, აქციაზე იყავი თუ არაო და ჩვენი მონაცემები ჩაიწერა: სად ვმუშაობთ და ა.შ. რატომ იყავი, ან არ უნდა წასულიყავი აქციაზეო, ამის მსგავსი არაფერი უთქვამს."
იგივეს სკოლის სხვა მოსწავლეებიც ჰყვებიან. ზოგის თქმით,
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ის მოსწავლეები მოექცნენ, ვისზეც სკოლაში მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა უკვე იცოდნენ, რომ აქციაში მონაწილეობა მიიღეს. თუმცა, მშობლებისა და მოსწავლეების ნაწილს - მათ ვისაც „ლიბერალი" ესაუბრა, „პრობლემების შიშით" საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურთ, იმ მოსაწვლეების სახელებს კი, ვინც ღიად გვესაუბრა, „ლიბერალი" შეგნებულად არ ასახელებს.
სკოლის მშობლები და მოსწავლეები ასევე იხსენებენ,რომ პოლიციის თანამშრომლები სკოლის სხვა მოსწავლეებთანაც მივიდნენ და თითქმის ყველა მეთორმეტე კლასელი შეამოწმეს, ესწრებოდნენ თუ არა აქციას.
სკოლის დირქტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ამზაშვილის თქმით, სკოლის დირექციისთვის მოსწავლეების პირადი მონაცემების გადაცემის შესახებ არავის მიუმართავს, " მოსწავლეებმა კი მითხრეს, რომ ზოგიერთ მათგანთან სახლში მისულა პოლიცია. არ ვიცი ეს მოსწავლეები მართლა იყვნენ თუ არა აქციაზე, ჩვენ ამის გარკვევა არ დაგვიწყია, ვინ წავიდა და ვინ არა," ამბობს ამზაშვილი.
კითხვაზე შეეძლოთ თუ არა მანდატურებს ამ ინფორმაციის პოლიციისთვის მიწოდება თამარ ამზაშვილმა განაცხადა: „ არ ვიცი სკოლაში მოქმედმა სხვა რომელიმე სამსახურმა თუ მიაწოდა ინფორმაცია და ითანამშრომლა."
161-ე სკოლა ერთ-ერთია, რომლის სკოლის დირექტორმაც მოსწავლეები აქციის შემდეგ თანმდებობა დატოვა. რამდენიმე ასეული თბილისელი მეთორმეტეკლასელი 9 ნოემბერს პარლამენტის წინ შეიკრიბა და წლის ბოლოს დანიშნული რვა საატესტატო გამოცდის შემცირაბას ითხოვდა. 161-ე სკოლის ყოფილი დირეტორის, მიშა მინდაძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი კი უკვე სკოლის სამერვეო საბჭომაც განიხილა. „პირველი კენჭის ყრის შემდეგ საბჭომ ჩემი განცხადება გადადგომის თაობაზე არ დააკმაყოფილა, მე იძულებული გავხდი რომ საბჭოსთვის კიდევ ერთხელ ამეხსნა და დამესაბუთებინა ჩემი სურვილი, რის შემდეგაც, განმეორებით კენჭისყრის შემდეგ, მე უკვე აღარ ვარ სკოლის დირექტორი," აღნიშნა მინდაძემ.
კიდევ ერთხელ გეუბნებით- საქმე არ შეეხება "რაღაც" გამოცდებს , რომელიც გთხოვთ განათლების განყოფილებაში განიხილოთ .
მგონი წესით უნდა მიხვდეთ ,თუ რა იწვევს ჩემს პროტესტს .