პირველ რიგში გთხოვთ ეს თემა აბანოში არ გადააგდოთ სანამ მასვე ბოლომდე არ წაიკითხავთ

.
ტაკს...
გთავაზობთ ამ მულტიკის მრავალსერიანი სცენარის შექმნას. პირველ "სერიას" შემოგთავაზებთ ამ პოსტში და ამის მერე ყველა მსურველს შეუძლია განაგრძოს ისტორია. ყველა სერია უნდა იყოს რა თქმა უნდა რაც შეიძლება უფრო ბოროტი და სისხლიანი, გეძლევათ თავისუფლება ფანტაზიის მხრივ, ასე რომ ა ბურთი და ა მოედანი.
პირველ რიგში გთავაზობთ ჩვენ ორი ძირითადი პერსონაჟის მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს.
ინგლისურად - Itchy and Scratchy!
რუსულად - Щикотки и царапки!
და ამიერიდან ქართულად - ფხანა და ფხეკვა (ბოდიშით რომ უკეთესი თარგმანი ვერ მოვიფიქრე)
ფხანასქესი - სავარაუდოდ მდედრებოთი, წყარო - ნუ კატაა იტოგში და უფრო ქალს გავს, მეორე წყარო - სავარაუდოდ მისი სახელი წამოვიდა სახელ "ხანა"-სგან,(ხანა, ფხანა) რომელიც წარმოადგენს ქალის სახელს.
განათლება - კავკასიის ბიზნეს სკოლის პირველი კურსი, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ლომაის რეფორმების მიხედვით ამ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებამ ვერ გაიარა აკრედიტაციაა, ჩვენი გმირი პრაქტიკულად უდიპლომოდ მოგვევლინება ახლო მომავალში.
ჰობი - უყვარს "ვისკასის" პაკეტების შეგროვება, ასევე უყვარს ყოველ სერიაში გარდაცვალება ბრუტალური გზებით და მერე კვლავ გაცოცხლება.
ოცნება - სძლიოს "ფხეკვას
ფხეკვასქესი - მამრობითი (ნუ ერთი თუ მდედრია, მეორე მამრი ხომ უნდა იყოს, დაუწერელი კანონია...)
განათლება - 53 სკოლაში მე-11 კლასშია ჯერჯერობით და ფიქრობს მედიკოსის კარიერაზე(კიდევ კაი კოლეჯში არ ჩააბარა)
ჰობი - უყვარს შპროტის ბანკების შეგროვება და კატების კუდებზე მობმა, მერე ბევრს იცინის ხოლმე.
ოცნება - გაიცნოს მისი უგზო უკვლოდ დაკარგული ბაბუა სახელად ჯერი
აი მათი მოკლე მიმოხილვა. ახლა კი პირველი სერია
"ფხანა და ფხეკვა"
პირველი სერია - Не тормози сникерсни! ერთხელ ფხანა ფხეკვა დაძმობილდნენ. მოხდა ეს შემდეგი გზით, მივიდა ფხანა ფხეკვასთან და ეუბნება: "ბჯო გვეყოფა ჩხუბი, როდემდე შეიძლება გაგრძელება, მოდი ძმები გავხდეთო." რაზეც ფხეკვამ უპასუხა: "რაზეა ძმაო ბაასი, წამო თუ გინდ ახლა ტრასაზე გავისეირნოთ და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ."
და წავიდნენ... ტრასაზე. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მაგრამ ფხანა მიხვდა, რომ ძლიერ მოშივდა, წამო აქვე შევიაროთ, კარგი საპურმარილე ვიცი "ჟორა და ბებო" ქვია, შესთავაზა მან თავის ძმობილს. წავიდეთ რა, მეც მაგრად მშია, უპასუხა მისმა პატარა მეგობარმა.
"ჟორა და ბებო"-ში ფხეკვამ ერთი ნაჭერი ყველი შეუკვეთა, დასალევად კი სუპერ-პუპერ ენერჯაიზერი.
ფხანამ თავის მხრივ თავის მხრივ სვეტსკაობას არ მიყწო ხელი და ამიტომაც 15 ხინკალი შეუკვეთა... და 2 ქაბაბი.
20 Минут спустя...
ზის ჩვენი ფხეკვა და სვეტსკად მიირთმევს ყველს თან სუპერ პუპერ ენერჯაიზერს აყოლებს.
ფხანა კი აი ასე მშიერი ელოდება ხორცს, ბოლოს ვერ მოითმინა და ბოროტმა აზრებმა შეიპყრეს.
აი რა იხარშებოდა მის ტვინში: რის ძმობა, რა ძმობა, საქმე საჭმელზე მიდგა, მშია, ახლა გავალ სამზარეულოში, მერე ამასაც მანდ შევიტყუებ და მერე მეყოლოს კარგ ძმად მუცელში.
ხოდა ადგა ფხანა და გაეშურა სამზარეულოს, სიტუაციაა შეათვალიერა, Мясорубка მოამზადა და ბოლო 6 თეთრით ფხეკვას სმს-იც გაუგზავნა.
ფხეკვა კითხულობს სმს...
From: Enemy! (ALERT, ALERT, ALERT)
Received: 15.31 p.m
მოდი აქ ბჯო მაგარი პონტია, ერთი წუთით მოდი.
და აი აქ მიხვდა ჩვენი ფხეკვა რომ რაღაც ნიტო ხდება, ამიტომაც ენერჯაიზერი ბოლომდე დალია და გაეშურა მტრის დასათრგუნავად. ახლა კი გეტყვით, რომ მან ენერჯაიზერი ტყუილად არ შეუკვეთა, მან ყველაფერი წინასწარ გათვალა, ენერჯაიზერი კი უბრალო რამე არ იყო. ის ნებისმიერი არსების ძალებს აათმაგებდა.
ამიტომაც როდესაც ფხეკვა ფხანასთან მივიდა მან ბევრი არ იფიქრა, პირდაპირ აიყვანა ის ხელში, ჩატენა "ხორცის გამტარ მანქანაში" და შემდგომ მიღებული ფარშიდან კატლეტები შეწვა.
"ეხ... მეგობარო, არ გინდოდა პო ხოროშემუ არა? ხალასო... " თქვა მან, კატლეტები პაკეტში შეახვია და გარეთ ცუგას სახელად სპაიკს პროვიზია შესთავაზა. სპაიკმა დიდი სიამოვნებით მიირთვა კატლეტები და სულ მადლობები უხადა ფხეკვას.
The End
ბაააააააააააც... პირველი სერიის დასასრული. (ისმის მუსიკა ტიპა ტარარარარა უუუუტარარა)
მორალი: არ დაუძმობილდე შენს მტერს.
This post has been edited by Facet on 24 Mar 2005, 16:34
მიმაგრებული სურათი