აქ იმაზე კი არ არის საუბარი პოზიცია ხარ თუ ოპოზიცია.
სულერთია ვინც არ უნდა იყო, გინდ სააკაშვილის N 1 ფანი იყო , ასეთი დაბალი დონის რაღაცეები არ უნდა გიზდავდეს თუ თავმოყვარეობა გაქვს საერთოდ.
ასეთ დაბალ დონემდე არ უნდა დაეცე ვის მხარესაც არ უნდა იყო.
ეს არის სრული იდიოტიზმი, უნიჭობის და სრული მარაზმის ზეიმი. როგორ შეიძლება ეს მოგწონდეს?
მე ვფიქრობ ზუსტად მთავრობის მხარდამჭერებს არ უნდა მოსწონდეთ ეს პირველ რიგში,
იმიტომ რომ ეს არის თავის ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაგდება, თავის მასხრად აგდებაა.
ადამინი აი ამ დონეს თუ ვერ ცდება ცუდადაა მისი საქმე, აღარ ააქვს მნიშვნელობა პოზიციაა თუ ოპოზიცია, იმიტომ რომ ის არის ამება ან ქალამანა, რომლის აზრს არასდროს არ ექნება არც წონა და არც ფასი.
და არამხოლოდ აზრს, არამედ არსებობასაც...
რა ვიცი... მგონი მეტი თავმოყვარეობა გმართებთ, ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები გაცილებით მაღალ დონეზე შეგვიძლია ვებრძოლოთ ერთამნეთს...
ამ დონის მარაზმებზე ყველას ერთნაირად უნდა ერეოდეს გული.
ქართველობა და კაცობა არ დავკარგოთ ესაა მთავარი...
დათა თუთაშხია, წერეთლის გამზრდელი გაიხსენეთ... აი როგორ უნდა მოექცეთ მტერს.
ასე არ უნდა დაეცე საიმისოდ რომ ვინმე დაამარცხო, მასეთ დონემდე დაცემული ვერავის ვეღარ მოერევი,
რჩევაა უბრალოდ.