.... ხო, რაც მთავარია კარი ღიაა, უკრაინასთან ერთად გველოდებიან
/////////////////////////////
მაშ ასე,
''ფერადი სათვალეების'' მოხსნისას ნათლად ვხედავთ, რომ რუსეთისა და ''ნატო''ს
ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპია დაწყებული და ახლო მომავალში
მათი თანამშრომლობა ისეთ სიღრმეებს მიაღწევს
რაც გამორიცხავს გაუთვალისწინებელ დიპლომატიურ დაპირისპირებებს მათ შორის.
( რაც შეეხება ბუქარსტის დაპირებების შესრულების თარიღს... აქ კომენტარის ზედმეტია)
სხვათაშორის,
''ნატო''ს კარები რომ კარგი ხნით დაიკეტა საქართველოსათვის ეს ერთია, ხოლო ის რომ
ეს ორგანიზაცია თავის სტრატეგიულ მომავლის გეგმებს ჩვენ მტერს უკავშირებს,
ეს მეორე და გაცილებით მნიშვნელოვანია.
აქედან გამომდინარე ლოგიკური შეკითხვა იბადება იმის შესახებ:
ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ? 1. ორიენტაცია ''ნატოზე'' უნდა გაგრძელდეს, ისე როგორც გახმოვანებული პროდასავლური კურსი და ა.შ..
2. გაიზარდოს ორმხრივი ურთიერთობათა როგორც ხარისხი, ოდენობა, ასევე მნიშვნელობა
არამარტო ა.შ.შ.თან, არამედ ისეთ დამოუკიდებელ ძალებთან როგორიცაა:
ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, ირანი, ბრაზილია და ა.შ...
3. რადგანაც ამ ბოლო დროს აშკარად გამოიკვეთა თურქეთის საგარეო ურთიერთობათა პრიორიტეტები
რაც პირველ ყოვლისა დაკავშირებულია კავკასიის რეგიონში რუსეთის ხარჯზე გავლენის
გაზრდის მცდელობაზე,
მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად განისაზღვროს თურქეთი... შესაბამისი ქმედებებით.
4. გააქტიურდეს დაწყებული ე.წ. ''ერთიანი კავკასიის შექმნის იდეაზე'' მუშაობა და კონკრეტული ქმედებანი.
5.გააქტიურდეს ქმედებანი რათა საქართველომ მთავრი დამაკავშირებელი და
სტრატეგიული როლი ითამაშოს ''თურქეთი/ჩრ.კავკასია/ირანის სამკუთხედში''
This post has been edited by wano on 16 Nov 2010, 19:37