ტაქსის მძღოლად ქალი მინახავს, ცალხელა ტაქსისტიც... ძალიან მოხუციც, ისეთი ნაგლიც რომ 2 კმ 5 ლარი მომთხოვა

მაგრამ კაბოსანი მორჩილი (თავიდან მღვდელი მეგონა) ტაქსაობდეს პირველად ვნახე გუშინ, სახლში მიმიყვანა...
მაგრად დავიბენი რა...
გავაჩერე ტაქსი, მძღოლს ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული საპატრიარქოს რადიო, პირჯვარს იწერდა ხშირად, ოხრავდა და უფალს ადიდებდა, ვუყურებ კაცს და ვხედავ სასულიერო პირის კაბა აცვია, წვერებიც საკმაოდ დიდი... ვეკითხები მღვდელი ხართთქო და მიპასუხა- სვეტიცხოველში ვარ შვილო მორჩილიო.. ცოლიანი ვარ და მიჭირსო, ნუ ე.წ. თეთრი სამღვდელოებაო...
გზაში ცოტა იქადაგა კიდეც, ბოლოს მეუბნება საპატრიარქოს პრესცენტრის- მამა დავით შარაშენიძის ნათესავი ვარო, და მეუფე გერასიმე ჩემი ბიძააო

ამან სულ დამაბნია
არ ვხუმრობ ხალხნო, და საღადაოდ არ გამიხსნია თემა, მართლა მაინტერესებს ვინ არის ეს კაცი, რელიგიური აფერისტია თუ ვინაა? არა და არ გავდა ფსიქიკურად შეშლილს ან მატყუარას...
ვინმე იცნობთ ან შეგხვედრიათ ეს პიროვნება?