ესეც მე-2 ტესტი-" გასეირნება ქვეცნობიერში"... ვერ დავმალავ

-ეს ნამდვილად მე ვარ!

შედეგები:
თქვენი ცოდნა პროფესიულ სფეროში საკმაოდ ძირფესვიანია, თანაც განუწყვეტლივ ცდილობთ ამ ცოდნის გამდიდრებას.
თქვენ „მარცხენა ნახევარსფერული“ აზროვნების ადამიანი ხართ. სწრაფად და ძირეულად აანალიზებთ სიტუაციას და ანალიზისას ორიენტირებული ხართ დეტალებზე. ადამიანები, აზროვნების მსგავსი ყაიდით, აქტიურად ეჭიდებიან პრობლემებს. პრობლემებისადმი მიდგომა ლოგიკურია, განიხილავთ მათ და მსჯელობთ ამა თუ იმ პრობლემაზე. ინტუიციას მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობისას მიმართავთ. ცხოვრებას რეალურ საფუძველზე აწყობთ, გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებთ ყველა ფაქტიურ დეტალს. გირჩევნიათ საკუთარ ცხოვრებას თავად აკონტროლებდეთ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებთ და იმის ცოდნაც გჭირდებათ – ვის რა უნდა მოჰკითხოთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ვალდებულებები და მოვალეობები. მომართული ხართ მიზნის მისაღწევად.
თქვენი მეგობრები გამორჩეულად კარგებიც უნდა იყვნენ და ყოველთვის უნდა შეეძლოთ დახმარების გაწევა, მათ შორის მატერიალურისაც. მეგობრობა თქვენთვის მთელი რიტუალია. მეგობრები გჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარ მნიშვნელობას გრძნობდეთ.
თქვენი დამოკიდებულება მეგობრობისადმი სერიოზულია. მზად ხართ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ მეგობრობის ტვირთი ბოლომდე ზიდოთ, საკუთარი ინტერესების ხარჯზეც კი. თქვენ მეგობრობის მონა–მორჩილი ხართ და იმედი გაქვთ, რომ ასეთივე იქნება თქვენდამი დამოკიდებულებაც თქვენი მეგობრების მხრიდანაც.
როცა რთული და პრობლემური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებით, მარტო არ ღებულობთ გადაწყვეტილებას, ყველაფერს კარგად მოიფიქრებთ და მერე მოქმედებთ.
სიყვარულში: თქვენი იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი და ტკბებით ამ ურთიერთობით.
როგორ იქცევით, როცა პრობლემა გაქვთ: უმეტესწილად თქვენს პრობლემებს თავად წყვეტთ ისეთად, რომ ამის გამო სხვას რაიმე პასუხისმგებლობა არ დააკისროთ.
თქვენი ჩათრევა რაიმე ცუდ საქმეში ძნელია. ყოველთვის იცავთ დისტანციას. მოვლენების კურსში კი ხართ, მაგრამ უფრო შორს არასოდეს მიდიხართ.
თქვენ საკმაოდ გულმოწყალე ადამიანი ხართ და ყოველთვის მზად ხართ ყველას დასახმარებლად.
თქვენი ცხოვრება სწრაფ ტემპში მიდის. ცოტა გადაიღალეთ და გინდათ ამოისუნთოთ. შეეცადეთ, რომ სადმე წახვიდეთ და კარგად დაისვენოთ.
წარსულში სერიოზული პრობლემები გქონდათ. ცდილობთ დაივიწყოთ ეს პრობლემები და არასოდეს გაიხსენოთ. სასურველი იქნებოდა, ფსიქოლოგისათის მიგემართათ.
თქვენ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი მომავლისადმი. ცისარტყელას ფერებში ხატავთ საკუთარ მომავალს და რაღაც გარკვეული გეგმებიც გაქვთ.
ნათესავებთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ. გესმით ერთმანეთის და ხშირადაც დადიხართ სტუმრად. საერთო ჯამში, იდეალური ურთიერთობაა და თქვენთვის ყველაფერი მისაღებია.
რამდენიმე ოცნება გაქვთ, რომელთა განხორციელებაც გსურთ, მაგრამ ამ წუთისათვის ისინი მაინც ოცნებებად რჩება.