ხალხოოო ვინმემ მირჩიეთ რა ვქნა, ჩემი ძმა თამაშობს რაღაც საშინელ თამაშს ონლაინში, ვარკრაფტს, ვეღარ ეშვება უკვე ნარკომანივითაა. დღეში 12 საათი და ხანდახან მეტი ხანი ზის კომპიუტერთან.
თავიდან დავანებე თავი იქნებ მობეზრდესთქო მაგრამ უარესი მოსდის და მაგარი აგრესიული გახდა.
ბოლოს იმდენად გადამიყვანა ჭკუიდან რო კომპიუტერი წავიღე სახლიდან, იქნებ ამან მაინც უშველოსთქო.
ამის მერე ისეთები დაემართა რო ვერ აგიხსნით, ყვირის, ტირის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჰგონია რო ყველას გვეზიზღაბა და ამბობს რო თავს მოიკლავს. მთელი ოჯახი დაპანიკებულია უკვე მაგრამ არ ვიცით რა ვქნათ. მგონია რომ ნამდვილად ან თავის თავს დამართებს რამეს ან ჩვენ. 24 წლისაა პატარა არ გეგონოთ. მიშველეთ რამე, ან ვინმე ფსიქოლოგი თუ ხართ ან არ ვიცი, პანიკაში ვარ