სერიოზული თემები შემოგვაკლდა
ეს თემა ცოტა ბანალურია მაგრამ ვეცადოთ უფრო არაბანალური რაღაცეები დავპოსტოთ

ხო
ახლა კითხვა:
მიზეზი რისთვისაც საყვარელ ადამიანს მიატოვებდით
ანუ ღირს თუ არა სიყვარული ყველად და ყველაფრად?
სიტუაციები:
1. უბრალოდ განსხვავდებით ერთმანეთისგან პროფესიით, გარეგნობით, ინტერესებით, აზრივნებით, გემოვნებით (ერთი სიტყვით ყველაფრით)

2. იცი რომ მისი სიყვარულით შეიძლება გული ატკინო იმ ადამიანებს რომლებიც ძალიან გიყვარს. შეიძლება ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოს (მაგალითად დედას არ მოსწონს შენი რჩეული რაც ასე ხშირია დრეს ჩვენში ამის გამოა ამდენი "მონსტრდედამთილი" მონსტრსიდედრი")
3. არჩევანის გაკეთება გიწევს (კარიერა თუ სიყვარული) ვთქვათ საზღვარგარეთ მიდიხარ სწავლის გასაგრძელებლად ან სულაც საცხოვრებლად.
5. არ გეუბნება რომ უყვარხარ, არ დგას შენი ფანჯრის წინ და არ მღერის სერენადებს, არ ცეკვავს შენ დაკრულზე (არადა შენი დაქალების შეყვარებულები სულ ასე იქცევიან

)
6. არ მოსწონთ შენს დაქალებს შენ პრესტიჟულ უბანში დაიბადე ის კი ნახევრად "სოფლელია" ხოდა არ მოწონთ რა ( სხვათა შორის რაღაც ასეთი ისტორია უკვე მოვისმინე თანაც ჩემდაგასაკვირად არათინეიჯერისგან)
7. იცი რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი დამთავრდება.
8. უბრალოდ მაზოხისტი ხარ... არ გინდა დაშორება მაგრამ ასე თვლი საჭიროდ და უნდა დაშორდე.უბრალოდ ასე თვლი საჭიროდ. გსიამოვნებს რომ ცუდად ხარ და იტანჯები....ნუ მთლად არ გსიამოვნებს მაგრამ ასე გამოდის ან კიდევ მაგალითად:
"მე არა ვარ მისი ღირსი"
" ის ჩემზე მეტს იმსახურებს" (იმას არ ეკითხებიან უნდა თუ არა მასზე მეტი)
"ის ჩემს გარეშე უფრო ბედნიერი იქნება "(ეგოისტი იმიტომ რომ შენ არ ნახავ როგორი უბედურია და თავს თუ დაირწმუნებ ჩემ გარეშე უფრო ბედნიერი იქნებაო გგონია რომ ასე იქნება)
რავიცი კიდე უამრავი რომანტიკული სისულელე.
ხო
რახან რაულა დაგვეკარგა და იმედია ამ საკითხს ანალიტიკურად მიუდგებით და არა რომანტიკულად.
ვიცი რომ სიტუაციები განსხვავდება და ადამიანებიც განსხვავდებიან ვინ როგორ უყურებს ამ საკითხს მაგრამ თქვენ თქვენი თქვით
რომელ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდით
რისთვის ღირს სიყვარულზე უარის თქმა?
რა არის პრიორიტეტი "სხვა დანარჩენი" თუ სიყვარული?
ანუ რისთვის მიატოვებდით ადამიანს რომელიც გიყვართ?
ანუ რისთვის ვირთულებთ ცხოვრებას?