Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(18)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ნოდარ დუმბაძე ☼
, ☼ nodardumbadze.ge
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14856
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04
#25804521
· 3 Jun 2011, 20:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ის რაც ყველაზე მეტად მიყვარს.... დუმბაძე...
თემის პირველი ნაწილი
ნოდარ დუმბაძე
-მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა აალებული და მოგიზგიზე სული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს, უკვე რამდენი ხანია დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და აღვსდგები მკვდრეთით... მე, გევედრებით თქვენ ადამიანებს, მე . . . მზე, დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული, დამიბრუნეთ სიყვარული და მე კვლავ დაგიბრუნდებით თქვენ.
მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო. ეს ოდა არ მიმიტოვო, ბაბუა, და ღადარი არ გამიციო. ცეცხლი, ერთი ნატეხი ჭადი და ერთი ჭიქა ღვინო დაახვედრე მამაშენს. დანარჩენს თვითონ მიხედავს, რომ ჩამოვა. ეს ერთი კვირაა, ვინც ამ ქვეყნიდან წასულია, ყველას ვხედავ სიზმარში. მამაშენი არ გამოჩენილა. ცოცხალია ესე იგი. შეუნახე სახლი და სახელი, ნუ გაახარებ მტერს, უეჭველად დაბრუნდება, წელს თუ არა გაისად. ომსაც აქვს დასასრული. კაცი იწყებს ომს და კაცმა უნდა დაამთავროს იგი. ომი კაცს ვერ გაათავებს. წადი ახლა და ძალიან ბევრი შეშა მოიტანე.
სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავიცი გაცენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისკენ მარადიული ლტოლვა და სწრაფვა ახასიათებს. მერე ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიეთ ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში....ხელოვნებაში....ლიტერატურაში...ყველა გენიოსი მე ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია, მართალია ზოგი უფრო დიდია, ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედნიერებს ყველა ერთნაირად განიცდის.....
ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის,
დავდებ კალამს და დავდუმდები:
ბეთჰოვენია...
ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით,
მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს,
და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის,
მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს....
...მზემ თეთრი ბაირაღი მომაწოდა და ჩემს გვერდით დადგა. მე გავშალე თეთრი ბაირაღი.მაღლა ავღმართე და ავხედე.ქვეყნიერების თავზე თოვლივით თეთრი ბაირაღი ფრიალებდა.როგორც სიკეთის, სათნოებისა და სიყვარულის სიმბოლო.თეთრი ვეებერთელა და უსპეტაკესი თეთრი ბაირაღი ფრიალება ქვეყნიერევის თავზე"
"თეთრი ბაირაღები"
ჩვენ მთელი მსოფლიოს ადამიანები.ფაქტიურად ერთ ენაზე ვლაპარაკობთ მაგრამ ერთმანეთის ყურისგდება არ ვიცით და ამიტომ არ გვესმის ერთმანეთის."
"კუკარაჩა"
...მზემ თეთრი ბაირაღი მომაწოდა და ჩემს გვერდით დადგა. მე გავშალე თეთრი ბაირაღი.მაღლა ავღმართე და ავხედე.ქვეყნიერების თავზე თოვლივით თეთრი ბაირაღი ფრიალებდა.როგორც სიკეთის, სათნოებისა და სიყვარულის სიმბოლო.თეთრი ვეებერთელა და უსპეტაკესი თეთრი ბაირაღი ფრიალება ქვეყნიერევის თავზე"
"თეთრი ბაირაღები"
* * *
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნ. დუმბაძე ( უბის წიგნაკი )
http://www.nodardumbadze.ge
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rock in rose
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
rock in rose
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 12286
წევრი No.: 71219
რეგისტრ.: 17-October 08
#25804635
· 3 Jun 2011, 20:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის,
დავდებ კალამს და დავდუმდები:
ბეთჰოვენია...
ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით,
მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს,
და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის,
მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს....
ვაიმე, როგორ მიყვარს ეს ლექსი :love:
დუმბაძის შემოქმედებაზე ვარ გაზრდილი, ყველგან საბავშვო ლექსების წიგნს დავათრევდი :D
მერე რომანები წავიკითხე :)
"მე ვხედავ მზეს","ნუ გეშინია დედა"- აღმაფრთოვანა :love: იუმორისტული ნოველებიდან კი ყველაზე მეტად "ქელეხი" მიყვარს :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Alice_In_Wonderland
ლოკოკინათა დედოფალი
ჯგუფი: Members
Alice_In_Wonderland
ლოკოკინათა დედოფალი
ჯგუფი: Members
წერილები: 4237
წევრი No.: 114748
რეგისტრ.: 29-April 10
#25804652
· 3 Jun 2011, 20:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პირველი ვიქნები : )
მემკვიდრეობით მაქვს მიღებული დუმბაძის სიყვარული დედასგან
ბავშვობიდან სამაგიდო წიგნად გვაქვს მეც და დედასაც
ნოდარის საბავშვო ლექსებზე გავიზარდე :love:
დედას ახლაც ბალიშის ქვეშ უდევს ხოლმე მისი წიგნები და ყოველ ღამე ძილის წინ თითო ფურცელს მაინც კითხულობს :love:
რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ნებისმიერი ნაწარმოები უცრემლოდ არცერთი არ ჩაივლის : ))
მარადისობის კანონი წავიკითხე ბოლოს
ჩემ წიგნს რამდენიმე ფურცელი აკლდა ბოლოში და აღარ მახსოვდა კარგად, ბიბლიოთეკიდან ამოვიტანე და სულ სიცილ-ტირილით ჩავათავე : D
მიყვარს მიყვარს მიყვარს :love: :love: :love:
ჰო,
ხატია ვარ
და მე ვხედავ მზეს... : ))))))))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
წერილები: 6385
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08
#25807459
· 3 Jun 2011, 23:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნოდარ დუმბაძის HELADOS-მა მოახდინა უდიდესი ზეგავლენა ჩემზე სკრიპკა იანგული რუსულის მასწავლებელი თავისი ოქროს თევზებით ... გენიალურია რა
ნუ ასევე ბავშობაში ვგიჟდებოდი "გიგილო"-ზე
ვაფშეტა კაი გამახსენდა კიდე უნდა გადავხედო თავიდან ყველას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Amiran.
ჯგუფი: Members
Amiran.
ჯგუფი: Members
წერილები: 2399
წევრი No.: 111553
რეგისტრ.: 5-February 10
#25824557
· 5 Jun 2011, 00:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნოდარ დუმბაძე
:love: :love:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kranci
ჯგუფი: Members
kranci
ჯგუფი: Members
წერილები: 3584
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11
#26118581
· 23 Jun 2011, 12:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არავითარი ჟუჟუნა და შხაპუნა წვიმებით - ჭექა-ქუხილითა და თქეშით მოვარდა მაისი თბილისში.
დღეს სამჯერ იწვიმა და სამჯერ გამოიდარა. ფანჯარა გავაღე. ოთახში აკაციის თეთრი ტოტი შემოვარდა, ერთ ხანს იქანავა და შემდეგ ლამაზი ქალის თეთრი ხელივით გაიტრუნა ჩემს სახესთან. მე მოკრძალებით ჩამოვართვი ხელის მტევანი აკაციას და ფრთხილად ვაკოცე. თეთრი აკაცია შემოვიდა ჩემს ოთახში, თან შემოიტანა უზომო სურნელი მიწის, ჰაერის, წვიმისა და მზის. პირველი, თეთრი აკაცია მოვიდა ჩემთან და მომილოცა დაბადების დღე - 14 მაისი. იგი ჩემთან ერთად გაიზარდა ამ ეზოში, იგი ჩემი ხნისაა და რა არის ამაში გასაკვირი, რომ უხარია ჩემი დაბადების დღე. დღეს ბევრი არავინ მოვა ჩემთან, მოვა გურამი, ერთ ბოთლ ღვინოს მოიტანს და თვითონვე დალევს, მოვა ლია, ლია პირველად მოვა ჩემს დაბადების დღეზე; მოვა, დაჯდება კუთხეში. მიყურებს, მიყურებს და რას იზამს, არ ვიცი, წავა თუ არ წავა. იქნებ არ წავიდეს. მე ვთხოვ და არ წავა. აკაცია კი, აკაცია ვერსად წავა, ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერსად წავა. იქნებ სულაც არავინ მოვიდეს, უბრალოდ, არავის გაახსენდეს ჩემი დაბადების დღე. მაშინ მე ჩამოვივლი ყველას, თვითონ, ჩემი ფეხით და ყველას, ყველას დავპატიჟებ.
- ლია, გამარჯობა, დღეს ჩემი დაბადების დღეა, ხომ მოხვალ?
- გურამ, არ დაგავიწყდეს, ჩემი დაბადების დღეა, ბიჭო, დღეს!
- უკაცრავად, მოქალაქე, მართალია, თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ მე გიცნობთ. თითქმის ყოველდღე მხვდებით ქუჩაში, თუ არ შეწუხდებით, მობრძანდით დღეს ჩემთან, დაბადების დღე მაქვს, 24 წლის გავხდი, ძალიან გთხოვთ, ნუ დამზარდებით, აქვე ვცხოვრობ, აი, ამ სახლში, მეოთხე სართულზე, ხელმარცხნივ, კარი ღია იქნება...
- მაპატიეთ, ქალბატონო, უზრდელი არ გეგონოთ, უცნობ ქალს ქუჩაში რომ გაჩერებთ, მაგრამ ძალიან მინდა, ჩემს დაბადების დღეზე იყოთ დღეს. უხერხული თუ არ იქნება თქვენთვის, მობრძანდით, ძალიან გამიხარდება. თქვენ ისე გავხართ დედაჩემს...
- ძია ართავაზ, ნუ გეშინია, მაგ გასტრონომს არავინ წაიღებს, მალე გაგიშვებ, თითო ჭიქა შევსვათ, ღამის სადღეგრძელო შევსვათ, ღამისა, რომელიც თენდება...
- თავერ, შენც დაპატიჟება გინდა? მოდი და ერთად გადავიხადოთ დაბადების დღე. სულაც ჩემთან დარჩი, აკრიფე შენი გუდა-ნაბადი და მოდი, გესმის? არ მომატყუო, უეჭველად მოდი. ისეთი დაბადების დღე გადავიხადოთ, ჯერ რომ არავის გადაუხდია... მოდი, თუ ძმა ხარ...
- თბილისო, ჩემო თბილისო, შეკრიბე მთელი შენი ქუჩები და მოდით დღეს ჩემთან, რა მოხდა, ერთი საათით მოდით, ბოლოს და ბოლოს, თქვენი შვილი არა ვარ?.. თქვენს ქუჩებში და ჩიხებში არ ავიდგი ფეხი? ჰოდა, მოდით და დამლოცეთ, თქვე დალოცვილებო...
და ვიცი, რომ ყველა მოვა, ყველა და რაც არ უნდა პატარა იყოს ეს ოთახი, მაინც ყველა დაეტევა, ყველა თუ არ დაეტევა, რიგრიგობით შემოვლენ და მომილოცავენ. რა მოხდა მერე? ჩემს დალოცვას და დღეგრძელობას რა უნდა? არაფერი, სულ ორიოდე სიტყვა.
- გაგიმარჯოს, თემურ, ბედნიერად და ჯანმრთელად იყავი. შენს მეგობრებს გაუმარჯოს, ძმაკაცის იმედი და ძმობა ნუ მოგიშალოს, შენს მარჯვენას გაუმარჯოს, შენი ცხოვრების გზას გაუმარჯოს, შენს ფიქრს გაუმარჯოს, შენს ოცნებას, მამული გიცოცხლოს ღმერთმა და ოჯახი... გაგიმარჯოს, თემურ... მეტი მე არაფერი არ მინდა...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14856
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04
#26125940
· 23 Jun 2011, 19:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kranci
გაიხარე.... :).
...მე მივდივარ ახლა ჩემს სოფელში, სადაც ამომავალ მზესავით მელოდებიან: ბებია, ილიკო, ილარიონი და მერი. მე ჩავალ სოფელში, ჩემი ოდის წინ სავენახე მიწას გადავაბრუნებ, ცოლიკაურს ჩავყრი, სამი წლის შემდეგ მოსავალს ავიღებ და მამულის პატრონი გავხდები. მე ვიცხოვრებ სოფელში, მექნება დიდი ოდა, ეზოში მებმება მურადა, მეყოლება მერი და თორმეტი შვილი, თერთმეტი ბიჭი და ერთი გოგო, რომელიც ლამაზი იქნება და ცირა ერქმევა...
მერე მე ჩამოვიყვან დეიდა მართას ჩემს სოფელში, მოვიყვან ილიკოს და ილარიონს ჩემთან და ჩვენ ყველანი ერთად ვიცხოვრებთ. მე მეყოლება უამრავი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, იმათი შვილები და მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით, მერე ჩვენ გავმრავლდებით უსასრულოდ, უსაშველოდ და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანა და არასოდეს აღარ დავიხოცებით...
This post has been edited by
Ania
on 23 Jun 2011, 21:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kranci
ჯგუფი: Members
kranci
ჯგუფი: Members
წერილები: 3584
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11
#26135274
· 24 Jun 2011, 11:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ადრე, ახალგაზრდობაში ძალიან უკვირდა ხაზარულას, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, ფესვები რომ არ ჰქონდათ მასავით მიწაში გადგმული, ან როგორ მოძრაობდნენ მის გარშემო და საერთოდ, მაგრამ ბოლოს მიეჩვია ამ აზრს და ფიქრიც კი შეწყვიტა ამ მისთვის გაუგებარ და აუხსნელ საგანზე, რადგან ამაზე პასუხის გამცემი ხაზარულას ქვეყნად არც არაფერი და არც არავინ არ ეგულებოდა. მაგრამ დღეს მოხდა სასწაული. დაიცალა ქვევრი, უკანასკნელი წვეთი შეისრუტა ხაზარულამ და იგი უცებ მიხვდა ადამიანისა და საოცარი სითხის საიდუმლოს... ხაზარულას აღარ უკვირდა, რატომ კოცნიდნენ ადამიანები ერთმანეთს, რატომ ტიროდნენ ჯამებით ხელში, რატომ დასდევდნენ ერთმანეთს, რატომ ჩხუბობდნენ, რატომ იცონოდნენ, რატომ მღერდონენ ხელიხელგადახვეულები, რატომ როკავდნენ მის გარშემო, რატომ რეცხდნენ ასეთი გულმოდგინებით ჭურებს და რატომ ასხამდნენ ასეთი სასოებით შიგ ამ საოცარ სითხეს. მიხვდა ყველაფერ ამას ხაზარულა და თავადაც მოუნდა სიმღერა, სირბილი, ხვევნა, კოცნა, ტირილი და როკვა, მაგრამ რა ექნა ხაზარულას, ხე იყო ხაზარულა და არა ადამიანი, ამიტომ ის გააკეთა, რაც შეეძლო, დილამდე ტორტმანებდა და გუგუნებდა ხაზარულა... დილით კი, დილით გვერდში ყრუ დარტყმა იგრძნო, მაგრამ არ სტკენია და ყურადღება არ მიაქვია ხაზარულამ, შემდეგ მეორე გვერდში იგრძნო ისეთი ყრუ დარტყმა ხაზარულამ და არც იმ დარტყმას მიაქცია ყურადღება, ერთ საათს მაინც გრძელდებოდა ეს დარტყმები, ბოლოს, მოწოლა იგრძნო ხაზარულამ მარცხნიდან მარჯვნივ, ძლიერი მოწოლა. მერე ჭრიალი, გაბმული ჭრიალი და ჯერ ზანტად გადაწვა, ხოლო შემდეგ მოსხლეტით დაეშვა დედამიწაზე, ახლა საკუთარი მკვლავებისა, მხრებისა და სახსრების ლაწანი გაიგონა ხაზარულამ, მაგრამ არც მაშინ უგრძვნია რამე ტკივილი, თვალები დახუჭა მხოლოდ და ტკბილად, ძალიან ტკბილად და ღრმად დაიძინა.
●
- ადექი, ნენა, წაუქვევია ხაზარულა ამ დილით ანანიას! - გამაღვიძა სისხამ დილით ბებიამ, - ა, შენ ნაჯახი და ტოტები მაინც დაასხიპე, - მითხრა და თავად სამზადში გავიდა. ბებიასთვის ალღოს არ უღალატნია, ღამით თოვლი მოსულიყო და სოფელი ისეთი ლამაზი იყო, საქორწილოდ გამზადებულ თეთრ ფატაში გამოწყობილ პატარძალს ჰგავდა. მარტო ჩვენი ეზო გამოიყურებოდა მგლოვიარედ, მარანზე მიცვალებულივით ახალმოჭრილი ტოტებდამსხვრეული და დალეწილი ვეებერთელა ხაზარულა ესვენა. უხალისოდ ავედი მარანზე. და ვიდრე ხის გაჩორკნას შევუდგებოდი, მის გადანაჭერზე ჩამოვჯექი, ჩამოვჯექი და გავშტრედი. ხის დედოძარღვიდან წითელი სისხლისფერი სითხე მოჟონავდა.
- ბებია! - დავუძახე შემცბარმა.
- რა იყო? - გამომხედა ბებიამ.
- ამოდი ერთ წუთას.
- რა მოხდა.
- ამოდი და შენი თვალით ნახე.
ბებია ამოვიდა.
- რა არის ეს? - მკითხა გაკვირვებულმა.
- ალბათ, ხის სისხლი. - ვუპასუხე შემკრთალმა.
- შეუძლებელია, იანვარია ახლა და ძინავს ყველა მცენარეს, წყალი თებერვალში დგება ხეში, - თქვა ბებიამ და ხელი შეახო ხიდან გამოჟონილ წითელ სითხეს, სახესთან მიიტანა, დაყნოსა და მე შემხედა შეშინებულმა, - მოხადე ჭური! - მიბრძანა მან. მე სასწრაფოს მოვხადე ჭური, მე და ბებიამ ერთად ჩავიხედეთ შიგ, ჭური ცარიელი იყო...
- ჭურო ზეშთა აღმადგინებელთაო, დედაო დამბადებელისაო, სარკეო სიმართლისაო, წმინდაო მარიამ, მეოხ გვეყავნ ჩვენ და ნუ გადაგვრევ, - თქვა ბებიამ ხმის კანკალით, ცაში აღაპყრო ორთავე ხელი და ნელ-ნელა დაეშვა მუხლებზე.
●
ხაზარულას სიცივისგან შეაჟრჟოლა და თვალი გაახილა, მისთვის უჩვეულო მდგომარეობაში მყოფს ქვეყნიერება წაქცეული მოეჩვენა და გაუკვირდა. ჯერ ყველაფერი იმ წითელ სითხეს დააბრალა, მერე მის გადანაჭერზე ჩამომჯდარი, ნაჯახის ტარზე ნიკაპდაყრდნობილი, მობუზული ბიჭი და თავღია ჭურთან სპეტაკ თოვლში მუხლებზე დამხობილი, ცაში ხელაპყრობილი შავოსანი დედაბერი რომ დაინახა, მიხვდა, ცოცხალი აღარ იყო და ისევ დახუჭა თვალები. დახუჭა სამუდამოდ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
liz bennet
Crazy Member
ჯგუფი: Members
liz bennet
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2536
წევრი No.: 127510
რეგისტრ.: 15-February 11
#26135509
· 24 Jun 2011, 12:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
...მზემ თეთრი ბაირაღი მომაწოდა და ჩემს გვერდით დადგა. მე გავშალე თეთრი ბაირაღი.მაღლა ავღმართე და ავხედე.ქვეყნიერების თავზე თოვლივით თეთრი ბაირაღი ფრიალებდა.როგორც სიკეთის, სათნოებისა და სიყვარულის სიმბოლო.თეთრი ვეებერთელა და უსპეტაკესი თეთრი ბაირაღი ფრიალება ქვეყნიერევის თავზე"
"თეთრი ბაირაღები"
* * *
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნ. დუმბაძე ( უბის წიგნაკი )
QUOTE
ჭურო ზეშთა აღმადგინებელთაო, დედაო დამბადებელისაო, სარკეო სიმართლისაო, წმინდაო მარიამ, მეოხ გვეყავნ ჩვენ და ნუ გადაგვრევ, - თქვა ბებიამ ხმის კანკალით, ცაში აღაპყრო ორთავე ხელი და ნელ-ნელა დაეშვა მუხლებზე.
QUOTE
სადაც ამომავალ მზესავით მელოდებიან: ბებია, ილიკო, ილარიონი და მერი. მე ჩავალ სოფელში, ჩემი ოდის წინ სავენახე მიწას გადავაბრუნებ, ცოლიკაურს ჩავყრი, სამი წლის შემდეგ მოსავალს ავიღებ და მამულის პატრონი გავხდები. მე ვიცხოვრებ სოფელში, მექნება დიდი ოდა, ეზოში მებმება მურადა, მეყოლება მერი და თორმეტი შვილი, თერთმეტი ბიჭი და ერთი გოგო
QUOTE
თეთრი აკაცია მოვიდა ჩემთან და მომილოცა დაბადების დღე
:mo: ახლაც მბურძგლავს მისი ნაწერების კითხვისას...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
სოფია_ლი
龙纹身的女孩
ჯგუფი: Members
სოფია_ლი
龙纹身的女孩
ჯგუფი: Members
წერილები: 4175
წევრი No.: 27915
რეგისტრ.: 6-January 07
#26150361
· 25 Jun 2011, 10:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მზე მზე მზეეეეეე :love: ყველაფერი ზეპირად ვიცი რაც კი რამ დაუწერია მაგრამ მოთხრობა "მზე" მაინც განუმეორებელია ჩემთვის :love: ჩემი დრაკონ/კირჩხიბი მთლად ჩემსავით :user:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გიარია
Crazy Member
ჯგუფი: Members
გიარია
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4203
წევრი No.: 57012
რეგისტრ.: 28-March 08
#26157994
· 25 Jun 2011, 20:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მაგრამ მოთხრობა "მზე" მაინც განუმეორებელია ჩემთვის
:up: მეც გამორჩეულად მიყვარს :love:
-ადამიანო! ყველაფერს თავისი ადგილი აქვს სამყაროში. ძროხამ იცის, რომ დედამიწაზე უნდა იცხოვროს და იბალახოს, დელფინმა იცის, რომ ზღვაში უნდა იცხოვროს და თევზზე ინადიროს, ჩიტმა იცის, რომ ცაში უნდა იფრინოს და ხეზე იძინოს. ქვეწარმავალმა იცის, რომ მუცლით უნდა იხოხოს და მიწაში იცხოვროს...რა გახდა შენთვის ამ ქვეყანაზე ადგილი რომ არ მოიძებნა! რატომ დაძრწი და არ იცი სად იცხოვრო: ზღვაში, ხმელეთზე თუ ცაში. ან ცაში დაეტიე, ან ხმელეთზე, ან ზღვაში... ბოლოს და ბოლოს ვინ ხარ, საიდან მოსულხარ და რა გინდა, ადამიანო? - აღმოხდა მზეს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merkantila
Crazy Member
ჯგუფი: Registered
merkantila
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1451
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10
#26158963
· 25 Jun 2011, 21:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნოდარი სახლს აშენებდა და ლევან გოთუას ”ჩაურტყა” დამეხმარეო (ფულს გულისხმობდა).. ლევანმა ცემენტი აგური და ხრეში მოაგროვე და ჩემი თავი გენაცვალოსო. ნოდარამ გაუკაფიავა:
”საშენებლად ცემენტი
აგური და ქვა თუა
სახლს მეც კი ავაშენებ
რა ყ#$$დ მინდა გოთუა”-ვო
თუ სწორედ მახსოვს.....
რაც კი საინტერესოა ნოდარ დუმბაძის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მეტად მისი აღსარებაა ილია მეორესთან რომელზედაც ილია მეორემ თქვა ”მე რომ უფლისადმი მიცემული პირობის დარღვევა და ამ აღსარების მოყოლა შემეძლოს მთელს ერს ღვთისკენ შემოვაბრუნებდიო”
და კიდევ თვითმფრინავის გატაცების შემდეგ მისი ვიზიტი ედუარდ შევარდნძესთან, გარკვეული მიზეზების გამო მე თავს შევიკავებ (ზუსტად არ ვიცი ეს ფაქტი) მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია გააცნოს ფორუმელებს...
ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა სულით ხორცამდე მიყვარს ეს ადამიანი....
მიუხედავად მისი ნაწარმოებების რომელიც ძირითადად მარკ ტვენისა არ იყოს ”ჩემი ნაწერები წყალს ჰგავს, გენიოსებისა კი ღვინოს, მაგრამ წყალს უფრო ბევრი ეტანება”
* * *
„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“
ნოდარ დუმბაძე
თბილისი
შენ ლალი ხარ, საქართველოს სილამაზე,
თბილისი და თბილი გულის ფეთქვა გქვია,
შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე
მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია.
საქართველოს დიდი დაფნის გვირგვინიდან
ათასი გზით მოწყვეტილი ფოთოლი ხარ,
მაგრამ მაინც, წაგლეჯილი მტრის პირიდან,
ქართველის გულს დღევანდლამდე მოჰყოლიხარ.
შენ კრწანისზე სამას გმირთა არაგველთა
დაწყვეტილი გულის სიმებს შეჰხებიხარ,
შენ თბილისი კი არა და იმ ქართველთა
დაუმშრალი თბილი სისხლის წვეთები ხარ.
შენს კედლებთან ვინც თავს მტრისგან იმალავდა,
მას დედის რძე მწარე შხამად შერგებია,
მტკვარს რომ ხედავ, ეს მთის წყალი კი არა და
ქართველების სისხლნარევი ცრემლებია.
გორგასალის უდრეკელი ფარი ხარ და
ხარ თამარის ღიმილივით დახატული,
ქართველების სალოცავი ხატი ხარ და
მზის ნათება ზურმუხტოვან გაზაფხულის.
შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე
მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია,
შენ თბილისი კი არა და, ჩემო კარგო,
ის მაოცებს, ნატვრის თვალი რად არ გქვია?!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kranci
ჯგუფი: Members
kranci
ჯგუფი: Members
წერილები: 3584
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11
#26165155
· 26 Jun 2011, 11:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს წერილი ნამდვილად არ მქონდა წაკითხული
"ჩემი ბავშვობა გამახსენდა 1935-1936 წლებში. ნიკო მარის ქუჩის #2-ის პატარა ბიჭები და გოგოები როგორ ჩავდიოდით მდინარე ვერეს ჭალაში უნივერსიტეტის გადაღმა. ვთამაშობდით, ვჭყუმპალაობდით, ვბურთაობდით, ვთევზაობდით, საათობით ვუცქეროდით დაკოტავებულ ნოხის მრეცხავ ქურთებს, წყალში ჩაფენილ ნოხებს უზარმაზარ კეტებს რომ უზაპუნებდნენ გამეტებით. და თუ მოგვწყურდებოდა, იქვე ვერეს ანკარა წყალსა ვსვამდით, დიახ, დღეს ამ ჩემი მეექსკავატორის მიერ გალანძღულ ვერეს წყალს. საღამოობით ხშირად ნანადირევი თევზითაც კი დავბრუნებულვარ შინ, არც არავინ მიკრძალავდა ამას, არც არავინ მიჯავრდებოდა ამის გამო, პირიქით, ეს თევზი გამოურთმევიათ ჩემთვის, შეუწვავთ და უჭმევიათ კიდევაც. თუმცა იმ პერიოდში არც უპატრონო ვყოფილვარ და, მით უმეტეს, არც მშიერი.
ახლა რომ თბილისელ დედას ვინმემ უთხრას: შენი შვილი ვნახეთ, მდინარე ვერეში ბანაობდაო, ამბის მომტანსაც მოკლავს, ბავშვსაც მოკლავს, მერე თავსაც მოიკლავს და ძალიან სწორადაც მოიქცევა. ეს ისე მოგახსენეთ, სხვათა შორის. თუ მართლა მხოლოდ სიბინძურის დასამალავად ვხურავთ ვერეს, ნუ ვიზამთ მაგას, თორემ იმავე მიზეზით, როგორც ამას წინათ სამართლიანად აღნიშნა აკაკი ბაქრა ძემ, მალე მტკვრის გადახურვაც მოგვიწევს, შავი ზღვისა თუ არა, მაგრამ არა უშავს, საბედნიეროდ, გადახურულ ვერეზე ბევრი რამ კარგის აშენებას ვაპირებთ და რისი აშენება უფრო მიზანშეწონოლი იქნება მდინარე ვერეს ხეობასა და ასაღებად გახაზირებულ სახლებით მოფენილ, საბურთალოს პირაქეთა ფერდობზე.
მოგეხსენებათ, სიცოცხლის გაჩენის დღიდან ადამიანები მდინარის გადახურვას კი არა, სულ იმას ცდილობდნენ, როგორმე მდინარის პირას დასახლებულიყვნენ, რათა მისი დაუშრეტელი სიკეთით, თევზით, ნოყიერი ჭალით, წყლით, ნიავით, შლამით, ქვით, ღორ ღით ესარგებლათ. ამ და ბევრ სხვა მიზეზთა გამო აშენდა თბილისი მტკვრის პირას, და სიგანეში კი არ წავიდა, სიგრძეში გაიზარდა, მაცოცხლებელ მტკვარს რომ არ მოსწყვეტოდა, რადგან მდინარე ქალაქისათვის არტერიაც არის და ფილტვიც. ეს ჩვენი დალოცვილი ვერეს ხეობაც ხომ ბეთანიიდან მონაბერი თავისი გრილი ნიავით ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პაპანებაში მაცხოვრებელი ფილტვია თბილისისა, ჰოდა, ამ სასტიკი ურბანიზაციის პერიოდში, შეიძლება ისედაც ფილტვებდაჩრდილულ ქალაქს ერთერთი ფილტვი დაუხურო? - მე მგონი, არ ივარგებს.
ჩვენ, ქართველები, ცოტა წამხედური ხალხი ვართ. უცებ, დაუფიქრებლად ვიცით ხოლმე სხვისი აზრის, საქმის თუ სიტყვის გადმოღება. ერთხელაც იყო ასეთმა წამხედურობამ ჩვენს მარჩენალ ალაზნის ველზე ვაზი კინაღამ ამოგვაძირკვინა და სიმინდი კინა ღამ დაგვათესინა. მეორედ კი, მთელ საბჭოთა კავშირში ღობეების წინააღმდეგ გამართული კამპანიის დროს, სხვისი წამხედურობით, თბილისელებმა ყველაზე ადრე ზოოპარკს მოვხსენით ღობე და მერე მახსოვს, ერთი კვირა ვემალებოდით გალიიდან გამოპარულ მშიერ ლომს. მეც ასეთ წამხედურობად ნუ ჩამომართმევთ და ხომ არ აჯობებდა მდინარე ვერეს ხეობაში, იქიდან დაწყებული, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული დისნეილენდი აგვეშენებინა? მე უკვე ვხედავ თქვენს სახეზე უნდობლობითა და ირონიით სავსე ღიმილს, მაგრამ ნუ აჩქარდებით, ამდენ ნალაპარაკევსა და ნაფიქრალს ნუ გადამიყრით ნაგავივით მდინარე ვერეში, დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ... რა იქნებოდა, რომ მდინარე ვერეს ხეობაში პიონერთა ქალაქი მზიური აგვეშენებინა თავისი თავშესაქცევი ქალაქის საბჭოთი და ქალაქის მერით, ქარხნებით, საამქროებით, ჰერბარიუმებით, ლაბორატორიებით, ყანებით, ბაღჩებით, ვენახებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზებით, ტრანსპორტით, გვირაბებით, ხიდებითა და სადგურებით, თავისი მატარებლით, რომელიც ივლიდა შესანიშნავი ისტორიული მარშრუტით (თბილისი-ბეთანია), თავისი დასასვენებელი სახლებით, სანატორიუმებითა და კლინიკებით.
გაიხსენეთ, რამდენი ხელმოკლე მოქალაქის ფერმკრთალი ბავშვი დადის ზაფხულობით თბილისის ქუჩებში, ეს ჩვენი ოცნების ქალაქი კი ათასობით ბავშვს დაიტევს და მოათქმევინებს სულს ზაფხულობით. ათასობით ბავშვს მოუტანს სიხარულს, ბედნიერებას; ხალისით, სიჯანსაღით და მადლიერებით აავსებს მათ პატარა გულებს ეს ქალაქი, იქნებ ნოვოსიბირსკის აკადემგოროდოკის მსგავსი და უფრო სრულყოფილი ქალაქიც ყოფილიყო, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალი, ყოველმხრივ შემკული მოქალაქეები გაიზრდებოდნენ. ყველა თაობა რაღაც სამახსოვროს უტოვებს თავის მომდევნო თაობებსა და შთამომავლობას - და არა მხოლოდ მუზეუმში გამოსაფენი ისტორიული ექსპონატებით. ეს შეიძლება უბრალო კარუსელიც იყოს, მაგრამ ისეთ დროს და ისეთ ადგილას დადგმული და დატრიალებული, რომ ბავშვს სიკვდილამდე დაამახსოვრდეს.
ამას ყველაფერს პიონერთა სასახლე აკეთებსო, შეძლებისდაგვარად, იტყვით თქვენ. დიახ, აკეთებს და საკმაოდ კარგადაც, მაგ რამ იქ სხვა მასშტაბებია. ესეც არ იყოს, პიონერთა სასახლე მაინც სათბურია. რა დასამალია და ხშირად პიონერთა სასახლის ბავ შვებმა კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში კაუზატურ ზმნა თა რხევის ამპლიტუდა უკეთ იციან, ვიდრე საკუთარი შიშველი ფეხიდან ეკლის ამოღება.
მე ხშირად შევხვედრივარ პიონერთა სასახლის აღზრდილ ბავ შვებს. ისინი უფრო ციდან ჩამოფრენილ ფერიებს ჰგვანან, ვიდრე ბუდიდან აფრენილ მართვეებს. ჩვენ კი სწორედ მიწიდან ცაში აფრენილი ახალგაზრდობა გვჭირდება და არა ციდან ჩამოცვენილი.
არც ისაა დასამალი, რომ ამ უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე, ზოგიერთი უკეთური მშობლის უსაქციელობის გამო, ბევრი ბავშვის ფსიქიკა მოწამლულია და ტრამვირებული. ბევრი ბავშვი ცხოვრებას მრუდე სარკეში ხედავს, ამიტომ ბავშვთა აღზრდის საქმე გადაუდებელი და #1 პრობლემაა. ნუ დავიკარგებით ბავშვთა აღზრდის საკითხ ში სკოლასა და ოჯახს შორის ატეხილი გაუთავებელი დავის უღრან ტყეში. სკოლასა და ოჯახს შორის, თავშიც და ბოლოშიც, წინაც და უკანაც, ყველგან ჩვენ ვართ.
მე ბევრი ვესაუბრე ამ საქმის მცოდნე ადამიანებს. ბევრი არქიტექტორი, ინჟინერი, მხატვარი, მოქანდაკე, ეკონომისტი, ქვითხურო და კირითხურო მზად არის უსასყიდლოდ ემსახუროს ამ საშვილიშვილო საქმეს. ზოგიერთმა ფრიად პასუხისმგებელმა პირმა ისიც კი მითხრა, თუ საჭირო იქნება, ასეთი კარგი საქმისათვის სახსრები ყოველთვის გამოინახებაო. სწორედ მათმა ოპტიმიზმმა გამათამამა და განმაწყო ამ წერილის წერად.
ლ. ტოლსტოი ამბობდა, თუ ადამიანები იმ სახსრებს, რომლებიც დამნაშავეთა დასასჯელად იხარჯება, თავის დროზე ადამიანის აღზრდას მოვახმართ, დანაშაული არ იქნებაო. ეს აზრი შეიძლება სულ მთლად სწორი არ იყოს, მაგრამ პატარა ექსპერიმენტის ჩატარება ღირს.
...და ისევ თავიდან თქმულს რომ დავუბრუნდე, ბევრ უსაქმურ და რუსთაველის გამზირზე უაზროდ მოხეტიალე ახალგაზრდას გაუჩნდება ბოლოს და ბოლოს ქალაქის ცენტრში მისთვის შესაფერისი სამუშაო.
ბევრს, ამ წერილის წამკითხველს, ალბათ, გაეღიმება. დუმბაძემ როგორ გააიოლა საქმე, ძაღლისა და მამლის არ იყოს, ქალაქიც ააშე ნა, სახელიც დაარქვა და შიგ დასახლდა კიდევაცო. არა უშავს, ვისაც ეს წერილი ღიმილს მოჰგვრის, ვთხოვ, თითო აგური იშოვოს, მოიტანოს და მდინარე ვერეს ხეობაში დადოს. მერე ნახონ, ის ჩვენი ოცნების ქალაქი თუ ნება-ნება, თანდათან ყველა ჩვენთაგანის გულმოდგინე მეცადინეობით არ აშენდეს. სხვისი არ ვიცი და მე კი სიამოვნებით გავხდებოდი ამ მზიური ქალაქის პირველი ხანდაზმული მოქალაქე. შეიძლება ეგ საქმე არც ისე იოლი იყოს, როგორც მე დავხატე, მაგრამ არ არის სავალდებულო, ჩვენ მიერ დაწყებული საქმე ჩვენ დავამთავროთ, მთავარია ჩვენ დავიწყოთ.
დიდი ილია ამბობდა, კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, ერთი აქ დასარჩენი, მეორე კი თან წასაყოლიო.
ის მეორე, თანწასაყოლი სახელი ჩვენმა მადლიერმა შვილებმა უნდა დაგვაწერონ საფლავის ქვებზე. ოღონდ ის სახელი ჭეშმარიტი უნდა იყოს, რადგან მოგონილი სახელი კაცს არც აქ და არც იქ არ გამოადგება. "
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ValenTine_Kelly
Disappointed Idealist
ჯგუფი: Members
ValenTine_Kelly
Disappointed Idealist
ჯგუფი: Members
წერილები: 10014
წევრი No.: 113435
რეგისტრ.: 22-February 10
#26165183
· 26 Jun 2011, 11:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს მწერალი არ მბეზრდება და არც მომბეზრდებამ,ზეპირად ვიცი მიდი დიალოგები თითქმის მაგრამ მაინც სულ ვკითხულობ
ძალიან ძალიან მიყვარს :love: :love:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lady t
member
ჯგუფი: Registered
lady t
member
ჯგუფი: Registered
წერილები: 446
წევრი No.: 100713
რეგისტრ.: 23-September 09
#26168052
· 26 Jun 2011, 14:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მემკვიდრეობით მაქვს მიღებული დუმბაძის სიყვარული დედასგან ბავშვობიდან სამაგიდო წიგნად გვაქვს მეც და დედასაც ნოდარის საბავშვო ლექსებზე გავიზარდე love.gif
მეც ზუსტად ასე ვარ,მახოსვ სულ პატარაობისას გვიკითხავდა დედა და იმდენად პატარები ვიყავით მე და ჩემი ძმა,რომ გვიკვირდა ყოველთვის რომ გამუდმებით ან ხან ტიროდა,ხან იცინოდა, ზეპირად მახსოვ თითქმის ყველა მისი ნაწარმოები და ჩემს მეგობრებს,როცა ჩემთან რჩებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში ვუკითხავდი,სანამ იმათაც სამაგიდო წიგნად არ გაიხადეს.
"სძინავს ბიჭო ნოდარა ამ ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ..."
მიყვარს...მიყვარს...მიყვარს...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(18)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0462 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.