მსგავსება მხოლოდ ფრაქტალურობაშია. ქრონოქრაიმსი კლასიკური მეცნიერული ფანტასტიკა. ვაღიარებ ძლიან მაგარი ფილმია.
სამკუთხედი არის ფსიქოლოგიური დრამა, რომელსაც ღრმად შევყავართ, ადმიანის აზროვნების ლაბირინთებში. ის ფრაქტალურობა რომელიც სამკუთხედშია ნაჩვენები ეს არის პიროვნების რელობა. ასეთი რელობა ყველას გაგვაჩნია. რელობა რომელშიც ვიღვიძებთ, სადღაც მივდივართ, ვჭამთ, ვსუნთქავთ, ვნერვიულობთ, ვიცინით. ეს ის რელობა რომელშიც ჩაკეტილები ვართ და ხშირ შემთხვევაში, ეს ჩაკეტილი წარეა, რომელიდანაც გამოსავალი არ სჩანს. ბევრისთვის ეს რელობა ჯოჯოხეთად იქცა. მისგან დახწევა ნიშნავს, რადიკლაურ ცვლილებას. სინამდვილეში ძალზედ ადვილად მოსახდენი ცვლილება, მაგრამ უმეტესობა ისე მოკვდება, რომ თავის თავში, ამ რადიკალურ ცვლილებას ვერსადროს მოახდენს. ფილმში ნაჩვენები გოგოს ცხოვრება ერთგვარ აუტანელ ტვირთს წარმოადგენს. ბავშვი, რომელიც აუტიზმით არის დაავადებული, ახალგაზრდა დედისთვის, აუტანელს ხდის ცხოვრებას. აქედან არის გამოწვეული, ავადმყოფი შვილისადმი, მისი არაადამიანური მობყრობა. ეს მისი ჯოჯოხეთია, რომლიდანაც დახწევა მას არ შეუძლია. ფილმის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს ყოველთვის ეძლევა შანსი, რომ რაღაც შეცვალოს. მაგრამ არსებობს აგრეთვე შემაკავებელი ძალაც, როგორიც არის ინსტინქტი და ვალდებულება. ფილმში არ არის დასმული აბსოლუტური წერტილი. მე მაგალითად რამოდენიმე ვერსია გამიჩნდა. ეს იყო ამ გოგოს განცდები, ერთგვარი შინაგანი ბრძოლა თავის თავთან. მეორე. ის უბრალოდ გარდაცვლილია და ეს მისი ჯოჯოხეთია თუ ეს უბრალოდ მისი სიზმარია?

მე დამავიყდა თავში დამეწერა, რომ ეს არ არის უბრალოდ საყურებელი, გასართობი ფილმი. ანუ უნდა განეწყო ფიქრზე. საკმაოდ დამთრგუნველი ფილმია. თუ კარგად ჩაუწვდი, ბევრმა შესაძლოა თავისი რელობა აღმოაჩინოს მასში!
ფილმი სავსეა სიმბოლიზმით. ამიტომაც კიდე უფრო ართულებს მის აღქმას. მაგალითად გემზე მოთხრობილი თუ არ ვცდები ბერძნული მითია. სადაც მითოლოგიური პერსონაჟი სიკვდილს ატყუებს და ასე გადაურჩება მას. ამ ფილმში აგრეთვე არის პერსონაჟი ტაქსისტი. მოგვიანებით მიუხვდი, რომ ეს პერსონაჟი სიკვდილის წარმოადგენს, რომელიც აძლებს მას შანს განთავისუფლდეს. მაგრამ გოგო ისევ და ისევ მიჰყვება ინსტინქტს, რომელიც ერთისმხრივს, თითქოსდა აბსოლუტურად გამართლებულია, მაგრამ მეორესმხრივ კვლავ აბრუნებს იმ ჯოჯოხეთში, რომლიდანაც დახწევას ცდილობს!
მოკლედ ძლიან სერიოზული და ჩახლართული ფილმია! და ცოტა სერიოზული მაყურებელი ჭირდება!
გვახარიას ფსიქოში დახატავდა!

ამ დღეებში კიდე უნდა შევხედო, ვგრძნობ, რომ რაღაც ნიუანსები კიდე გამომრჩა!
This post has been edited by LV-426 on 11 Jan 2010, 04:43