თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლებას მოუწოდა მეტი ყურადღება მიაქციოს კონფლიქტისპირა ზონის მოსახლეობის პრობლემებს.
ვიდეოვერსია:
http://itv.ge/new/video/vid-13750-1291385310.flvრა გახდა ასეთი ამ სოფლების სათანადო მომარაგება ?
ყველამ ცოტა უნდა გავიჭირვოთ და აქაურებს ყურადღება არ უნდა დააკლდეს.
ა ჰო, საქართველო ხომ ნომერ პირველი რეფორმატორია?! .......
წყარო :მსოფლიო ბანკი .
მიმართვის სრული ტექსტი:
ბატონო მიხეილ,
მოგმართავთ, რათა კიდევ ერთხელ მივაპყრო პირადად თქვენი და საქართველოს მთავრობის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, როგორიცაა კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ სოფლებში ჩვენი მოსახლეობის საგანგაშო სოციალური მდგომარეობა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უწყოდეს, რომ აღნიშნული საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან.
კონფლიქტის ზონის ათეულობით ქართული სოფელი დაცლის პირასაა. მიუხედავად „თავისუფალი დემოკრატების“ არაერთგზის მიმართვისა ხელისუფლებისადმი და ამასწინანდელი თქვენი დავალებისა მთავრობის მიმართ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება თავს არიდებს მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას, დაეხმაროს შიდა ქართლის კონფლიქტურ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას.
მე პირადად რამდენიმე დღის განმავლობაში შევხვდი ოცზე მეტი სოფლის მოსახლებას გორისა და ქარელის რაიონში, სადაც დღემდე არ დარიგებულა შეპირებული შეშა და ფქვილი. ამ სოფლების მცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ პირველადი საჭიროების მედიკამენტებზე. შეშის არქონის გამო იჩეხება ხეხილის ბაღები. ოკუპირებული ტერიტორიის საზღვართან მცხოვრებ მოქალაქეებს არ აქვთ სასმელი და სარწყავი წყალი.
პარლამენტი რამდენიმე დღეში დაამტკიცებს 2011 წლის ბიუჯეტს, სადაც 2010 წლის მსგავსად, კონკრეტულად არ არის დაფიქსირებული კონფლიქტის ზონის სოფლების მცხოვრებთა დახმარება.
სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მიიღოთ გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდებიდან მინიმუმ 15 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ. ეს თანხა კონფლიქტის ზონაში 80–ზე მეტ სოფელში მცხოვრებ 38 ათასს კომლს დაეხმარება ზამთრის გადატანაში. აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, დაიწყება ამ რეგიონის დაცლა მოსახლეობისგან. ეს დიდ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და სახელმწიფოებრიობის დაცვას კონფლიქტურ რეგიონში, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება პირადად თქვენ და მთავრობას მოგიწევთ.
პატივისცემით,
ირაკლი ალასანია
თავმჯდომარე
პარტია „თავისუფალი დემოკრატები“
This post has been edited by lasha_alo on 6 Dec 2010, 14:54