მოგესალმებით მეგობრებო
დასავეთ საქართველოში მაქვს სახლი და ნაკვეთი, მინდა კარტოფილის მოყვანა, პირველ ეტაპზე პირადი გამოყენებისთვის (დიდი ოჯახი მაქვს)
მაგრამ არ მაქვს ამ მხრივ არავითარი გამოცდილება. თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ შემდეგ რამეებში:
1. როდის და როგორ უნდა მოიხნას ნიადაგი
2.როდის უნდა მოხდეს დარგვა და დაახლოებით რა სიღრმეზე
3. როდის და რა სასუქები ეძლევა.
4. სად შეიძლება შევიძინო სათესლე კარტოფილი
5. რა ინტერვალებით ჭირდება მორწყვა
6. სხვა დეტალები მოსავლის მიღებამდე
თუ გაქვთ გამოცდილება მივიღებ რჩევებს, და ასევე მაინტერესებს, დასავლეთის ნიადაგი, ნესტიდან გამომდინარე (იმერეთშია) რაიმე სპეციფიკას თუ მოითხოვს კარტოფილის კულტურასთან. მადლობა წინასწარ
მიმაგრებული სურათი