d_tsabo23 ოქტომბერს თუ დააჯარიმეს მაშინ ორშაბათსაც რომ გადაიხადო არანაირი პრობლემა არ იქნება. 30-ე (ბოლო) დღე გამოდის ორშაბათი.
საერთოდ ვადების გამოთვლისას დაჯარიმების დღე არ უნდა მიეთვალოს და შემდგომი დღიდან დაიწყოს ათვლა. ასე გადათვლი 30 დღეს (და არა 31-ს ზოგჯერ ეშლებათ ხოლმე). ხოდა 22 ნოემბერი გამოდის ბოლო დღე. თუ ვინმე გაჯიქდა და გითხრა, რომ 22 ნოემბერი 31-ე დღეაო, არც მაშინაა პრობლემა. ეტყვი შენი გამოთვლებით კვირა ხომ იყო ბოლო დღეო ,ხოდა კვირა დასვენების დღეა ამიტომ შემდგომი სამუშაო დღე ჩაითვლება ბოლო დღეთო.
მოკლედ ბანკში მიდი გადაიხადე. თუ გაჯიქდნენ ბანკში მიაწექი, მე გადახდა მინდა და დაგვიანებულია თუ არა თქვენი საქმე არ არისთქო

პ.ს საერთოდ ნუ მიიყვანთ ხოლმე ბოლო დღემდე, თორემ ბევრი დაღუპული მინახავს 500 ლარიანი საპატრულოები თავისი გამოთვლებით ბოლო დღეს რომ გადაიხადეს და არადა გადაცილება იყო. ხოდა კიდევ 500 დაერიცხათ საურავი
This post has been edited by Alfred Shnobel on 20 Nov 2010, 22:23